მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი
16:10
ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი



ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.
მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,
მართლაც რამდენი ხანი გავიდა...
გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,
მე შეგუება ბედთან არ მინდა!
მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,
არც დამცინავი კედლის საათი;
"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე
დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"
ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს
შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;
წახვედი შენ და ღამის სიზმრები,
მოგონებები დამრჩა სახსოვრად.
შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს,
სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები
და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ
იარსებებენ ჩემი ლექსები
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 788 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
დაამატა : WuRo
ALLLOVE.TK  


უპასუხე
heart heart heart kiss kiss love sps
ravi mainc sachirod chavtvale :*:*

დაამატა : CqNaFa))
ALLLOVE.TK  


უპასუხე
– ნწწ biggrin იმ გოგოს ფოტო რაღა იყო biggrin

დაამატა : CqNaFa))
ALLLOVE.TK  


უპასუხე
heart kaiaa :*:*:* momewona :** LiKe:P hello hello hello hello hello icecream icecream fudge fudge love love love love love xmas cry cry biggrin biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]