მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 27 » – ვამპირები ბრუნდებიან | ნაწილი მეხუთე | ))
08:33
– ვამპირები ბრუნდებიან | ნაწილი მეხუთე | ))
თვალების გახელა მიჭირდა. ძლიერი თაბრუს ხვევა მქონდა თავი აწევა ვერ შევძელი. როგორღაც თვალები გავახილე, ცრემლები წამომივიდა. ეს მარი იყო. ჩემი მარი, მოვეხვიე მაგრამ ის ისეთი აღარ იყო. სულ შეცვლილი იყო. გლუვი კანი ქონდა, ისეთი თბილი აღარ იყო. უფრო გალამაზებული იყო. ხელები გავაშვებინე და მისგან შორს დავდექი.
– ნუ გეშინია ანა. შემომხედე მარი ვარ. არაფერს დაგიშავებ.
– მე, იცი მე... შენ ხომ ვამპირი ხარ.
– მერე რა. მე ისევ ისე მიყვარხარ ანა. შენ ხომ ჩემი დაიკო ხარ.
– მარი მომენატრე. ძალიან მომენატრე. მე მისკენ გავიწიე და ჩავეხუტე. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რა ხდებოდა მომიყევი როგორ იყავი. ძალიან მაინტერსებს.
– შენ ვერც წარმოიდგენ რა გადავიტანე. ეს რა ტკივილი იყო. ორი დღე ვერ ვინძრეოდი. ყველაფერი მტკიოდა. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა. მომატებული ძალა. მაგრამ ეხლა ყველაფერი კარგადაა. თავის კონტროლი ვისწავლე.
– აკო როგორ არის?
– აკო კარგადაა. ერიკი ამბობს რომ ჯერ რამდენიმე გამოცდა უნდა ჩაუტაროს. მერე კი ადამიანებთან ურთიერთობის უფლებას მისცემს. ეხლა არ იცის აქ რომ ვარ. გამოვიპარე.
– ერიკი ახალა წავიდა ჩემიდან. ალბათ მოგაკითხავს.
– ალბათ.
– იცი ეს ყველაფერი ჩემი ბრალია მარი.
– არა ანა, ყველაფერი მომიყვა ერიკმა. შენი ბრალი არაფერი არ არის. ნუ ტირი გთხოვ.
– ანა სატირალი არაფერი აქვს. ერიკმა მზერა მარიზე შეაჩერა.
– რა გინდა ერიკ?
– შენზე ვღელავ ანა. აი მარი შენ კი ცუდი გოგო ხარ.
– რატომ?
– უადგილო კითხვაა. კარგად იცი რატომაც.
– მე ანას არაფერს დაუშავებ.
– ეგ არც შენ იცი და არც მე. ასე რომ ჩემს გარეშე აწი ანის ვერ ნახავ.
– ერიკ მე ხომ კარგად ვარ.
– მერე რა ანისათვის მაინც სახიფათო ხარ.
– გეყოს რა ერიკ მარიმ რა უნდა დამიშაოს.
– ამაზე საუბარი გვეყოფა. ხმა აღარ ამოიღოთ არცეთმა. მე ერიკს მკაცრი სახით შევხედე. მან კი როგორც ყოველთვის გამიღიმა.
– ეხლა ძალიან გვიანია და მგონი ადამიანს უნდა ეძინოს.
– ცოტახანი დარჩეს რა მარი.
– არ წავიდეთ დავრჩეთ რა.
– არა მივდივართ. ერიკმა მარის ხელი მოკიდა და რამდენიმე წამში გაუჩინარდნენ. მე გული დამწყდა. მალევე ჩამეძინა. დილით სასიამოვნო სუნმა გამაღვიძა. თვალები გავახილე და ჩემს წინ ყავა იდო. ეგრევე წამოჯექი და ყავის სმა დავიწყე. შემდეგ შევამჩნიე ტანსაცმელი რომელიც საწოლზე იდო. იქვე კი ერიკი.
