მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 27 » – ვამპირები ბრუნდებიან | ნაწილი მეთორმეტე | ))
08:51
– ვამპირები ბრუნდებიან | ნაწილი მეთორმეტე | ))
თვალები გავახილე და სკამზე ბორკილებით ვიყავი მიბმული. სისხლის სუნი ნესტოებს მიწვავდა. დაბმულ მხეცს ვგავდი რომელიც ნადირის დანახვისას ცოფებს ყრიდა და მხოლოდ მას ხედავდა. ემას სახე კიდევ უფრო მაჯავრებდა. მინდოდა ერთიანად გამეგლიჯა.
– რა გიყო ეხლა მე შენ?
– რა გინდა ემა?
– შენ თვიდან მოშორება. მეტი არაფერი.
– რა დაგიშავე?
– ერიკი წამართვი. აი რა.
– მაგას შენ ამბობ?
– ყრუ ხარ?
– იცი რა ერიკზე მაშინ რატომ არ ფიქრობდი როცა ორ საკუნეზე მეტი გაუჩინარდი? ეხლა რაღა გინდა მისგან? მას არ აქვს ბედნიერების უფლება?
– მოკეტე ძუკნა.
– შენ რა გგონია მაგ დარტყმით ტკივილს მომაყენებ?
– დარტყმით არა მაგრამ შემიძლია დაგწვა.
– ჰაჰ გამაცინე. აზრი? გგონია ერიკი შენთნ დარჩება? პირიქით შეგიძულებს და შენს მოკვლასაც კი შეეცდება.
– არა ეგ არ მოხდება. არ მინდა ერიკმა შემიძულოს.
– შენი აზრით ჩემმი სიკვდილით არ შეგიზიზღებს? აბა ერიკი მოეკლათ შენ რას იზავდი? არ გადაუხდიდი სამაგიეროს? მეეჭვება. დაფიქრდი ემა.
– არ მინდა შენი მოსმენა.
– მოგიწევს.
– ემააა? რა გინდა ანასგან?
– ერიიკ? მე მე უბრალოდ...
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ამ დროს ემას სახეში გაარტყა,
– ემა გაფრთხილებ მეორედ ანას აღარ გაეკარო.
– ერიკ მიყვარხარ.
– აღარ მაინტერესებს. შენ თუ მართლა გიყვარვარ თავს დაგვანებებ მეც და ანასაც. ერიკმა ბორკილები მომხსნა და ხელში ამიყვანა. ემა გაოცებული გვიყურებდა. ერთ ადგილზე იდგა და მოგვჩერებოდა. ერიკმა დამსვა და ემას ჩაეხუტა.
– ემა არ მძულხარ მაგრამ ისე არ მიყვარხარ როგორც უწინ.
– მე ისევ ისე მიყვარხარ.
– ხო მაგრამ მე ძალიან ბევრი ვიწვალე შენს დავიწყებაზე. მიჭირდა ყოველი წუთი. ეხლა კი როცა დაგივიწყე ხელთავიდან გამოჩნდი ემა. ეხლა ანა მიყვრს. ანაა ჩემი რჩეული. ერიკმა ხელი მომკიდა და იქაურობას გავეცალეთ. ემა გაშეშებული იყო თუთქოს ვერ ხვდებოდა რა მოხდა. არ ვიცოდი ამას რა მოყვებოდა.მეშინოდა. ძალიან მეშინოდა. მთელი ღამე ვნადირობდით. ცხოველების სისხლი არ მაკმაყოფილებდა. რაღაც მაკლდა თითქოს. გამახსენდა როგორ მასწავლიდა ნადირობას ნიკი. როგორ ვცდილობდი მისთვის მიმებაძა. მერე მთელი დღე საწოლზე ვკოტრიალობდით. ერთმანეთს ნერვებს უშლიდით. რატომღაც მოვიწყინე. მაგრამ ეგრევე ერიკს ჩავეხუტე. ერიკი თითქოს მავსებდა, მათბობდა. მიყვარდა მასთნ გატარებული ყოველვე წუთი. პირველი შეხვედრა, შიში. მასში ყველაფერი მიყვარს. ნადირობიდან მარის ვესტუმრეთ მაგრამ სულ ტყუილად. სახლში არ იყო. ბოლოს მე და ერიკი ჩემთან წავედით.
