მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 8 » უსათაურო ლექსები
22:33
უსათაურო ლექსები
შენი ბაგიდან ამოვიღებ უმძიმეს სუნთქვას,
თეძოს ალმურად მივუტოვებ ამბორის ალებს
სულიდან კოცნით ამოგაგლეჯ ტკივილს და სევდას
თბილი ამბორით დაგიამებ გადაღლილ თვალებს...

ფანჯარა გამოვაღე,
მზე უკვე ჩადიოდა...
ცხოვრებას ერთი დღე კიდევ აკლდებოდა.
ვინ იცის,
იქნებ ბოლო დღე ღამდებოდა
და ამით ჩემი ცხოვრება მთავრდებოდა.
მაგრამ, რატომღაც,
ეს არ მადარდებდა,
ერთი რამ მაფიქრებდა,
ერთი რამ მადარდებდა :
შენ ვერ გაიგე, _
აი, ეს მადარდებდა...
ისე მოვკვდებოდი, ვერავინ გაიგებდა
რომ შენზე ფიქრები იმ ქვეყნად მიმყვებოდა...
ო, ღმერთო ჩემო, რა იქნებოდა
ისე მოგეკალი, არვინ მყვარებოდა.
შენა ხარ მიზეზი ჩემი გულისცემის,
მიუწვდომელო და სანატრელო ჩემო.
მე კი ვსუნთქავ შენთვის და მხოლოდ შენთვის,
უტკბილესო და უბრალოდ "ჩემო".
შენა ხარ მიზეზი ჩემი აღსარების,
მიუკარებელო და უხილავო ჩემო.
მოდი შემირიგდი! მე მეტს ვეღარ გავძლებ..
აღარ გაწყენინებ არც დღეს,არც ხვალ....არც ზეგ..
იქნებ მოგონებად გადაგვექცეს წლები,
არა,არ დამტოვო,ჩემო...გეხვეწები!!!

თუ დამივიწყებ,მე მაინც მოვალ,
თუნდაც ვიცოდე,რომ არ მიცდიან
რადგან მიყვარხარ ისეთი ძალით,
შენ არასოდეს არ განგიცდია
თუ დამივიწყებ,არ გებუტები,
სიბრაზე გულს არ გამკარებია
რადგან,იცოდე,მიყვარხარ ისე,
ჯერ რომ არავის არ ჰყვარებია
შენდობას მხოლოდ მაშინ ღებულობ,
როცა ხვდები რომ შეცდომას უშვებ...
მიუტევებელ ცოდვად ის რჩება,
საკუთარ თავსაც რომ ვერ შეუნდობ.
მესაკუთრე ვარ, ეგოისტი - 
მაძაგონ თუნდაც! 
რა ვქნა, თუ შენი სახე-მახე 
ყოველთვის თან მსდევს, 
მიყვარხარ! - აბა, ამას კითხვა, 
მითხარ, რად უნდა, 
ჰოდა, შენც, დიახ, მე მეკუთვნი 
ბარიდან მთამდე!.


კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 761 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]