მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 20 » – წერილი დედას შვილისაგაან :* ))
16:54
– წერილი დედას შვილისაგაან :* ))
19 დეკემბერი, 19:00. (წერილი დედას, შვილისგან.)

გამარჯობა დედიკო. მე ძალიან გამიხარდა შენი წერილის წაკითხვა. ვიმედოვნებ, რომ შენ მართლაც ყველაფერი კარგად გაქვს. მამამ მითხრა, რომ შენი იშვიათი წერილების მიზეზი რთული სამსახურია. მე კი ესეც მიხარია. კიდევ ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ. ახალ წელს ხომ ერთად გავატარებთ? წარმოგიდგენია, დღეს ისევ დავიწყე პიანინოზე დაკვრა. პირველად რაც შენ და მამამ დაშორდით. დედა, რატო წადი? რატო დაშორდი მამას? ეხლა ჩვენ ვცხოვრობთ მის ახალ ცოლთან ერთად და ის მე არ მომწონს. ის მხოლოდ იკრასკება და მაღაზიებში დადის. მიუხედავად იმისა, რომ შენ უმეტესად მუშაობით ხარ დაკავებული, მე ვხვდები, რომ შენ ცდილობ ჩემთვის და მამიკოსთვის. დაბრუნდი მამასთან. მე უკვე აღარ შემიძლია უშენობა. მამამ ლეკვი მიყიდა. გახსოვს ადრე, რომ გთხოვდით ლეკვი მინდა-თქო? აი ის ლევკი მიყიდა მამამ და მითხრა, რომ ეს საჩუქარი მისგან და შენსგან არის. მადლობა. მე შენ მიყვარხარ და ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ! შენი მარი.

15 დეკემბერი, 16:00. (წერილი მარის მამისგან - მის ყოფილ ცოლს, ანუ მარის დედას.)

გამარჯობა საყვარელო! ძალიან მენატრები. ვერ წარმოიდგენ აქ რა ხდება. მარი უფრო და უფრო ხშირათ გახსენებს. მე უკვე აღარ ვიცი რა ვუპასუხო. მე დავქორწინდი... მაპატიე, რომ ასე გავაკეთე, მაგრამ მე ფული არ მაქვს, ხოლო ის მდიდარია. ჩვენი შვილიც უყვარს, მაგრამ მარის არ უნდა ამის შემჩნევა. მასაც ძალიან ენატრები... ვიცი, დიდი დამცირებაა დაქორწინდე ადამიანზე ფულის გამო. ეს გავაკეთე მხოლოდ ჩვენი მარისთვის. მინდა, რომ მას ყველაფერი ჰქონდეს რაც მას მოუნდება. მან ისევ მოგწერა წერილი, და ისევ მომიწია მისი მოტყუება, რომ მალე საპასუხო წერილს მისწერდი. მე დავიღალე შენი ხელწერის კოპირება, მაგრამ მე ვერ შევძლებ მას ვუთხრა, რომ შენ აღარ ხარ ცოცხალი. ის ამას ვერ გადაიტანს, ის ხომ პატარაა? მე მას ვუყიდე ძაღლი, რომელზეც მარი სულ ოცნებობდა. ის ძალიან ბედნიერად გამოიყურება, მაგრამ როდესაც საღამოობით შევდივარ მის ოთახში, რომ ტკბილი ძილი ვუსურვო, ის ფანჯრის რაფაზე ზის, ძაღლს ეფერება და ჩუმად ეუბნება "მალე დედა მოვა. მოითბინე, მალე გაგაცნობ".

მამას ცრემლები წამოუვიდა. მან აიღო დამჭკნარი ყვავილები და წავიდა... მარისთვის "დედისგან წერილის" დასაწერად.....
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 704 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]