მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 31 » უსიყვარულოდ
11:30
უსიყვარულოდ
sl 

ყველაფერი ძველდება მზის ქვეშეთში, ცვდება, იფიტება მტვარდ და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს.
ათასი ბაბიოლონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სვლამ, ათასი გოროზი გულის ძახილი შეურია დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას. უდაბურდებიან სემირამიდის ბაღებიც. ვინ იცის რამდენი ამპარტავანი სულის ზეობას მოეღო ბოლო რამდენი ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზეხელაღებულ მაძიებლებს და გამწარებულნი ხრავენ ქვიშას.
ინავლება სიყვარულიც...
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან გალავანს და კვალვ გაისმის "ვით ბაზმა გაუქრობელი” ჩვილი, უმწეო სამარადისო ხმა:

ornamenti
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 734 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]