მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » როცა გზები ისევ ირევა.. (2)
14:05
როცა გზები ისევ ირევა.. (2)
**რა ეშველება ამ გოგოს** სინანულით გავაქნიე თავი და აუდიტორიას გადავხედე, ჩემდა გასაკვირად ყველა გასუსული იჯდა, თითქოს რაღაცას ელოდა. გოგონები განსაკუტრებით. მეც უფრო კონფორტულად მოვკალათდი და საკმაოდ უინტერესოდ მივაყურადე ახალგაზრდას.დინჯად საუბრობდა, თავდაჯერებით.ეტყობა კარგად იცის რასაც ლაპარაკობს. ხმა საკმაოდ..საკმაოდ აი როგორ ვთქვა..თითქოს ნაცნობი? არა, რა ნაცნობი ვინ უნდა იყოს ჩემი ნაცნობი..და მაინც თითქოს ოდესღაც, სადღაც მსმენია,?არა..აუ ნეტა ვხედავდე, ვისურვე და გაბრაზებით შევანათე თვალები ჩემ წინ მჯდომ დიდთავიან გოგონას გაბურძგნული ხუჭუჭა თმით, რომელიც მთელ ხედს მიფარავდა! ცოტა ხანი აქეთ-იქით ვიწრიალე და რომ ვერაფერს გავხდი, გადავწყვიტე სხვა ადგილას გადავმჯდარიყავი, დავინახავდი მაინც...(რა ჭირად მინდოდა!) ის იყო ავდექი რომ ჩვენმა „მისტერ კრასავჩიკმა" როგორც ჩემს გვერდზე მჯდომმა ახალგაზრდამ მას უწოდა " კითხვა დასვა, მე კი ფეხზე ამდგარი რომ შევრჩი დიდ მოპასუხედ ჩამთვალა. 
-გისმენთ გოგონი..როგორც ვხედავ პასუხი უკვე გაქვთ. მკითხა მშვიდი ხმით, თავი კი ჩაქინდრა და საბუთებისკენ შეაჩერა მზერა.
ცივმა ოფლმა დამასხა, რის პასუხი რა პასუხი? კითხვა არ გამიგონია ნორმალურად..ერთ ადგილას გავჩერდი და ლიკას გავხედე საცოდავი თვალებით. მანაც მხრების აჩეჩვით მიპასუხა „აზრზე არ ვარო"..რაღა მექნა ან უნდა დავმჯდარიყავი..ან რამე სისულელე წამომეროშა..ორივე შემთხვევაში შედეგი ერთნაირი იქნებოდა. ახალი პრაქტიკანტის თვალში სულელად ხოლო ჩემი თანაკურსელების თვალში დასაცინად გამოჩენა. ბოლოს ძალა მოვიკრიბე და ხმის კანკალით ამოვილუღლუღე
-უკაცრავად...მე უბრალოდ გადაჯდომა მინდოდა...
დარბაზში ხარხარი გაისმა, მერჩევნა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე! **რა იდიოტობა დღეაა..ჯანდაბა ამ ინსტიტუტის და ამ ბიჭის თავს..უიმეე რათ მინდოდა ამის ნახვა, დავტეულიყავი ერთ ადგილას..**
-კარგით, ანუ პასუხი არ გაქვთ?
**ვერ მიხვდა რომ არ მაქვს?? მაინცდამაინც უკდა დააკონკრეტოს!ჰაჰ იდიოტი** 
-არა!



