მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 3 » ზურა სალუქვაძე - ო, რა მაგარი ქალი ხარ
13:55
ზურა სალუქვაძე - ო, რა მაგარი ქალი ხარ

text
უდაბნოში რომ აღმოვჩნდე შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ,
დასაწყისშივე გეტყვი რომ ო, რა მაგარი ქალი ხარ...
შავი ღგვინის გაქვს ტუჩები მაშინ როდესაც ლოთი ვარ
და როცა თრობა მინდება მე შენთან სტუმრად მოვდივარ
აი მაშინ კი დავთვრები, ჩავიძირები სასმელში,
იმას ალერსით გადმოგცემ, რასაც არ გეტყვი სათქმელში.
ცხოვრებას რისკით შევხედავ, სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად,
თუ მთასვლელობა შევძელი მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.
ღრუბლებს კი ნუ ემალები, გიხდება მათგან გამოსვლა,
და როცა მწვერვალს დავიპყრობ, შენ მზის იქნები ამოსვლა.
ვარდების ზღვაში გიხილე, ლექსი გიძღვენი უთქმელი,
ვარდებს სურნელი აღარ აქვთ, ვარდებს აქვს შენი სურნელი.
ხედავ რა ქალი ყოფილხარ? შენკენ ლტოლვა რომ დიდია,
შენზე მაგარი კაიპი, მე სულ ფეხებზე მკიდია.
ეს ვარდები კი სუყველა, გრძნობებით მოქარგულია,
არცერთი არ მიყიდია, სუყველა მოპარულია!

კატეგორია: ♥ აუდიო-ვიდეო ♥ | ნანახია: 798 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]