მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » როცა გზები ისევ ირევა
14:01
როცა გზები ისევ ირევა
ჩემო მოთხრობა რომელიც ძველად დავწერე...ძალიან მინდა გაგიზიაროთ თუ დამიდებენ და მომცემენ ამის საშუალებას რა თქმა უნდა. თქვანზე უკეთესი შემფასებებლი ვინ მყავს, ძალინ მინდა დაიდოს..ვიცი რომ დიდია და თავებად მომიწევს დადება (თუ რა თქმა უნდა თქვენი სურვილი იქნება) მაგრამ მაინც ძალიან გთხოვთ



ზუსტად მახსოვს ყველაფერი..მისი გარეგნობა, ქცევები..ერთად გატარებული დრო..მოკლედ ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების წიგნში ამოუშლელ ფურცლად ჩაიწერა. მე მაშინ 14 წლის ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი. საკმაოდ ბავშვური..
მიყვარდა დეჭერობანას თამაში, ვგიჟდებოდი პატარებზე და საგულდაგულოდ ვუვლიდი ჩემი თოჯინების კოლექციას.გრძელ ღია წაბლისფერ თმებს მუდამ მაღლა ვიწევდი(რაზეც სულ მიბრაზდებოდა)მაგრამ მე ასე უფრო მომწონდა. თითქოს უფრო პატარად უფრო საყვარლად მაჩენდა.
კიდევ ერთი თვისება მქონდა რომელიც მისი საყვარელი იყო..თუ გავბრაზდებოდი ქვედა ტუჩს ისე ამოვბუზავდი საყვარელმა პატარა ბავშვებმა რომ იციან ხოლმე.ზოგჯერ ძალით მაბრაზებდა რომ შემდეგ ჩემს რეაქციაზე ეცინა..თემო 17წლის იყო. ჩემთან შედარებით(ნუ რა თქმა უნდა) ბევრად სერიოზული. საოცრად მუქი, შავი „ჩოლკა" შუბლზე ჰქონდა ჩამოყრილი,
მის ქვემოდან კი უზომოდ, საოცრად ღრმა, მწვანე თვალები ანათებდნენ.



