მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » თავი მეორე:”განაჩენი”
13:31
თავი მეორე:”განაჩენი”

http://data.whicdn.com/images/21759850/tumblr_lxswjgQ3Kr1qgsug7o1_1280_large.jpg

თავი მეორე:”განაჩენი”

სკოლისკენ მიმავალ გზაზე ცრემლები მახრჩობდა.მერჩია მოვმკვდარიყავი,ვიდრე მამასთან ერთად ერთ სახლში მეცხოვრა.სკოლაში რომ მივედი,ისეთი დასიებული თვალები და ცხვირი აღარ მქონდა,როგორც გზაში.
-ნია!ნია!-გავიგონე ზურგსუკან ხმა.აშკარად მასწავლებლების "ლაქუცა ძაღლი”თეო წიკვინებდა.სწორედ იმიტომ ათრევდნენ კლასიდან კლასშირომ მასწავლებლების საყვარელი გოგო იყო.
-რა?-ისე ვკითხე რომ მიმეხვედრებინა,დროზე ეთქვა სათქმელი და დაკარგულიყო აქედან,მაგრამ ვერ მიხვდა როგორც ყოველთვის.
-მოკლედ დღეს ჩვენი ფიზიკის მასწავლებლის დაბადების დღეა და მინდოდა მეკითხა ჩემს ადგილას რას აჩუქებდი?
-ეგ ისაა გაწეწილი შავი თმა და კოჭებამდე კაბა რო აცვია?
-კი ეგაა
-მაშინ ცოცხს გირჩევ-მივახალე და ნაბიჯს ავუჩქარე.თეო პირდაღებული იდგა,მგონი მართლა ცოცხის ჩუქებას აპირებდა ეგ საწყალი.
გაკვეთილებზე უაზროდ ჯდომისგან დაღლილი სახლში ვბრუნდებოდი,წლის ბოლო იყო და მიხაროდა.ზოგჯერ როცა რაღაც გამიხარდებოდა ,თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,არ ვიცი რატომ….უცებ უფროსკლასელები წამომეწივნენ და წინ გადამოდგნენ.ძალიან გამიკვირდა.
-ნია ხომ?
-კი,რამე პრობლემაა?(ჩემი საფირმო ფრაზა)
-არა,უბრალოდ წლის ბოლოსთან დაკავშირებით წვეულებას ვაწყობთ და მეცხრედან მარტო შენ გპატიჟებთ,რას იტყვი?
-რა წვეულებაა?-დავინტერესდი,რადგან ერთი აზრი დამებადა
-სასმელი,მუსიკა,ცეკვა..როგორც ყოველთვის.
-კარგი აუცილებლად მოვალ,დრო და მისამართი მითხარით.-ისე გაუხარდათ გეგონება ერთ-ერთი საპატიო სტუმარი ვიყავი.
ხვალ ათ საათზე მამაჩემს "აღსასრული ” ელოდა.მოკლედ გადავწყვიტე სამაგიერო გადამეხადა მისთვის,რადგან მისმა სიტყვებმა ძალიან მატკინა გული.ცოტა გართობა და მამისთვის ნერვების მოშლა არც მე მაწყენდა.სახლში მივედი და მთელი დღე ისე გავლიე,მამაჩემისთვის ხმა არ გამიცია,ასე გაგრძელდა შემდეგ დღესაც.ჩემს ოთახში ჩაკეტილი ათ საათს ველოდი,რომ შეუმჩნევლად გავპარვოდი მამას ყოველგვარი ახსნის გარეშე.არც გამჭირვებია,რადგან მამაჩემს მართლა ფეხებზე ვეკიდე.ზუსტად ათზე დანიშნულების ადგილას ვიყავი.ბნელოდა,მუსიკა ბოლომდე აეწიათ,ბავშვები ერთმანეთში ირეოდნენ,სვამდნენ,ყვიროდნენ.საზიზღარი სიტუაცია იყო,მაგრამ ეს ამად მიღირდა.ღმერთო რამ გამაბოროტა ასე,საკუთარ მამას ამგვარად რომ ვექცეოდი.წვეულებაზე ძალიან ბევრი დავლიე,მერე აღარაფერი მახოვს,აზრზე რომ მოვედი,ჩვენი ბინის კართან ვეგდე და თავზე მამაჩემის მრისხანე თვალები დამყურებდა.
-არც კი იცი რა შარში გაყავი თავი ნია!-ისე ხმამაღლა დამიღრიალა,წამით სმენა წამერთვა.
-ახლა გახდი ჩემი მამიკო,რომელსაც შვილი მხოლოდ მაშინ ახსენდება,როცა ის რამე ცუდს ჩაიდენს?-ხმა არ გაუცია.”ამიღო” და სახლში "შემიტანა” ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.
-ხვალვე ბებიაშენთან გადახვალ საცხოვრებლად თან სამუდამოდ!მე შენი მოვლა არ შემიძლია,ან შენ არ მაძლევ ამის საშუალებას.
-ასეც ვიცოდი!-დავუყვირე-შენც ეს გინდოდა არა?რომ ერთხელაც რამე სისულელეს ჩავიდენდი დასახლიდან გამაგდებდი!-უკვე საკმაოდ ხმამაღლა ვყვიროდი.
-ეს განაჩენია,რომელიც შენს თავს შენთვითონვე გამოუტანე.
მე ავღრიალდი,ცრემლი ცრემლს მოსდევდა ,ვეღარ ვჩერდებოდი.ჩემს ოთახში შევვარდი და მეორე დილამდე აღარც გამოვსულვარ.

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 623 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]