– ანა მიყვარხარ.
– მეც.
– იცი ესე მეგონა დაგკარგავდი.
– მეცოდება ემა.
– მისი ბრალია. ის რომ თავის დროზე დაბრუნებულიყო ეხლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ეხლა მე შენ მიყვარხარ.
– ერიკ მოდი სადმე წავიდეთ. ცოტახნით გავერიდოთ ამ სიტუაციას.
– მაინც სად გინდა წასვლა?
–არ ვიცი. იქ სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.
– მხოლოდ მე და შენ?
– ხო რატომ გაგიკვირდა?
– არა უბრალოდ ამას თუ შენ მეტყოდი არ მეგონა.
– არ დაგავიწყდეს რომ მეც ვამპირი ვარ.
– ხო რათქმაუნდა.
– ერიკ გეყოს. რა ცუდი ბიჭი ხარ.
– ხოო ცუდი ბიჭი მალე გავხდები.
– გამიშვი თხოოოვ!
–არაა.
– ეი მეგობარო ესე უნდა დამივიწყოოო?.
– კლარააააა! როგორ მომენატრეეე. გელოდებოდი როდის ჩამოხვიდოდი
– დღეს ჩამოვედი და როგორც კი შენი მაბავი გავიგე ეგრევე შენთნ წაოვედი. მაიკი და აკოც აქ არიან.
– ანუ სუყველა აქ ვართ?
– აკოოო ჩემი ბუზღუნა მეგობარიიი. აკოს, მაიკს და კლარას დიდი ხანი ვესაუბრე. ძალიან მენატრებოდნენ. თითქოს ერთი ოჯახის წევრები ვიყავით. ყველაფერი თითქოს უკეთესობისაკენ შეიცვალა. ნიკი ხშირად იყო ჩვენთნ. როგორც იქნა მათ უსიამოვნებას ბოლო მოეღო. ემა გაუჩინარდა. აღარვის უნახავს იმ დღის მერე. რამდენჯერმე დედა მოვინახულე. უკვე ასაკი ეტყობოდა. შევძელი და ვაპატიე მას ყველაფერი. გავიხსენე ბავშობა. მართალია მენატრებოდა ადამიანად ყოფნა მაგრამ ამას არ ვამხელდი. არ მინდოდა ერიკსა და ნიკის შორის ურთიერთობა დაძაბულიყო. ერთ დღეს მარი და აკო მოვინდენ. დამწუხრებული სახეები ქონდათ და მე მიყურებდნენ.
– რა გჭირთ არ მეტყვით?
– ანა
– რა იყო გოგო რა სახე გაქვს.
– წაიკითხე. კონვერტი გავხსენი და კითხვა დავიწყე.უცებ ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა. თითქოს ასჯერ დამარტყა დენმა. არ მეგონა დედის სიკვდილი ესე თუ იმოქმედებდა ჩემზე. დედა ხომ დედაა. მარი ჩამეხუტა. ხოლო ყველა დანარჩენი ოთახიდან გავიდნენ. მარის კალთაში მედო თავი და უაზროდ მივშტერებოდი ერთ ადგილს. გავიხსენე ბავშობის წლები. როგორ დამდევდა დედა პარკში.
– ანა ნუ გარბიხარ დაეცემი. დამელოდე.
– აბა თუ დამიჭერ დეე.
– ანა ჩემი რატომ არ გესმის?
– დეეე ფეხი მეტკინა დეეე. წავიქეციი. ამაყენე რააა.
– აბა მაჩვენე. ძალიან დაშავდი? არაუშავს მალე გაგივლის. დედა სახეზე მომეფერა და პატარ ცრემლები მომწმინდა. ვიხსენებდი ამ ყველაფერს და მეგონა ბავშობაში დავბრუნდი. რა კარგი ყოფილა ადამიანად ყოფნა. ეხლა ხომ ყველაფრის შეგრძნება დავკარგე. თავში ათასი რამ მიტრიალებდა. მარი კი ჩემი ფიქრების გამოცნობას ცდილობდა.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 662 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]