მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » თავი მეხუთე:”კავშირი”
13:36
თავი მეხუთე:”კავშირი”

თავი მეხუთე:”კავშირი”

საღამომდე ბებიას ვეხმარებოდი.ხან ყუთების გადატანაში,ხან პლაკატების ჩამოკიდებაში.მოკლედ ძალიან დავიღალე.სახლში სულ ერთი წუთით შევირბინე,მამას დავურეკე და აქაური ამბები მოვუყევი(საოცარია,დღემდე ვერ ვხვდები მისი ხასიათის ცვლილების მიზეზს)მერე გარეთ გავედი და იქაური ბავშვების ენაზე რომ ვთქვა”მზის ჩასვლის პონტი ავარდა”და იმას ვუყურბდი.დანარჩენები ხარხარებდნენ,”ხუმრობდნენ”.მე კი გადაღლილი და გამოშტერებული სადღაც ჰორიზონტის იქით,ერთ წერტილს მივჩერებოდი.როგორ ჩავიდა მზე ისიც კი ვერ დავინახე|-(რატომღაც ვიღაცას ან რაღაცას ველოდი(უფრო ვიღაცას):D,მაგრამ ამაოდ.
-ალოო,ჩამოვფრინდით
ესეც იმათ ენაზე "ხუმრობაა”,სად ალო და სად ჩამოვფინდით.გვედზე რომ მივიხედე,დავინახე 15-16 წლის წითური,ჭორფლიანი და გარუჯული ბიჭი შემომყურებდა(ეს სულაც არ იყო ის, ვისაც ველოდი)
-მე საბა მქვია შენ?
-ნია-უემოციოდ ვუპასუხე
-არ გინდა ცოტა გავისეირნოთ?
პირდაპირ საქმეზე გადავიდა:|:D.მეც ყველას თვალში უზრდელი,უხეში და თავმოყვარე "იძიოტკა”რომ არ გამოვჩენილიყავი,გავყევი.
ვაიმე….ეს რა იყო.ჯერ ბამბის ნაყინი მიყიდა ორი წლის ბავშვივით და მე რომ ვჭამდი,თვითონაც ამყვებოდა ხოლმე,რამის ვუთხარი აღარ მინდა შენი იყოს მეთქი,მერე შეყვარებულივით სახლში მიმაცილა.მოკლედ,რამეს თუ არ მოვიფიქრებდი,არც შემეშვებოდა.არ უნდა წავყოლოდი.ჩემს თავს ხმამაღლა ვლანძღავდი,როცა ზუსტად იმავე სკამზე,ზუსტად ის ბიჭი ვნახე,რომელი დილით ჩემოდნებს მიტარებდა.
-უი,შენც აქ ხარ?-რატომღაც გამიხარდა მისი ნახვა
-ხო,რაღაც მაგდაგვარი-ცოტა არ იყოს,ცივად მომმართა
-რამე მოხდა?
-არა,ისეთი არაფერი.
-ხო მართლა,მაშინ სახელის კითხვა ვერ მოვასწარი,რა გქვია?
-იკა-ისევ უემოციოდ მპასუხობდა
-წესით ახლა შენ უნდა გეკითხა რა გქვიაო-გავიხუმრესავით
-ზოგიერთი ჭორფლიანისგან განსხვავებით რაღაცრაღაცეები მეც ვიცი შენს შესახებ ნია
და მე მომეჩვენა,რომ ის რატომღაც ეჭვიანობდა,თუმცა როგორ უნდა ეეჭვიანა,როცა მხოლოდ ერთხელ შემხვდა და ისიც ჩემოდნების თრევაში გავატარეთ მთელი დრო.
-ვერ გავიგე?-ვუპასუხე,როცა ტვინი ისევ ამუშავდა.
-იმედია,მალე გაიგებ-ახლა თითქოს გამოუსწორდა ხასიათი-იცი,ხვალ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ სახალისოს და გასრთობს გეგმავენ,რაც მთავარია,საღამოს ყველა უზარმაზარ კოცონთან ვიკრიბებით ხოლმე.მოკლედ…არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე?-ამას რომ მეუბნებოდა,ისე გამოღიმა ,რომელი ჭკუათმყოფელი ეტყოდა უარს.
