მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » თავი მეცხრე:”განშორება”
13:45
თავი მეცხრე:”განშორება”

ავი მეცხრე:”განშორება”

ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა ჩემს ცხოვრებაში,არც კი მჯეროდა რეალობა იყო თუ არა.მე და იკა სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს.გადიოდა დღეები,კვირები,თვეები…და აი გაისმა ზარი,რომელიც ჩემი ბედნიერების აღსასრულს მოასწავლებდა -გისმენთ-ყურმილი ბებიამ აიღო,მეტის მოსმენა ვერ მოვასწარი,რადგან იკამ დამირეკა და შეხვედრაზე მითანხმდბოდა.როცა საუბარს მოვრჩი,ბებიას ვკითხე: -ვინ იყო ტელეფონზე? -მამაშენი-ცოტა არ იყოს დანაღვლიანებულმა მითხრა -რამე მოხდა?-თან მაცივარში ვიქექებოდი -უნდა რომ მასთან დაბრუნდე… -რააა?-თავი მაცივრის ერთ-ერთ თაროს ავარტყი-არ არსებობს,მე იქ არ წავალ,რატომ უნდა წავიდე,თვითონვე არ გამომიშვა?ბებო არ დავბრუნდები!-ამ დროს ცრემლები გადმომცვივდა და სახლიდან გავვარდი.კართან იკა მელოდა. -რა მოხდა?-შეშინებული მიმზერდა -მამაჩემს უნ და…უნდა…რომ დავბრუნდე.ვერ აღვწერ იმ დროს რა ტკივილი გამოესახა სახეზე.რამდენჯერმე დააღო პირი,რაღაცის სათქმელად,მაგრამ მერე ისევ გაჩუმდა.მე კი ვტიროდი და ვტიროდი.ამ ცრემლის ცხადი მიზეზი გვერდით უხმოდ მომყვებოდა.ვერნაირ გამოსავალს ვერ მივაგენითსხვა გზა არ გვქონდა,უნდა დავლოდებოდით იმ საშინელ მომენტს,რასაც განშორება ერქვა.საღამოს სახლში რომ დავბრუნდი,ბებიას მამასთვის დაერეკა,მაგრამ ის თავისას არ იშლიდა.ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო სახლში დაბრუნება გარანტირებული მქონდა…ბარგი უკვე ჩაელაგებინათ.ჩემოდნების დანახვაზე თავზარი დამეცა. -ასე მალე მივდივარ? -ხვალ საღამოს-სევდიანად მიპასუხა ბებომ.მე ისევ ცრემლებმა მძლია და ჩემს ოთახში ავვარდი.სული რო მომეთქვა,აივანზე გავედი.სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი,მაგრამ აშკარად ჩანდა,რომ ეზოში ვიღაც იყო.ხის სკამზე იჯდა და თავი ჩაექინდრა.კარგად რომ დავაკვირდი,მივხვდი,ვინც იყო…იკა…

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 622 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]