მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » თავი პირველი:”მე”
13:25
თავი პირველი:”მე”

http://s2.favim.com/orig/34/cry-drawing-girl-pain-Favim.com-271467.jpg

თავი პირველი:”მე”

დედა…დედა…დედა!ბოლო სიტყვა უკვე ყვირილითწარმოვთქვი და გამომეღვიძა კიდეც,შუბლი ოფლით მქონდა დაცვარული და იმით ბედნიერმა,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო,ცრემლებს გზა გავუნთავისუფლე.ნეტავ ყველაფერი მართლა სიზმარში მომხდარიყო…ახლა ხომ კოშმარით შეწუხებულს,რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა, გონებაში ვერ აღვიდგენდი იმ საშინელ შემთხვევას,როცა ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანი-დედა დავკარგე.აღარავინ მყავდა ვინც რაიმეს მირჩევდა,ძილის წინ შუბლზე ,აკოცებდა,დამეხმარებოდა….ამას როგორმე უნდა შევგუებოდი,მაგრამ როგორ?როცა ტირილით გული მოვიოხე,ჩამეძინა…
დილით მაღვიძარამ ჩვეულებისამებრ შვიდ საათზე დარეკა.თავი საშინლად მტკიოდა.გადავწყვიტე მამაჩემს ისე მოვქცეოდი.თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ღამით სულაც არ მივსულვარ სიგიჟის საზღვრამდე.ისე მამაჩემთან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია.ერთმანეთს საშინლად არ შევეფერებოდით.ყოველთვის განსხვავებული აზრი გაგვაჩნდა,რაც კონფლიქტის ხშირი მიზეზი იყო.
-გამარჯობა მამა-ცივად მივესალმე.მან ხმა არ გამცა.მგონი ეს კაცი მართლა ვერ მიტანდა.-მე სავარჯიშოდ მივდივარ.-პასუხს არ დაველოდე,რადგან დიდად არ მაინტერესებდა და ეზოში ჩავედი.მეხუთე წრეზე უკვე ძაღლივით ვქოშინებდი,მაგრამ რვამდე მაინც მივაღწიე.არც ისე ცუდი შედეგია მეცხრეკლასელი,სუსტი,დეპრესიული და ღამენათევი გოგოსთვის.სახლში ავედი.
-ნია შენ ხარ?
-სხვა ვინ უნდა იყოს?
-ნია შეგიძლია ხანდახან ისე მომმართო,როგორც მამისა და ქალიშვილის ურთიერთობას შეეფერება?
-იცი რა მამა,მე ყოველთვის ისე მოგმართავ როგორც საჭიროა,მაგრამ ეს შენ ცდილობ ბზარი გააჩინო ჩვენს ურთიერთობაში.-კარადიდან პურს ვიღებდი,როცა მამამ ისე დაჰკრა მაგიდას მუშტი,ხუთ სანტიმეტრზე ავხტებოდი.-სიმართლე მწარეა-ისე ვუთხარი,თითქოს ფეხებზე მეკიდა ისიც და მისი გამოხტომებიც.
-საკმარისია!ხანდახან ეჭვი მეპარება მართლა ჩემი შვილი ხარ თუ არა!
-ნეტავ არც გავჩენილიყავი,ახლა სანანებელიც არ გექნებოდა ჩემი არსებობა-საუზმეს თავი დავანებე,ჩანთას ხელი დავავლე და კარი გავიჯახუნე.

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 649 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]