-სამწუხაროა. ეხლა შეგიძლია დაბრძანდეთ ან..გადაბრძანდეთ.მიპასუხა ისე ჩემკენ არც გამოუხედავს..კრეტინი!.. სიბრაზისგან ქვედა ტუჩი ამებუზა, თავი დავხარე და შედარებით მოსახერხებელ ადგილას გადავჯექი. ორ წამში ყველას გადავავიწყდი, ისევ ამ ვაჟბატონს უსმენდნენ გასუსულები..ამ ადგილიდან გაცილებით კარგად ვხედავდი..მაღალი იყო, მუქი შავი თმები მოკლედ ჰქონდა შეჭრილი..საოცრად დახვეწილი და ლამაზი ნაკვთები ჰქონდა..
ჰმმ..ხო სიმპატიურია, ვერ იდავებ თან ახალგაზრდა იყო..ჩვენზე 1-2 წლით უფროსი..დაახლოებით...შეიძლება 3ით. ამ ფიქრებში გართული..(ისევ არ ვუსმენდი! არა რა..ჩემი გამოსწორება არ იქნება!) ვიყავი როდესაც პირდაპირ თვალებში შემხედა. აქ კი თითქოს სრული გადატრიალება მოხდა ჩემს თავში,გავშეშდი, გავქვავდი, არა უარსი..მემგონი საერთოდ დავკარგე აზროვნების უნარი. ტვინის შუა უბნიდან გამოკრთა "დე-ჟა-ვიუ"ს შეგრძნება,მუცელში კი რაღაცები აფარფატდნენ. საოცარი ღრმა, მწვანე თვალები ჰქონდა! ეტყობა მასაც რაღაც დაემართა, ლაპარაკი სეწყვიტა, ნერწყვიც გადაყლაპა..ცოტა ხანი თვალს არ მაცილებდა შემდეგ გაიხედა და მართალია ბლუკუნით მაგრამ მაინც გააგრზელა საუბარი. ლექციის ბოლომდე თავჩაღუნული ვიჯექი, თავში უამრავი აზრი მიტრიალება..მუქი თმები, ხმა..თვალები, საოცარი მწვანე თვალები..ღმერთო..იქნებ მეჩვენება, უბრალოდ ძალიან გავს და მეშლება..არ არსებობს..საერთოდ რამ მაფიქრებინა..ეხლა დავმშვიდდები და რომ ავიხედავ უკვე სულ სხვა იდგება ჩემს წინ, დავიიმედე თავი და ნელა, მორიდებიტ ავხედე..ტავი გვედზე ჰქონდა მიბრუნებული მხოლოდ პროფილსი ვხედავდი..და მაინც რა სასწაულია..როგორ გავს... მხოლოდ ეს ბოლო სიტყვები მიტრიალებდა გონებაში.



ლექციის დასრულების მაუწყებელმა ზარმა წამომახტუნა. გული ხელით მეჭირა, ადგილიდან ზვლივს გავინძერი..ლიკამ ჩემთან მოირბინა და სხაპასხუპით მომაყარა
-ჰაჰა, რა მოგივიდა!! ისე ხო სიმპატიურო ვინმეაა..ააუუ რა საყვარელია ხო?ხო??ხო??..ოლაა..ლიზიი..ლიზიი?
-ჰჰა?!?
-რა ჰა, კარგად ხარ?
-არც ისე..მითხარი..ეხლა ამ კაცს..ბიჭს..მწვანე ტვალები აქვს?უკვე სისულელეებს ვლაპარაკობდი და ვგრძნობდი რომ აზრებს ვერ ვიკრებდი. 
- მწვანე? ჰმმ არ ვიცი სიმართლე გითხრა..არ გამიმახვილებია ყურეადღება მაგრამ მგონი...ხო..ისე სიმპატიურიაა ძაააააან..მოდი მივიდეთ.
-რააა? წამოვიკივლე და ლიკას მკლავში მოვუჭირე რომ შემეჩერებინა
-ხო რა იყო მივიდეტ გავიცნოთ..მადლობას გადავუხდი ამ ზე(საინტერესო) ლექციისთვის.
-არა..არა თუ ღმერთი გწამს არა..
-გოგო კარგად ხარ?..რამე ხო არ გტკივა?
-არაფერი არ მტკივა ვაა..უბრალოდ წავიდეთ რა..
-არააა! მე გავიცნო უნდა!
-ლიკა..გემუდარები..
-უი..უკვე გვიანია..აქეთ მოდის. კმაყოფილებიტ აღნიშნა ლიკამ..კინაღამ იქვე წავიქეცი, ჩვენკენ ის მოდიოდა..ის..
-გამარჯობათ გოგონებო. მშვიდად დაგვიკრა თავი.


კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 836 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]