მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 30 » - უბრალოდ იყავი ისეთი როგორიც ხარ ! ((
20:29
- უბრალოდ იყავი ისეთი როგორიც ხარ ! ((
მინდა...
იცი რა მინდა?
ცოტახნით დრო დავაბრუნო უკან... ცოტახნით ისევ გავხდე ბედნიერი... ადრე რომ ვიყავი ისეთი... შენს გვერდით რომ ვიყავი ისეთი... არ მეგონა ეგ დრო ნატვრად თუ მექცეოდა... არც ის მეგონა ნატვრად თუ მექცეოდი...
რას არ დავთმობდი ოღონდ ერთხელ ჩამახუტა შენთან... როგორც ადრე... წელზე ხელებს შემოგხვევდი... მერე კი შენს სურნელს შევისუნთქავდი... დავიმახსოვრებდი და სამუდამოდ დავტოვებდი ჩემში...
მტკივა... უშენობა მტკივა...
ყველას ვატყუებ... მათ შორის საკუთარ თავსაც რომ აღარ მიყვარხარ, მაგრამ სიცრუეა... მე კიდევ ტყუილში ცხოვრება აღარ შემიძლია...
მინდა... ძველი დრო მინდა...
გახსოვს? - ადრე შენ მწერდი პირველი...
გახსოვს? - ზამთრის არდადეგები რომ დამთავრდა და გნახე შენ ჩამეხუტე... ხოო შენ... მე კი მრცხვენოდა შენი...
გახსოვს? - სახლში რომ ჩამომაკითხე და გითხარი: სახლში მეჩქარებათქო, დედა მელოდებათქო...
სინამდვილეში არავინ არ მელოდა...
რატომ მოგატყუე?
იმიტომ რომ მრცხვენოდა შენი... თვალებშიც ვერ გიყურებდი... მე ხომ პირველად შევხვდი მარტოს, ბიჭს, რომელიც მიყვარდა...
თუმცა პირველად და უკანასკნელად...
ასევე მაგ დღეს პირველად დ უკანასკნელად მოგატყუე...
ამის მერე მიჭირს შენზე გადმოსვლა... რამდენჯერ მოგიტყუებივარ ვერავინ დათვლის...
გახსოვს? - დამპირდი კიდეც აღარ მოგატყუებო მაგრამ როგორც ყოველთვის პირობას არღვევ... მე კიდევ ყოველთვის მჯერა შენი... და ამასაც აქვს დადებითი მხარე... არასდროს ამიცრუვდება შენზე გული...
და მაინც... იმედს არ ვკარგავ... მჯერა დაბრუნდები... ის ძველი დროც დაბრუნდება... და ისევ გავხდები ბედნიერი... ცოტახნით მაინც...
მჯერა... :(((
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 749 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]