მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 27 » – ვამპირები ბრუნდებიან | დასასრული | ))
08:58
– ვამპირები ბრუნდებიან | დასასრული | ))
– სად მიდიხარ ანა? მომესმა ნიკის მკაცრი ხმა.

– გავისერნებ.

– დამელოდე გამოგყვები.

– არა

– რატომ?

– მარტო მინდა ვიყო.

– არ მინდა მარტო გახვიდე.

– გთხოვ მარტო დამტოვე. ნიკი აღარ შემპასუხებია. გარეთ გავედი. სისხლის სუნი მაბრუებდა. ვხვდებოდი უფსკრულისაკენ მივდიოდი მაგრამ არ ვცდილობდი რაიმე შემეცვალა. ისევ მსხვერპლის შერჩევას შეუდექი. ამჯერად მსხვერპლი ბიჭი იყო. უკან გავყევი მინდოდა შეუმჩნევლად გავყლოდი. ბიჭს ჩუმად ავედევნე. უცებ კი ნიკი გადამეღობა წინ.

– რას აკეთებ?

– რა გინდა? ხომ გითხარი მარტო დამტოვეთქო.

– შეეშვი იმ ბიჭს. არ მოგცემ ადამიანების დახოცვის უფლებას. არ მინდა ჩემი შეცდომები გაიმეორო. გაგიჭირდება ამ ჭაობიდან ამოსვლა.

– შემეშვი.

– რომ არა?

– გაგისტუმრებ ჯანდაბაში.

– თუ გინდა ცადე.

– ნუ მაღიაზიანებ.

– მე სიმართლეს გეუბნები. მოეშვი ამ ყველაფერს სანამ დროა.

– არ შემიძლია.

– შენ შეძლებ.

– ცუდად ვარ გაიგე.

– ვიცი მაგრამ შეეცადე დაივიწყო ყოველივე.

– ჰაჰ, ადვილია დაივიწყო ყოველივე არა? შენ დავიწყებ იმას რომ მშობლები დახოცე?

– ეგ სხვა თემაა.

– გტკივა ხომ რომ ვახსენებ ამ თემას?

– მოკეტე. ეხლა კი სახლში. შენი ქუჩაში დატოვება სახიფათოა. ნიკის გავყევი თუმცა არ მინდოდა სახლში წასვლა. მარი ადგილს ვერ პოულობდა. მე ჩემს ყოფილ ადგილს დაბრუნდი. ისევ იგივე მდგომარეობაში ვიყავი. მათმა საუბარმა მიიქცია ყურადღება.

– მარი ესე ამის გაჩერება არ შეიძლება. შეხედე როგორ იქცევა. დღეს ისევ ვიღაცის მოკვლას ცდილობდა. მე რომ არა ალბათ მოკლავდა კიდევაც.

– რაღაც უნდა ვიღონოთ.

– მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს.

– რას გულისხმობ?

– აქედან უნდა წავიდეთ.

– და სად?

– ალბათ ლოს ანჯელესში წავალთ ან ლონდონში.

– ეს დაეხმარება?

– ვცადოთ. იქნებ რაიმე გამოვიდეს.

– მაშინ აკოს კლარას და მაიკს დაურეკავ.

– კარგი და ბარგი სწრაფად ჩაალაგეთ. დღეს მივდივართ. ეხლა გასაგებია. ანუ გადავდიოდი. აზრები ერთმანეთში მერეოდა. რამდენი რამ მოხდა. ყველაფერი ერთმანეთს მიყვა. კადრები ირეოდა. თავი ფილმში მეგონა. ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა. ხანდახან საერთოდ ვითიშებოდი, თითქოს უსასრულბაში ვიყავი და თავის დაღწევას ვცდილობი.

– ანა როგორ ხარ?

– ..........

– ანა ვერ მცნობ?

–........

– მარი ვარ. იცი დღეს გადავდივართ. ალბათ დიდი ხანი არ დავბრუნდებით აქ.

– მარი როგორ ფიქრობ ერიკი აღარ დაბრუნდება?

– იცი ერიკი ვეღარ დაბრუნდება.

– მატყუებ ხო?

– არ გატყუებ დაო. უბრალოდ ის ვერ დაბრუნდება.

– არა. მე მინდა დაბრუნდეს. ძალიან მინდა.

– დაწყნარდი გთხოვ. ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა წავიდეთ. ბავშები გველოდება.

– შენ ხომ ჩემთან იქნები?

– კი ჩვენ სულ შენთან ვიქნებით. ყველანი მე მიყურებდნენ. ცოტათი მაბნევდნენ. ნიკის გვერდით ვიჯექი. მიყურებდა და მიღიმოდა.

– იცი ახალ ცხოვრებას იწყებ ლამაზო.

– ვიცი.

– ყველაფერი კარგად იქნება.

– ალბათ. ვთქვი და ნიკი ჩემი ტუჩებიკენ გადმოიხარა. მე რექცია არ მქონია. თითქოს არაფერი მომხდარა. შემდეგ მას მკერდზე თავი დავადე და ფიქრებში წავედი. ვიცოდი ნიკი ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო მაგრამ მე ახალი სასიყვარულო თვგადასავლებისათვის მზად არ ვიყავი.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 753 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]