მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » თავი მეათე:”happy end”
13:47
თავი მეათე:”happy end”

თავი მეათე:”happy end”

მეორე დღეს ჩემს თავს ვერ ვგრძნობდი ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.როგორ დავდიოდი,რას ვაკეთებდი,ვინ მელაპარაკებოდა…თითქოს სულ სხვა სამყაროში ვიყავი.იკასთან შეხვედრა არ მინდოდა.ეს უარესს დამმართებდა.გარეთ გავედი და იქვე ჩამოვჯექი.ვფიქრობდი როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება.ამ დროს ნაცნობი უდარდელი ხმა მომესმა.იკა იყო -რას აკეთებ? -”ვიდს”,რომ ყველაფერი კარგადაა -მაგის გაკეთებაში ვერავინ მჯობნის -ხო,გეტყობა,აშკარად კარგად გამოგდის,იცი რა მიკირს?შენთვის მართლა სულ ერთია რომ მივდივარ და არავინ იცის როდის დავბრუნდები? -სულელო,სულ მაგაზე ვფიქრობ,მაგრამ გამოსავალი ვერ მიპოვია,არც კი ვიცი უშენოდ რა ვქნა ორივე დავდუმდით -ისე აქედან მატარებლით მივდივარ,არ გამაცილებ? -ამას ვერ გადავიტან,მაგრამ მაინც წამოვალ-გაეცინა-რა მაცინებს…მოგწერ ხოლმე,დაგირეკავ და გავქაჩოთ ესე სადამდეც საჭირო იქნება.სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ შევახტი და გადავეხვიე.ასე ვიჯექით ხმის ამოუღებლად,სანამ არ მოსაღამოვდა და ჩემი წასვლის დრო არ მოვიდა. -ცოტა ხნით დამელოდე,ჩემოდნებს გამოვიტან,ბებიას დავემშვიდობები და წავიდეთ -კარგი-მითხრა სევდიანად მე ბებო წინასწარ გავაფრთხილე რომ საგდურზე არ გამომყოლოდა,თორემ შეიძლება ხოხვით წამოვსულიყავი უკან.დამშვიდობებისას ბევრი ვიქვითინეთ მეც და ბებიამაც.ბოლოს კი როგორც იქნა კარი გამოვხურე და გამოვედი.გარეთ უარესი მელოდა.იკა ისევ იქ იჯდა და მიცდიდა.მერე ჩემოდნები გამომართვა და ფეხით წავედით სადგურისკენ.და აი დადგა მომენტი,რომლისაც ასე ძალიან მეშინოდა.ეს იმას ჰგავდა გოგო ბიჭს ჯარში რომ უშვებს,ოღონდ ჩვენს შემთხვევაში პირიქით იყო. -აჰა თეთრი ცხვირსახოცი-მივაჩეჩე ხელში იკას. -რად მინდა?-გაოგნდა მატარებელში რომ ჩავჯდები,დამიფრიალებ -რა სულელი ხარ-მითხრა და ისევ ჩამეხუტა მატარებელი ისე სწრაფად მოვიდა,არც კი ველოდი.ხალხის ტალღა სასწრაფოდ ვაგონისკენ დაიძრა და იკას მომწყვიტა.უცებ ვეღარსად დავინახე და პანიკაში ჩავვარდი.საღი აზრი რომ დამიბრუნდა,აღმოვაჩინე რომ უკვე ვაგონში ვიყავი.ღმერთო რა სულელი ვარ,ნორმალურად ვერც კი დავემშვიდობე.პირდაპირ ვაგონის კართან ვიდექი და გარეთ ვაცეცებდი თვალებს,იმის იმედით რომ ისევ დავინახავდი.მატარებელი დაიძრა.უცებ იკას მოვკარი თვალი და მისი სახელის ყვირილი დავიწყე.იკამაც დამინახა და მატარებელს გამოეკიდა.ამან ჩემზე საშინლად იმოქმედა.უეცრად თავში რაღაც აზრი მომივიდა.მგონი სულ გავრეკე.ჯერ ვყოყმანობდი,მაგრამ ბოლოს მაინც გადვწყვიტე.მატარებელი უკვე საკმაოდ ჩქარა მიდიოდა.იკა კი ისევ”მომსდევდა”.მე ჯერ ჩანთა ვისროლე,რადგან ჩემოდნები იმ ქაოსში სადგურზე დამრჩა და უცებ გაქანებული ვაგონიდან მეც გადავხტი.ბალახში გავგორდი,მაგრამ გონება არ დამიკარგავს.იკა შეშინებული მომვარდა. -სადგურზე ჩემოდნები დამრჩა და…-”მოვიმიზეზე”.იკამ ჩაიცინა -ვერ დავიჯერებ რომ მხოლოდ ჩემოდნების გამო გადმოხტი მატარებლიდან -ძალიან კარგი თუ არ გჯერა-ვუთხარი და დიდი მცდელობის შედეგად ფეხზე წამოვდექი.გახარებულმა იკამ ხელში ამიტაცა და დამატრიალა(კიდევ ეს მინდოდა)მაგრამ გაღიმება და მისი ძლიერად ჩახუტება მაინც მოვახერხე. აი ახლა ორივე ერთად მივუყვებოდით ლიანდაგს.იკა ისევ ჩემს ჩანთებს მიათრევდა.მიუხედავად გადატყავებული მუხლებისა და ხელის გულებისა,მე მაინც ბედნიერად ვგრძნობიდ თავს. ჩვენ მივდიოდით ჩუმად.სადღაც…რა მნიშვნელობა ჰქონდა სად?მთავარია რომ ერთად ვიყავით.

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 634 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]