მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » თავი მეშვიდე:”კოცონი”
13:42
თავი მეშვიდე:”კოცონი”
თავი მეშვიდე:”კოცონი”

საღამოს რა თქმა უნდა პირველები ჩვენ მიოვედით კოცონთან,რომელიც ჯერ არ დაენთოთ.იკამ ბამბის ნაყინი მიყიდა და საბასგან განსხვავებით სულაც არ მიჭამდა:Dამ დროსჩემდა უნებურად საბა გამოჩნდა საიდანღაც(რაღაც ანდაზა გამახსენდა ძაღლზე და ჯოხზე:D)ხელში ყვავილები ეჭირა…აშკარად ჩემთვის მოჰქონდა. -ეს შენ-მითხრა და თავი ჩაქინდრა.მე რამის ზედ დავამხე თაიგული,მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე. -მადლობა-ვუპასუხე ბოლოს.საბა სულელივითშეტრიალდა და წავიდა -იკა უნდა მიშველო-შევჩივლე დაბღვერილ იკას -ხო,მეც მაღიზიანებს ეგ ტიპი უკვე-გაეცინა უცებ უზარმაზარი კოცონი დაანთეს.ყველა ახლოს მივიდა და ცეცხლს გარშემო შემოუსხდა -ახლა რა უნდა ვქნათ? -ეხლა იწყება თუ იწყება,საშინელებებს ყვებიან და ბოლოს მარტო მე და შენი საბა ვრჩებით ხოლმე-გაიღიმა და მე როგორც ყოველთვის პირდაღებული მივაშტერდი -ამ ლონდრეს არ ეშინია?-ვკითხე როცა გონს მოვედი,გამიკვირდა -მეც მიკვირს,მაგრამ აშკარად არა -ოოო,მე რომ მოვყვე,დამიჯერე პირველები თქვენ დაახვევთ აქედან-განვაცხადე ამაყად -ოხ,რას ლაპარაკობ,არ არსებობს,სამი წელია აქ დავდივარ ზაფხულობით და ვერავინ შეძლო ამის გაკეთება.შენ როგორ უნდა შემაშინო სიხხხ ამ დროს ცეცხლში ქვა გასკდა და იმხელა დავიწიკვინე,იკას გული გაუსკდა,მე კი სიცილი ამიტყდა მისი სახის დანახვაზე -ეჭვიც არ შეგეპაროს-წავუჩურჩულე -მმმმ…კარგი აზრი მომივიდა-ეშმაკურად გაიცინა-შენ თუ მე და საბას ერთდროულად შეგვაშინებ,იმ წითელთავას მოშორებაში დაგეხმარები,რომელი დებილი ვერ მიხვდებოდა რომ მე და შენ… -რაა?-ბოლო სიტყვები ყურში მომხვდა -არაფერი,ხმამაღლა ვფიქრობდი და-ენა გამომიყო.უცებ სიჩუმე ჩამოვარდა და დაიწყო…უმცროსები მალევე მიმოიფანტნენ,ხოლო როდესაც საფლავიდან ხელის ამოყოფებზე და ეგეთებზე დაიწყო ლაპარაკი,კოცონთან მარტო მე იკა და საბა აღმოვჩნდით -მგონი შენი ჯერია-მორცხვად გამომხედა საბამ,მე ამ გამოხედვის ატანა აღარ მქონდა,ამიტომ იკას თვალი ჩავუკარი და დავიწყე: -ხოდააა,დაახლოებით 95 წლის წინ(საიდან მოვთხარე ეს ციფრი)ერთ მიტოვებულ დასახლებაში ცხოვრობდა ერთი ბიჭი,რომელიც ღამე ქუჩაში დაეხეტებოდა-აქ თხრობა შევწყვიტე და საბას შევხედე,თვალები დაეჭყიტა და ფრჩხილებს იკვნეტდა,ანუ ჩემს მიზანთან ახლოს ვიყავი.იკას კი ფეხებზე ეკიდა,საბას რეაქციაზე ეცინებოდა.თხრობისას რამდენჯერმე ვახსენე დანა,სისხლი,ზომბი და უცებ,როცა კარი გაიღო-მეთქი ვთქვი,საბა გიჟივით წამოხტა და ყვირილით გავარდა სიბნელისკენ.მე კი შემეცოდა,მაგრამ ისტერიკულ სიცილს მაინც ვერ ვიკავებდი. -მე არ შემშინებიააა-ამაყად განმიცხადა იკამ -ანუ არ დამეხმარები?-ნერვები მომეთხარა -როგორ არა სულელო,თან მაგის მოშორება მეც მაწყობს-იკას ეჭვიანობა მესიამოვნა -როგორ დამეხმარები?-ფიქრებიდან გამოვერკვიე,იკას კი თვალები გაუბრწყინდა -როგორ და ვითომ სერენადას გიმღერი,რაღაცეებს ვიყროყინებ,შენც შენი "გრანდიოზული მზერა” მესროლე,როცა საბა აივანზე გადმოეკიდება.არა მგონია ასეთი სულელი იყოს,რომ ამის შემდეგაც ვერ მიხვდეს… ამ დროს აღმოვაჩინე,რომ კოცონთან მხოლოდ მე და იკაღა ვიყავით.შამპანიური და”ბამბანერკაღა” გვაკლდა:Dდა მე მივხვდი,რომ ჩვენი უაზრო ხუმრობების,საუბრის,სიცილის და ბოდიალის შემდეგ მე ის მართლა შემიყვარდა,თან ძალიან…იკა ისე მიყურებდა,გეგონება ჩემი ფიქრები მოესმინოს -მოგწონს გეგმა?-ესღა მკითხა -კი ძალიან-ისე ვუპასუხეთითქოს გეგმა კი არა სულ სხვა რამ მომწონდა -კარგი,თუ გინდა დროზე დამთავრდეს ყველაფერი,წავიდეთ 12 საათზე ჩემი ყროყინი გაგაღვიძებს და მზად იყავი -ხო ფსიქოლოგიურად და მორალურად უნდა მოვემზადო ამისთვის-გაგვეცინა.ხელჩაჭიდებულები მივედით კოტეჯამდე,იკამ ლოყაზე მაკოცა და სიბნელეში გაუჩინარდა.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 813 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]