მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » თავი მერვე:”სერენადა”
13:44
თავი მერვე:”სერენადა”

თავი მერვე:”სერენადა”

12 საათამდე ძლივს გავძელი ,ძალიან მეძინებოდა,მეგონა იკამ მომატყუა მეთქი და დასაძინებლად დავწექი.თითქმის ჩაძინებული ვიყავირომ უცებ იკას ხმა მეცნო,უფროსწორად ყვირილი. -მოდი მოდი მოდიიი შენ გელიან ვარდებიიიი მე სიცილი ამიტყდა და აივანზე გავვარდი -რამე ნორმალური იმღერე, სირცხვილია-ჩუმად გავძახე,თან ისევ ვიცინოდი -კარგი მაშინ..მმმ…-ცოტა ხანი დაფიქრდა და დაიწყო:”აი ჯასთ გოუ თუ სეი აი ლოვე იუუუ”-ამ სიტყვებს ისეთი სოფლური კილოთი ამბობდა,რომ დაბლა გავიშხლართე და სიცილით ვიგუდებოდი.საბა კი არადა არ ჩანდა.იკამ თითქმის ამოწურა თავისი "რეპერტუარი” -მიდი ბოლო იმღერე და ხმამაღლა-ვთხოვე,როცა ისიც და მეც სიცილს მოვრჩით -და ეს ექსკლუზიური სიმღერა ეძღვნება ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ ნიააააააააააასსს!!!-იმხელაზე დაიყვირა,საბას გარდა ყველამ გამოიხედა-”ახ კაკაია ჟენშინაააა” მე ჩავიკეცე,ოღონდ სიცილისგან და ზუსტად ამ დროს საბამ გამოიხედა.როგორც იქნა "მოწვა” ყველაფერი და ისეთი სახით გამომხედა,თითქოს უნდა მეთქვა”ეს ის არ არის,რასაც შენ ფიქრობ”-მეთი.მე აივანში ჩავიმალე და ისევ ვიცინოდი,ბოლოს ამდენი როდის ვიცინე არც მახსოვს.უცებ ბებია გამოვარდა აივანზე და მოსულიერება დამიწყო,მე ერთი შევხედე იკას,რომელიც ჩემს დღეში იყო:ჩამუხლული დასიცილისგან იგუდებოდა.რაც მთავარია,ჩვენმა გეგმამ ,უფრო სწორად იკას გეგმამ გაამართლა და "წითელთავა”შემეშვა.ბებია ყველაფერს გართულებების გარეშე ეგუებოდა,ამიტომ ჩემთვის ჯვარედინი დაკითხვა არ მოუწყვია.ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 839 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]