– ერიკ ეს რას ნიშნავს?
– ბევრი ძლი არ შეიძლება მითხრა ღიმილით.
– და ეგ როდიდან?
– როცა მე გავჩნდი შენს ცხოვრებაში.
– კარგი ერთი.
– დროზე აბაზანაში.
– რა მკაცრი ხარ
– ხო და აბაზანაში.
– კარგი კარგი. მე აბაზანაში შევედი. ერიკი თანდათან მიყვარდებოდა. როგორი საყვარელი იყო. მიდი თვალევბი კი ყოველთვის მაფიქრებდნენ. როგორ მინდოდა სულ ამ თვალებისთვის მეყურებინა. აბაზანიდან გამოვედი. ერიკის მოცემული ტანსაცმელი მოვირგე და მას გავხედე.
– ნუ რას უჩივი ამ ბიჭს მშვენიერი გემოვნება აქვს. ეგაა ცოტა უცნაურია. ეს ვთქვი მის გასაგონად და ენა გამოუყავი მან კი კოცნით მიპასუხა.
– ეხლა კიუნდა წავიდეთ ანა.
– საად?
– აკოს მარისა და მაიკის სანახავად. ხო კიდევ მაიკის შეყვარებულის კლარას გასაცნობათ.
– ოჰო, ძალიან კარგი. მე ერიკს ჩავჭიდე ხელი და მასთან ერთად წავედი. ერთ სახლს მივადექი. ძალიან ლამაზი იყო. მისი ინტერიერით მივიხიბლე. მარი შევამჩნიე, ის კი ჩემკენ წამოვიდა. ჩამეხუტა და მაკოცა. შიგნით შევედით. ძალიან ლამაზი სახლი იყო. აკომ გამიღიმა მე კი ვერ მოვითმინე და ჩავეხუტე. სულ არ მაღელვებდა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა რამე მომსვლოდა. არც ერიკს შევუჩერებივარ.
– ბარბიიი შემოგვიერთდი?
– მაიკ როგორ ხარ?
– კარგად ბარბი შენ? შესანიშნავად გამოიყურები.
– კარგად. მადლობა. უცებ კარებში გოგო შემოვიდა. საშუალო სიმაღლის, გრძელი წაბლისფერი თმით. ლამაზი თვალები ქონდა. ნამდვილად ლამაზი იყო.
– ანა გაიცანი ეს კლარაა. მითხრა ერიკმა.
– სასიამოვნოა უთხარი მორხვად.
– ჩემთვისაც. მითხრა მან. დაჟინებით მაკვირდებოდა, თვალს არ მაშორებდა. დრო და დრო კი თბილად გამიღიმებდა. დღე სასიამოვნოდ გადიოდა. კლარა კარგი გოგო იყო. მეგობრული ჩანდა. ბევრი მიამბო ერიკზე და მაიკზე. მარიც და აკოც კარგად ერთობოდნენ, თითქოს მოსწონდათ ესე ცხოვრება. მე კი გული მწყდებოდა რომ ისისნი ადამიანები აღარ იყვნენ. მათ ხომ ის ადამიანური თვისებები დაკარგეს, გული მტკიოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი. უცებ კარები გაიღო და ვიღაც ბიჭი შემოვიდა. სახეზე ღიმილი მიწეპებოდა. რაღაც უცნაურად დამიარა ტანში ჟრუანტელმა. თითქოს შემეშინდა.ერიკმა ახლოს მიმიხუტა.
– ვხედავ უჩემოდ კარგად ერთობით. კლარა ბიჭისკენ წავიდა და ხმამაღლა დაუწყო ჩხუბი.
– აქ რას აკეთებ ნიკი? ხომ გითხარი რომ უნდა წასულიყავი.
– ნუთუ არ გაგეხარდა ჩემი დანახვა საყვაელო დაო?
