მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 26 » სასოწარკვეთილი მეძავის ისტორია
14:22
სასოწარკვეთილი მეძავის ისტორია





მე მეძავი ვარ, დიახ ვარ და სულაც არ მცხვენია ჩემი პროფესიის. მეძავობა უძველესი პროფესიაა მთელს მსოფლიოში. ყოველდილით 6 საათზე ვდგები, ჩემს 2 წლის გოგონას ბღისთვის ვამზადებ, ვეფერები, ტელევიზორს ვუყურებ. შემდეგ ბაღში მიმყავს, სახლში ვბრუნდები, სადილს ვამზადებ, ვრეცხავ, ვაუთოებ. როცა ამ ყვეაფეს მოვრჩები შეკვეთების სიას გადავავლებ თვალს, შემდეგ გავიფიქრებ: "რა ეშველება ჩემს გოგონას?”. შემდეგ ფიქრს თავს ვანებებ, ისევ სიას ვათვალიერებ, ველოდები ზარებს. აი რამოდენიმე წუთის წინ, სერგომ დამირეკა, მითხრა ჩემთან გამოდი და კარგად გადაგიხდიო. მართაც კარგად იხდის, თან მომთხოვნიც არაა. ბავშვსაც უკეთბს საჩუქრებს და ასე მანებივრებს, ჩემი დაბადებისდღე მხოლოდ მას ახსოვს და ყოველთვის მილოცავს. სერგოს ცოლი რ ჰყავს, არც შვილი. მარტო ცხოვრობს სახლში. მიყვარს მასთან ასვლა, რადგან სხვა კლიენტებს არ ჰგავს, ის უფრო მოსიყვარულე და თბილია. არასდოს არ მაძლებს სექსს, თუ ხასიათზე არ ვარ, ჩუმად ვჯდებით და ადამიანურად ვსაუბრობთ. ეჰ.. ნეტავი ასეთი მეუღლე მაშოვნინა და ჩემს ბედს ძაღლიც არ დაყეფდა. მეყოფა ოცნება, დროა ბავშვი გამოვიყვანო ბაღიდან და ლაურასთან წავიდე. ლაურა ჩემი უფროსია, კლუბში მუშაობს, უფროსია. ის რომ არა, დღეს მე და ჩემი შვილი ქუჩაში, კუჭგამხმარები ვიჯდებოდით. ერთ დროს ის რომ არ გამოჩენილიყო, ვინ გამომიწვდიდა დახმარების ხელს? დროა წავიდე, თორემ დამაგვიანდეა და ლიზი იტირებს. აი გარეთაც გავედი, რა მშენიერი დღეა, ოდნავ სიო უბერავს, ქარი ჩადგა, თან ჩემი მეზობელი მარიკაც სოფელში იქნება ახლა. მარიკას ვერ ვიტნ, სულ მემუქრება ბავშვს წაგართმევო, რატომ? იმიტომ რომ, მე მეძავი ვარ, მეუბნება, ბავშვი შენნაირი დედის ღირსი არააო და მე ნერვები მეშლება. ისე რაღაცაში , რას ვერჩი? ლიზი იმისთანა დედის ღირსი არაა როგორიც მე ვარ.

ახლა საღამოა, ლიზი დაქალს დავუტოვე და მე კლუბში ჩავდივარ. ბავშვს ვეუბნები რომ, რთული სამსახური მაქვს და გვიან მიწევს გასვლა, როცა ტირილს იწყბს, იმით ვამშვიდებ რომ,. როდესაც დავბრუნდები გემრიელ ტკბილეულს მოვუტან. ეჰ, ღმერთო, შემეწიე. მომბეზრდა ეს უაზრო ცხოვრება, მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც ჩემი დაქალები ცხოვრობენ და ისეთ პირობებში გავზარდო ჩემი პატარა ლიზი, როგორშიც მისი მეგობრები იზრდებიან. რადგან მეძავი ვარ, განა მე არ მინდა ტკბილი ოჯახი და ლამაზი ცხოვრება? განა მე არ მინდა, უდარდელად დივანზე გადაწოლა, ან მთელი დღე ბავშვთან ყოფნა? ეჰ, ამდენი ლაპარაკის დრო არაა. დროა კლუბში შევიდე. აი ლაურაც აქ არის.

-გამარჯობა ლაურა როგორ ხარ?

-კარგად ლიკა, შენ?

- მეც არამიშავს, გიორგიმ გიკითხა.

-მართლა? და რა უთხარი?

- არაფერი, ფული დაგიტოვა.

- უი რა კარგია, ფული ახლა ძალიან მჭირდება.

- კარგი, მე უნდა წავიდე, აბა შე გტვებ აქ და შენ იცი ლამაზო.

- დროებით.

