მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 27 » – ვამპირები ბრუნდებიან | ნაწილი მესამე | ))
08:29
– ვამპირები ბრუნდებიან | ნაწილი მესამე | ))
გათენდა, ადგომა მეზარებოდა. თვალები გავახილე სიმპატიურ ვამპირს ვეძებდი მაგრამ არ ჩანდა, ამიტომ ლოგინიდან წამოვხტი და ჩაცმა დავიწყე. ტელეფონი მირეკავდა ეს აკო იყო.
– ხო აკო
– რას შვები მოვდივარ, მოემზადე.
– აუ არა რა აკო. არ მინდა მად.
– ანი მასე ვერ დაგტოვებთ.
– არაფერი მიჭირს. გაერთეთ.
– არავითარ შემთხვევაში ხვალ წამოვალთ ორივე. მარისთვის არ მითქვამს.
– კარგი კარგი. აკოს გაუთიშე სახლი მივალაგე. თითქოს ყველაფრის შიში გამიქრა. ამ დროს გამოჩნდა ერიკი. პირველად ვხედავდი ესე კარგად მის სახეს. საოცარი თვალები ქონდა. უყურებდი მაგრამ მისი თვალები არაფრს მთქმელი იყო.
– რა გინდა ერიკ?
– არაფერი.
– მაშ აქ რატომ ხარ?
– მინდა და იმიტომ.
– და რომ გაგაგდო?
– ნუ მაცინებ რა ანი. არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები.
– შემაშინე ხო იცი. ამ დროს მან გამომხედა უკვე სერიოზული სახე ქონდა. ტანში გამცრა. სხვა ოთახში შევედი. რა ჯანდაბა ვქნა. აკოს რა უნდა უთხრა? ან მარი როგორ მოვატყუო? არ ვიცი, არ ვიცი. ამფიქრებიდან ისევ ერიკმა გამომარკვია.
– რაზე ღელავ?
– არაფერზე.
– მატყუებ.
– ხვალ ჩემი მეგობრები ბრუნდებიან.
– მერე რა პრობლემაა? ეტყვი რომ შენი მეგობარი ვარ.
– ხო ხო დაიჯერებენ. ჩათვალე რომ ადამიანი ვარ.
– ძაან ადვილია ხო იცი.
– არ ინერვიულო. მეც მყავს მეგობრები დაწყნარდი. მისი ნათქვამი უცნაურად მომეჩვენა. ვამპირი და მეგობრები. ამაზე გამეცინა მაგრამ ეგრევე დავსერიოზულდი. სასაცილოდ არ მქონდა საქმე მაგრამ არამგონია მათთვის რაიმე დაეშავებინა. მთელი დღე ხმა არ ამომიღია. არაფრის სურვილი არ მქონდა. დედაჩემს სულ ვეკიდე. რა ენაღვლება ქალბატონს ამერიკაში თავის მილიონერ ქმართან ერთობა მე კი რა დამემართება სულ არ აინტერესებს. ამაზე ცრემლები წამსკდა. გამახსენდა ბავშობა. როგორ დავყავდი პარკში როგორ ერთობოდა ბავშვივით ჩემთან ერთად. მისი სითბო მომენატრა მაგრამ მივეჩვიე უკვე რომ მარტო ვიყავი. პატარა აღარ ვარ. გაიზარდე გოგო უმეორებ ჩემს თავს მაგრამ ეს გულს არ ესმის.
– ცხოვრება რთულია
– შენ რა იცი ვამპირო?
– მე შენზე მეტი ვიცი.
– ვამპირებსაც გაგაჩნიათ გრძნობები?
– კი.
– და სიყვარაული?
– სიყვარულიც.
– და სითბო? თუმცა თქვენ ხომ ყინულივით ცივები ხართ.
– სითბოც შეგვიძლია. ამაზე ორივეს გაგვეცინა. ერიკი მომიახლოვდა, ჯერ ხელი შემახო, მერე კი ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ვამპირის კოცნა მესიამოვნა.
– კარგი კოცნა გცოდნია ვამპირო.
– შენც ადამიანო. იცი უცნაური ხარ ანა.
– მაინც როგორი?
– აი სხვებს არ გავხარ.
– მიყვარს გამორჩეული რომ ვარ. არ ვიცი რას ვგრძნობდი მის მიმართ. ის ხომ მკვლელი იყო.
– ანა რაზე ჩაფიქრდი?
– არაფერზე უბრალოდ როგორია ვამპირად ყოფნა? გსიამოვნებს?
– სასიამოვნო მაინც და მაინც არა მაგრამ ძლიერი ხარ. ამ საუბარში დაგვათენდა მე და ერიკს. მასთნ ყოპნისას თითქოს დრო ჩერდებოდა. ამ დროს კარზე კაკუნი გავიგე.
– ერიკ დაბრუნდნენ.
– შემოვიდნენ
– გაგიჯდი. ეხლავე წადი.
– რატომ?
– რა რატომ ჯერ ვერ გაგაცნობ.
– კარგი კარგი. მე ავდექი და კარები გავაღე.
– ანიიიი მოგვენატრეეეე სულელოოოოო
– მე მომენატრეთ. ესე ადრე რომ არ გამაღვიძოთ არ შეიძლება?
– რავი აღარ გაგვიძლო გულმა.
– კარგით შემოდით. ბევრი ვილაპარაკეთ და ბოლოს სახლიდან გავყარე. გამაბრაზეს.
– კარგი მეგობრები გყავს ანა.
– ხო ყოველთვის ნერვებს მიშლიან.
– საკმაოდ კარგად გიცნობენ ალბათ.
– ალბათ. მოიცა მარი რეკავს. ნეტა რა უნდა, ეხლა ერთი კარგად მივლანძღავ.
– რა გინდა ქალბატონო?
– ანიიიი, მიშველე ანიი. დამეხმარე გთხოვ.
– რა ხდება გოგო ამიხსენი ნორმალურად.
– აკოს რაღაც დაემართა. ცოტახნით დავიძინე და ხმაურმა გამაღვიძა. არ ვიცი რა ჭირს აქ ბევრი სისიხლია.
– დაწყნარდი ეხლავე მოვალ. მე ეგრევე გარეთ გავვარდი. მანქანაში ჩავჯექი მაგრამ საჭესთან ერიკი დაჯდა. მალე მარისთან მივედით. აკო იატაკზე ეგდო ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ყელიდან სისხლი მოდიოდა, ვერ გავერკვიე რა ხდებოდა. ერიკმა ოთახიდან გამოგვაგდო. ჩვენც დავემორჩლეთ. ძალიან ვნერვიულობდი. მეშინოდა ერიკი არ მომკვდარიყო. მარის ვაწყნარებდი მაგრამ არ ჩუმდებოდა. მეცოდებოდა ესეთ მდგომარეობაში რომ ვხედავდი. მარისთან ერთად მეც ავტირდი. ერიკი კი ოთახიდან არ გამოდიოდა.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 635 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]