მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » თავი მეოთხე:”ბებიასთან”
13:35
თავი მეოთხე:”ბებიასთან”

თავი მეოთხე:”ბებიასთან”

თვითმფრინავით დიდხანს არ მიმგზავრია.ტაქსით ბებიაჩემის კოტეჯამდე მისვლას კიდევ უფრო ცოტა ხანი დასჭირდა.სანამ სახლამდე მივიდოდი ,ფეხი რამდენჯერმე გადამიბრუნდა,ნეტავ რას გამოვიპრანჭე.ისე მივჩანჩალებდი,როგორც სირაქლემა სირბილისას.ამ დროს იქვე მჯდომმა რამდენიმე ჩემი ასაკის ბიჭმა თვალი გამომაყოლა,ხოლო როდესაც კიდევ ერთხელ გადამიბრუნდა ფეხი,ჩუმი სიცილი გავიგონე.ამან ძალიან გამაღიზიანა(რა გასაკვირია,რა დღეში მქონდა ნერვები)
-რამე პრობლემააა?-ძალიან ხმამაღლა გამომივიდა
ამან ბიჭები უფრო გაამხიარულა,რამაც მე ნერვები უარესად ამიწეწა,ხმა აღარ გამიცია.ჩემოდნების თრევით და კოჭლობით გავაგრძელე გზა.თურმე ამ დროს ერთი ბიჭი წამომეწია,რაც მხოლოდ მაშინ შევამჩნიე,როცა მკითხა:
-არ გინდა ჩემოდნების თრევაში დაგეხმარო?
-მე თვითონაც კარგად ვათრევ.
-მომეცი-დაუკითავად ეცა ერთ-ერთ ჩემოდანს.მეც მივეცი,რადგან მართლლა ძალიან დავიღალე.
-შენ ახალი ხარ ხო?
-ამ სოფელში თუ რაღაცაში კი
ბიჭს გაეცინა,სიმართლე ითქვას სხვა რეაქციას არც მოველოდი.
-არა მე ბანაკი ვიგულისხმე,წინა წელს არ დამინახიხარ და ამიტომ დამაინტერესა.
-ისე ყოველიშემთხვევისთვის იცოდე, მე ამ ბანაკის მფლობელის შვილიშვილი ვარ
-ოხ,პრივილეგიები გვაქვს და გვიხარიაო-გამომაჯავრა
-დეგენერატო ეგ სულაც არ მიგულისხმია!(არც ისე დეგენერატი იყო,როგორც მეგონა,მაგრამ მაინც)ისე რა გაცინებდათ წეღან შენ და შენს ძმაკაცებს?
-აა ბოდიში თუ გეწყინა,უბრალოდ ისე სასაცილოდ გამოიყურებოდი რომ თავი ერ შევიკავე
-აჰა,გასაგებია,მერე არც შენ გაგიკვირდეს თუ დაგცინებ
-როგორ მომაკეტინე-გაეცინა
-ხო ეგეთები მეხერხება-ვუთხარი და ენა გამოვუყავი-ისე ბავშვები არ ჩანან,რატომ?
-სეზონი ხვალ იხსნება
-აჰააა…ისე დიდი მადლობა ჩემოდანი რომ "მითრიე”
-არაფერს-თქვა და ისე შემომხედა,რატომღაც შემრცხვა.ამასობაში ჩემს კოტეჯთანაც მივედით-კარგი,ნახვამდის-ბოლოს ესღა ვუთხარი
-იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით-გამიღიმა
მე აღარაფერი მითქვამს,კარზე ორჯერ დავაკაკუნე,ყოველიშემთხვევისთვის უკან მივიხედე,მაგრამ ის უკვე წასულიყო.(როგორც ყოველთვის სახელი არ მიკითხავს)ამ დროს კარი გაიღო და მუდამ მხიარული,უდარდელი და ბავშვური ბებია დავინახე.სულაც არ შეცვილიყო.ერთი შევძახე ბებია-მეთქი და მერე ხო იცით როგორც ხდება.ბებია ამიტირდა,მაგრამ მალე დავაწყნარე:)))როცა ჩემი ამბები საფუძვლიანად გამოიკითხა,მითხრა:
-ბებო,აბა მომიყევი,რატომ ეჩხუბე მამას,რა მოხხდა?
-ხომ იცი ბე,როგორც ხდება ხოლმე-ცოტა დავღონდი,ბებოც ჩაფიქრდა-კარგი აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი,როგორც გავიგე სეზონი ხვალ იხსნება,უკვე მოემზადე?უი,მართლა ჩემი ოთახი სადაა?
-კი,ბებო ყველაფერი მზადაა,შენთვის კი დედაშენის ყოფილი ოთახი შევარჩიე,თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-არა,ბე,რას ამბობ,პირიქით
ბებომ ოთახში ამიყვანა და მარტო დამტოვა,რათა ჩემს ნებაზე ამომელაგებინა ბარგი.თუმცა,როცა დედას ნივთები,ჩვენი სურათები დავინახე,ისევ სევდა მომერია და ავღრიალდი.”ახლა ამის დრო არაა”ჩავჩიჩინებდი ჩემს თავს.ბოლოს გადავწყვიტე ბებიას მივხმარებოდი.”ქალაქელი”გოგოს იერი მოვიშორე:შორტები,უბრალო მაისური და კეტები ჩავიცვი,თმა კი მაღლა ავიწიე.როცა დავლაგდი,ეზოში გავედი და მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა,რაც ერთდროულად კარგიც იყო და ცუდიც.

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 670 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]