-რა ვიცი აბა-შევიფერე
-გთხოოვ-ამას ველოდი,რა ეგოისტი ვარ:D
-კარგი წამოვალ-ვუპასუხე გამოშტერებული სახით,მაგრამ უცებ საღმა აზრმა გამიელვა-უი შენთვის არ მითქვამს რომ ხალხმრავლობას და ეგეთებს ვერ ვიტან?-რა სულელი ვარ "პაემანი”ჩავშალე
-ანუ არა?-დაღონდა
-არა კი,მაგრამ არა
-კი თუ არა?-დაბნეულად გაიცინა
-მოდი სადმე სხვაგან წავიდეთ-არ დავკარგე იმედი
-კარგი რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ სიხხხ
-რააა?ბოლო სიტყვა ყურში მოხვდა
-რა იყო სიხხ ვხუმრობ
-ეე ბიჭო,სიხას მოგცემ ეხა:P
-რა ლამაზი თვალები გაქვს ისე…
უცებ მოვკეტე და სახეზე იდიოტური ღიმილი გადამეფინა,ელამი რომ ვყოფილიყავი,დაუნისგან ვერაფრით გამარჩევდით
-კარგად ხარ?-მკითხა,როცა ამ მდგომარეობაში დამინახა
-მგონი კი-ამ დროს ბებიამ გამოყო თავი და სახლისკენ მიხმო.მე უხალისოდ წამოვდექი.
-კარგი ხვალ შეგხვდები-ვუთხარი და სანამ კოტეჯის კარს არ დავეტაკე,თვალი არ მომიშორებია,რა ჭირი მჭირდა:Dის მხოლოდ მიღიმოდა,ეს ღიმილი კი უამრავ ქვეტექსტს შეიცავდა,რომელიც მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი.
მეორე დღეს გამეღვიძა თუ არა,მაშინვე ფანჯარას მივასკდი,მაგრამ ჩემი იმედები წვიმამ ჩამორეცხა,რომელიც მინის მიღმა ნერვებისმომშლელად წკაპუნობდა.
-ჯანდაბა!ჯანდაბა!ჯანდაბა!
-რა მოხდა?-მკითხა გაკვირვებულმა ბებომ
-დამაცადე ბებო ვნერვიულობ-ერთი გაიცინა და მითხრა:
-ჩამოდი სამზარეულოში საუზმე უკვე მზადაა
მე უხალისოდ ჩავბრაგუნდი კიბეზე,მივუჯექი მაგიდას,რომელიც პირდაპირ ფანჯარას გაჰყურებდა და საუზმობის მაგივრად გარეთ დავიწყე თვალების ცეცება,იმის იმედით რომ გამოიდარებდა.უცებ თვალები ისე დავჭყიტე,ფანჯრის მიღმა ამომხტარ იკას,რომელიც ჩემს შეშინებას ცდილობდა,იქით გავუხეთქე გული.ორივეს სიცილი აგვიტყდა.იკამ ხელით მანიშნა,ფანჯრიდან გადმოძვერიო.მეც მივიხედ-მოვიხედე.ბებო სასტუმრო ოთახში სერიალს უყურებდა,ამიტომ კარიდან ვერ გავიპარებოდი.ჩუმად გამოვაღე ფანჯარა და ხელი იკას პირდაპირ სახეზე ავაფარე,რადგან სიცილს ვერ იკავებდა,როცა დაინახა როგორ "გამოვიტენე” ფანჯრიდან.ბებიას არც არაფერი გაუგია.აბა ხელს ხომ არ შევუშლიდი იმის გარკვევაში,ვისი შვილი იყო ლუსია,ხუანის თუ ლუიზასი.
-სად მივდივართ?-ვკითხე,როცა სულელივით სადღაც მიმათრევდა.სულ დავსველებულიყავი.
-მალე ნახავ-მოლოდინით აღსავსე თვალები მომაპყრო

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 652 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]