– აქედან წადი ნიკი.
–რომ არა?
– რომ არა და არამგონია კარგი დღე დაგადგეს. ბიჭმა ყველას შეხედა ბოლოს მზერა ჩემზე შეაჩერა. მკაცრი მზერა მომაპყო მერე კი ირონიულად ჩაღიმა და ერიკს უთხრა.
– ვხედავ ჭკუა ვერ ისწავლე ერიკ. ისევ ადამიანი?
– ერიკმა თავზე კონტროლი დაკარგა ნიკისაკენ წავიდა. ერთმანეთს ურტყავდნენ მაგრამ მათ გაშველებას ცდილობდნენ. ბოლოს ნიკი დიდი სისწრაფით წამოვიდა ჩემსკენ მან კბილი გამკრა. სისხლმა იფეთქა. ერიკმა ყველა გარეთ გაყრა თითონ კი ჩემთან დარჩა. მკლავი შემიხვია და მითხრა.
– მაპატიე ანა. არ ვიცოდი ის თუ დაბრნდებოდა.
– არაუშავს. ეს ნიკი ვინ არის?
– კლარას ძმაა. ვერც მე და ვერც მაიკს ვერ იტანს. ნამდვილი ურჩხულია.
– კი მაგრამ შენ რატომ გითხრა რომ ჭკუა ვერ ისწავლეო?
– გრძელი ამბავია.
– მომიყევი.
– კარგი ოგონდ ჯერ აქაურობას უნდა მოვშორდეთ.
– კარგი. მე და ერიკი წამოვედით. ხელი ძალიან მტკიოდა.ერიკმა სცადა სხვა თემაზე გადაეტანა ყურადღება მაგრამ მე არ მოვეშვი.
– ერიკ შენ დამპირდი რომ ნიკიზე მომიყვებოდი.
– როგორც იცი მე და ნიკი ვამპირები ვართ. წარსულში ერთი გოგო გვიყვარდა, ოღონდ არა ვამპირი არამედ ადამიანი. მას ემა ერქვა. ძალიან მიყვარდა. ეხლაც მახსოვს მისი მომღიმარი სახე. ნიკი მას არ ეშვებოდა. ემამ კი აუხსნა რომ არ მოწონდა და მეტიც ისიც უთხრა რომ მას მე უყვარდი.ამიტომ ნიკიმ შემიძულა. ყველაფერს აკეთებდა ჩემს გასაღიზიანებლად. ბოლოს კი ნიკის ჭკუა ვასწავლე. მან კი ჩემზე შურისსაძიებლად ემა მოკლა. არ მეგონა ემას თუ სიკვდილითვის გაიმეტებდა. მას ხომ უყვარდა, ეს ჩემთვის დიდი ტრამვა იყო. ემას სიკვდილის შემდეგ ნიკის ვეძებდი მაგრამ ვერსად ვიპოვე. მერე კლარას მივადექი. მან არც და შეიცოდა და სასიკვდილოდ გაიმეტა. კლარა შემეცოდადა ამიტომ არაფერი დაუშავე, ის ნიკისაგან განსხვავებულია. მას ვენდობი და როგორც კარგი მეგობარი ისე უყურებ. რამდენჯერმე ნიკი დამისხლტა ხელიდან ბოლოს კი მის დევნას შევეში.
– ეხლა რაღა უნდა შენგან?
– არ ვიცი.
– მეშინია ერიკ.
–არაფერია. მე შენთან ვარ და არ დაუშვებ რაიმე დაგიშაოს. მე ერიკს მივეკარი და თვალები დავხუჭე. მინდოდა დამეძინა მაგრამ ვერ ვიძინებდი. ერიკი კი მაკვირდებოდა და ხანდახან თმაზე ხელს გადამისვავდა. გაუნძრევლად იწვა. ნიკიზე ვფიქრობდი და მისი სახის გახსენებაზე გული მეკუმშებოდა.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 652 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]