მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » თავი მეექვსე:”გამომიტყდა”
13:38
თავი მეექვსე:”გამომიტყდა”

თავი მეექვსე:”გამომიტყდა”

ამასობაში მზემ გამოანათა,თან შხაპუნა წვიმა ასხამდა -მითხარ ცისარტყელის ქვეშ გაგივლია? -რაა?-გაკვირვებისგან თვალები ჭყიტე -ძალიან კარგი დღეს გაივლი-გაუხარდა.ამ დროს პეხი რაღაცას წამოვკარი და იკას რომ არ დავეჭირე ორივე ტალახში ამოვიგანგლებოდით. -კი მაგრამ სინამდვილეში ცისარტყელის ქვეშ ხომ ვერავინ გაივლის?-ვკითხე,როცა სიცილს მოვრჩი -შენ გაივლი-მაინც თავისას იმეორებდა უცებ დაბურული ტყიდან სინათლე გამოჩნდა და პატარა გორაკზე აღმოვჩნდით.ადგილზე გავშეშდი,მსგავსი სილამაზე არასდროს მენახა.ჰაერში შვიდი ფერი ერთმანეთში წყდებოდა,ამ ფერებში კი მზის შუქზე წვიმის წვეთები ბჭყვრიალებდა.ხელი გავიწვდინე რომ შევხებოდი,მაგრამ რას მოვახერხებდი. -ულლამაზესია-გაოგნებულმა ამის თქმაღა მოვისაზრე -მიხარია რომ მოგწონს ძლივს მოვწყვიტე თვალი ამ სანახაობას და იკას შევხედე.ახლა მას მივაშტერდი.სულ დავსველებულიყავი.წვიმის წვეთები თმიდან შუბლზე,შუბლიდან სახეზე,სახიდან ნიკაპზე ჩამოსდიოდა.იკა მიხვდა ასე იდიოტივით მას რომ ვუყურებდი ,,უცებ ხელი დამავლო და ისევ გავიქეცით.იდიოტებივით დავრბოდით,ვხარხარებდით,გუბეებში ვხტუნაობდით,როცა წვიმა შეწყდა და როგორც იქნა მზემ გამოანათა,სეირნობით წამოვედით სახლისკენ.უეცრად ჩაჭიდებული ხელით ისე შემომატრიალა,კინაღამ წავიქეცი. -ნია,რაღაც უნდა გითხრა-ო,რამდენი ხანი ველოდი და როგორ მეცნო ეს გამომეტყველება -მოგწონვარ ხო?-ვაიმე რამ მათქმევინა ეს უაზრობა -ჰოოო-ისეთი ხმით მიპასუხა თითქოს სულ სხვა რამის კითხვას აპირებდაო -მეც!-ა,აყად ვუპასუხე,ღმერთო რა მჭირდა?ასე ბაღის ბავშვებიც კი აღარ უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს,თუმცა მე ყოველგვარ "რომანტიკულ”მიკიბვ-მოკიბვას ასეთი პირდაპირობა მერჩია.შემდეგ ხელი ისევ ჩავჭიდეთ ერთმანეთს და დებილებივით გავაგრძელეთ გზა,თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.უცებ ამაზე სიცილი ამიტყდა,იკაც ამყვა და ვიცინოდით ასე,სანამ ნაცნობ წითელ თავს არ მოვკარი თვალი.ჩვენკენ საბა მოდიოდა|-( -გამარჯობა ნია,როგორ ხარ,მოდიხარ ღონისძიებებზე,კოცონზე,მარტო თუ ვინმესთან ერთად,არ გინდა სადმე გავისეირნოთ? -მორჩი?-ვკითხე -კი-მიპასუხა მაშინ:ცუდად,არა,კი,იკასთან ერთად,არა!კიდევ რაამე გაიონტერესებს?-ამით მივახვედრე,რომ მასთან უაზრო ბოდიალის ხასიათზე არ ვიყავი.საბამაც მოტვინა და წავიდა,ისე რომ ხმაც არ გაუცია.ცოტა უხეშად კი გამომივიდა,მაგრამ რაღაცნაირად უნდა მიმეხვედრებინა. -ცუდ დღეში ხარ-მითხრა იკამ,რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ძლივს იკავებდა სიცილს.ამ დროს კოტეჯიდან ბებია გამოვიდა. -ნია ახსნა მოგიწევს!-ოჰო!მართლა ცუდ დღეში ვარ-ვუთხარი იკას და სახლისკენ გავიქეცი -კოცონთან შეგხვდები-დამიძახა იკამ-პასუხად მხოლოდ გავუღიმე და წინასწარ ზეპირად მომზადებულ ახსნა-განმარტებას შევუდექი.ბებიაც ყურადღებით მისმენდა,თითქოს ჩემი გაქცევის ნამდვილი მიზეზი არ იცოდეს….

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 661 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]