მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » თავი მესამე:”დამშვიდობება”
13:33
თავი მესამე:”დამშვიდობება”

თავი მესამე:”დამშვიდობება”

ღამით კი ძალიან ბევრს ვფიქრობდი,იმდენად ბევრს,რომ თავი ამტკივდა.მივხვდი,რომ ყველაფერში მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე,მხოლოდ ჩემს გამო აბრაგუნებდა მამაჩემი ფეხებს მეორე ოთახში,რათა ნერვები დაეოკებინა,ჩემ გამო გავიტეხე ერთხელ და სამუდამოდ სახელი ჩემი მეორე მშობლის თვალში.ყველაფერი მხლოლოდ ჩემი ბრალი იყო.
დილა მზიანი გათენდა,რაც ჩემს ხასიათს სრულიად არ შეესაბამებოდა.ადგომა დიდად არ მეხალისებოდა,ამიტომ ბებიასა და ჩემს მომავალ ცხოვრებაზე დავიწყვე ფიქრი.ბებიაჩემი ამქვეყნად ყველაზე ბავშვური,მზრუნველი და საყვარელი ქალი იყო.ყოველთვის მხიარული და უდარდელიც.სულ ვოცნებობდი მისნაირი ვყოფილიყავი.ნეტავ შეიცვალაა?თუ ისევ ისეთია,როგორიც გონებაში ჩამრჩა.ბებია რომელიღაც გარეუბანში,სოფელში ან რაღაც ამის მსგავსში ცხოვრობდა.(ესეც ჩემი კარგი მახსოვრობის შედეგი)ზაფხულობით იმ ბანაკს ხელმძღვანელობდა,რომელიც დედაჩემის პატივსაცემად ჩამოაყალიბა.ეს ბანაკი სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა,უბრალოდ ბავშვები რაღაც პროგრამაში ერთვებოდნენ და ზაფხულობით იქ ისვენებდნენ.ამან ცოტა დამთრგუნა,რადგან ხალხმრავლობას ვერ ვიტან,ყველაფერს მარტოობა მირჩევნია(სუფთა მუდო ვარ)
დიდი ხნის განჯის შემდეგ "შევაჯამე ჩემი ვიქრები”და მივხვდი რომ ბებიასთან ცხოვრება არც თუ ისე ცუდი უნდა ყოფილიყო…ალბათ…
დიდხანს რომ აღარ გამოვედი ოთახიდან,მამაჩემმა თვითონვე გადაწყვიტა შეემოწმებინა ცოცხალი ვიყავი თუ არა.კარი რომ შემოაღო, მივხვდი,სახე ისეთი მრისხანე და ამღვრეული აღარ ჰქონდა როგორც გუშინ.საწოლზე ჩამომიჯდა და მითხრა:
-ნია არ მინდა რომ წასვლის წინაც ვიჩხუბოთ,მერწმუნე რასაც ვაკეთებ ყველაფერი შენს სასიკეთოდაა.-მამას საოცრად წყნარი და მზრუნველი ხმა ჰქონდა,სწორედ ისეთი,როგორზეც დედის ჩვენთან ყოფნისას ლაპარაკობდა ხოლმე.-მაპატიე ნია,ვიცი მეც მიმიძღვის ბრალი ყველაფერში-ამას რომ ამბობდა ხმა უთრთოდა,რომ შევხედე ,ლოყაზე პირველი ცრემლი ჩამოუგორდა.
-მამა მაპატიე!-შევყვირე და გადავეხვიე.ასე ვიყავით სანამ ტირილს არ მორჩა და არ მითხრა ერთ საათში აეროპორტში წაგიყვანო.თურმე უნებურად მეც ავტირებულვარ.
ერთი საათის შემდეგ კი უკვე თვითმფრინავუს ბაქანზე ვიდექი და დიდი ხნის შემდეგ კვლავ თბილად მომღიმარ მამას ხელს ვუქნევდი.

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 651 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]