მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » – უშენოდ მგონი მოვკვდები ))
18:50
– უშენოდ მგონი მოვკვდები ))
ცამ ჩამომთოვა,ღრუბელივით გაივსო დარდი
აღარც კი მახსოვს უნებურად როდისღა შემიყვარდი
თოვლის ფიფქივით გაილია დღეები,წამი
დროს მიაქვს ფურცელ-ფურცელ ნაქარგი ვარდი

ცა შეისუდრა,გადაიკრა პირქუში ბადე
აღარც კი მახსოვს მერამდენე ოცნებას ბადებს
ავად დამზრალი მიმოვყვები თბილისის ჭადრებს
ლამპიონს არა,მე დავეძებ შენს ლამაზ თვალებს

ახლა, კვლავ ცაა ვარსკვლავებით შეზავებული
ახლა,კვლავ ვზივარ უშენობით შეზარებული
ახლაც მარტო ვარ მეოცნებე,უცხო,ეული
გაშლილ მდელოზე ბილიკებით გზაარეული

ცამ ჩამომთოვა, ღრუბელ-ღრუბელ გაივსო დარდი
ღვარცოფს გაიტანს მოჯირითე ეს დარდი-მანდი
თოვლის ფიფქივით უნაზესო ტუჩებო მკლავდი
პირველ თოვლივით შემოიჭერ-შემიყვარდი
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 811 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]