დღეს თურმე გიორგის მოუტანია ფული. ჰმ… რამდენი დღე მაწვალა, ფული კი დღეს მომიტანა. რატომ არსებობენ ასეთი კაცები? მშვენიერი ცოლი ჰყავს, შვილებიც გადასარები, სამივე ექიმია და ეს უპატრონო, კლუბში ქალებთან დაძვრება. თან ასაკითაც არაა პატარა, 50 წლის კაცს ასეთი რამ არ უნდა ეკადრებოდეს. მაგრამ რას ვიზამთ? არც მე არ მეკადრება ასეთი რამ, მაგრამ რა ვქნა? ცხოვრებამ მოიტანა. თუ არ იშრომებ, პურსაც ვერ შეჭამ. ეჰ ნეტა სერგო რას აკეთებს? დღეს არ შემომივლის? თუმცა მე რა მესაქმება მაგ კაცთან, ის ჩემნაირი ქალის ღირსი არაა. კარგი კაცია და პატიოსანი ქალი უნდა შეხვდეს, აბა ჩემნაირ ნათრევ და გაუბედურებულ ქალს ვინ შემოხედავშ? ჰმ, სასაცილოა და მეტი არაფერი, უბრალო სასაცილო. ხანდახან ჩემი თავი მეზიზღება, მინდა მოვკვდე, მაგრამ ლიზი ვის დავუტოვო? რა უბედური ვარ. დედა რატომ გამაჩინე? რატომ გამაჩინე უფალო თუ ასეთი ტანჯვისთვის მიმეტებდი? ზოგჯერ მგონია რომ, ღმერთი არც  არსებობს, მაგრამ მხოლოდ ღმერთი მაძლევს იმედს და რწმენას. შეიძლება არც არსებობს მაგრამ, ჩემთვის უნდა იარსებოს, რადგან მე ის ყველაზე მეტად მჭირდება, ჩემნაირებისთვის ღმერთი, ღმერთია. სწორედ ესაა ღმერთი! ის ადამიანმა შექმნა და ამიტომაცაა ის ასეთი დახვეწილი, ადამიანი გენიოსია და ამიტომაცაა, ღმერთი სრულყოფილი. ეჰ, რამდენად ყოვლისშემძლეა ადამიანი და თავის შესაძლებლობებს ვერ იყენებს, როგორც მე. მე სამყაროს ქერქს ჩაბღაუჭებული ღამურა ვარ, რომელიც მხოლოდ ფიქრობს, ფიქრობს და ისევ ფიქრობს… ახლა ფილოსოფიის დრო არაა, კლიენტები არ ჩანან. დღეს დაწყევლლი დღე მაქვს.

მოიცა… თვალები მატყუებს თუ კლუბში სეგო შემოვიდა? ოჰ ღმერთო, როგორი დახვეწილია. არა, თვალს ვერ გავუსწორებ. ის ნამდვილი ჯელტმენია, აქ არ უნდა დამინახოს. ო… მან უკვე დამინახა.

- გამარჯობა ლიკა.

(ოჰ.. რა შესანიშნავი ხმა აქვს) – გაგიმარჯოს, აქ რას აკეთებ?

- არაფერს, უბრალოდ შემოგიარე, რას აკეთებ, სადაა ლიზი?

- ეჰ, რას უნდა ვაკეთებდე? ლიზი ნონასთანაა.

- დღეს კარგად გამოიყურები, ცპტა ხნით გავიდეთ გარეთ, რაღაც საქმე მაქვს.

- როგორც გინდა.

ღმერთო ნეტა რა საქმე აქვს? ალბათ სახლში ამიყვანს, აბა ჩემისთანა ქალთან რა საქმე ექნება? აი გავედით გარეთაც, ვამჩნევ რომ სადღაც მიიწევს, მეც თან გავყვები, აბა ჩემით ხომ არ წავალ სადმე? მანქანისკენ მიიწევს? უეჭველი სახლში ავყავარ. აი, კარიც გააღო. მოიცა!… მანქანაში, ლიზის რა უნდა? აქ რაღაცაშია საქმე და დროზე უნდა გავიგო.

- სერგო, რა ხდება, ხომ მშვიდობაა? ლიზის რა უნდა აქ?

- გთხოვ ჩაჯექი მანქანაში და მალე გეტყვი.

- როგორც იტყვი.

ლიზი, ჩემო ლსმაზო გოგონავ ნეტა რას გვიპირებს ეს კაცი? არადა ძალიან თბილი და მოსიყვარულე ჩანდა.

მანქანაში მოვკალათდი…

- როგორ ხარ ჩემო პრინცესა?

- კარგად დედიკო. სერგო ბიძიამ მითხრა რომ, ჩვენ მასთან გადავდივაღტ.

- რა?! სერგო რა ხდება?

- ლიზი, შენ უკვე იცი რომ ჩემთვის განსაკუთრებული ქალი ხარ, მინდა ჩემთან იყო. მე არ მყავს ცოლი, არტც შვილები, მაქვს სამსახური და შემიძლია ორივე ხელისგულზე მყავდეთ. ასე რომ, წამოდი ჩემთან და ვიცხოვროთ ერთად. ვიცი რომ, არც შენ ხარ გულგრილი ჩემს მიმართ.

ღმერთო რა ვუპასუხო? ღმერთო სად ხარ? სწორედ ახლა მჭირდები.. ჰეი… სად ხარ? ნუთუ მართლა ადამიანის შედევრი ხარ?! დროა ჩემით მივიღო გადაწყვეტილება, მე ყოველთვის ვოცნებობდი სერგოზე, ყოველთვის მინდოდა მისი ცოლობა. დღს ეს უკვე შესაძლებელია. დღეს,ჩემი ოცნება რეალობად იქცევა, დღს ფრთები შეესხმება ჩემს ფანტაზიებს, მექნება ოჯახი, მეყოლება მეუღლე, დავანებებ თავს ამ დაწყევლილ კლუბს, მარკასაც დავუმტკიცებ რომ, ნამდვილი ქალი ვარ. ნორჩა, უკან მოვიტოვებ უბედურ ცხოვრებას და ვიტყვი კის!

- სერგო, მე შენ მიყვარხარ. მზად ვარ ყველაფერი შენ და ლიზის მოგიძღვნათ! წავიდეთ, მოვშორდეთ ამ დაწყევლილ ქუჩას.

- მიყვარხარ ლიკა, ცხოვრებაზე მეტად. გავუყვეთ გზას სიყვარულისკენ!

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 691 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
დაამატა : WuRo
ALLLOVE.TK  
დაამატა : CqNaFa))
ALLLOVE.TK  


უპასუხე
vaimee uuumagresii iyoo<33 dzaan momewonaa<33 :*********** smile19 smile19

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]