სად მე სად ის არა?
მაგრამ...მე და ის საუკეთესო მეგობრები ვიყავით. 
ვინმე გამაბრაზებდა? ვაი მაგის ტყავის ბრალი! ჩემ წინ ყურებით დაკიდებდნენ და სანამ არ ვაპატიებდი(რაც არც ისე ხსირად ხდებოდა:დ) მანამ ასე გატანჯულნი ითხოვდნენ პატიებას..თაყვანისმცემელი მაწუხებდა? ორ-სამ დღეში ისე ააორთქლებდნენ თითქოს არც არასდროს ყოფილა...ალგებრაში გავჭედავდიი? არც ეგ იყო პრობლემა..ორ წამში ყველაფერი გასაგები ხდებოდა. zოგჯერ მეგონა მისთვის ჩემი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. გოგონა თუ მოეწონებოდა პირველი შემფასებელი მე ვიყავი. მეც რა თქმა უნდა არ ვაკლებდი კრიტიკას.."კარგი რა".."ხედმეტად მსუქანია".."ზედმეტად გამხდარია".."გაღუნული ფეხები აქვს".."წითელი თმები რა უბედურებააი".."ქერები სულელები არიან"და ასე შემდეგ..ისიც მოთმინებით ისმენდა და ითვალისწინებდა მიღებულ რჩევებს. მეხმარებოდა ყველაფერში, ყოველთვის...მისთვის ან"შვილუკა" ვიყავი ან "ლიზუკ" ანაც „კოკორი" სიმართლე
გითხრათ ეს ბოლო მომართვა სულაც არ მეპიტნავებოდა. ჯერ საერთოს"კოკორი" რა მეტსახელიa? მერეც რითი დავიმსახურე ვერ ვხვდებოდი. ჩემს კითხვაზე „რატომ??? რითი ვგავარ კოკორსი" მარტო იღიმოდა..იღიმოდა საოცრად თბილად, მერე თავზე ხელს მისმევდა(ჰმმ..ვითომ პატარა ბავშვს") და არაფერსაც არ მპასუხობდა. ისე გაგრძელდა სანამ..(მოსაკლავი არააა ეხლა მამამისი? რა ჯანდაბამ მოუყვანა თავში შვილის ამერიკაში გაშვებაი ) ხო..უცხოეთმა დაგვაშორა. ის სწავლას უნდა გაყოლოდა მეც ჩემი საქმისთვის მიმეხედა..აი მიზეზი. იცით რა სიზუსტით მახსოვს გამომშვიდობების დღე.. აეროპორტში ქარის სისწრაფით მივრბოდი, წავიქეცი კიდეც და ფეხი ავიტყავე. მაინც მივაღწიე..უკვე გადიოდა. რომ დამინახა მწვანე თველაბი სიხარულით აევსო..მე კი ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები..თავს ვერ ვიკავებდი, მამაჩემმა მითხრა ისე ღრიალებდი მთელი აეროპორტი შენ გიყურებდაო..ასეც იყო. ბოლო წუთებში მომიახლოვდა, „სულელო..რა გატირებსი" აი ეს მითცრა და ხელში პატარა წერილი ჩამიკუჭა.
შემდეგი მოვლენებიდან ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ წერილის ეს სტრიქონები ჩარჩა #მე არასოდეს ვიქნები შორს..არ დამავიწყდები, 
შენ ხომ ეს იცი? იმედია შენც..მიდოდა მეთქვა რატომ ხარ „კოკორი"..სანამ ყვევილი გაიფურჩქნება მანამდე პატარა 
თუმცა ძალიან ლამაზი კოკორია..შემდეგ იწაფება, 
იფურჩქნება მშვენდება და ულამაზეს ყვევილად იქცევა..ასე ხარ შენც. ოდესმე შენი სახით ულამაზესი პიროვნება ჩამოყალიბდება. მე მჯერა ამის..#




..მომატყუა..წავიდა და დაიკარგა, ვცდილობდი დავკონტაქტებოდი მაგრამ ალბათ მას არ უნდოდა ასე..მას მერე არაფერი მსმენია თემოზე,ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას. რაღაც პერიოდის გადალახვა მომიწია მაგრამ ხომ იცით ყველაფერს ეჩვევა ადამიანი...ეხლა კი უკვე 18 წლის ვარ, გავიზარდე..არც ისეთი დაუცველი ვარ და არც ისეთი უმწეო..შევიცვალე, ხო ძალიან სევიცვალე მაგრამ...თმებს მაინც სულ ზემოთ ვიწევ, დავდივარ ინსტიტუტში და..აუ მემგონი მაგვიანდება!
-ლიზიკოოო...ადექი აწი..დროა, ისევ აგვიანებ ლექციაზე..
-ჰოო უკვე ვდგებიი?..დე..საჭმელი მზადაა?
-კი მოდი..
სწრაფად ამოვიცვი ჯინსი, წამოვინცე მაიკა, და სამზარეულოში შევვარდი. გაგიგია ადამიანს ყველაფრის ბოლო წუთზე კეთება გიყვარდეს..მაინც რა უპასუხისმგებლო ვარ!!:@@
-კარგი ასეთი დიდი ლუკმებით ნუ იტენი, დაიხრჩობი..შეწუხებით აღნიშნა დედაჩემმა.
რა თქმა უნდა არ მოვუსმინე, ბოლო ლუკმაც ჩავიდევი და გარეთ გავვარდი.
-ლიზიკო, შვილო ჩუსტებით აპირებ წასვლას? წამომეწია სახლიდან ხმა, ფეხებზე დავიხედე იქიდან ფუმფულა, ვარდისფერი ჩუსტები შემომცინოდნენ. ამან საბოლოოდ მომიშალა ნერვები. სახლის კარებში შევლასლასდი, ახალთახალი კედები გამოვათრიე და ძლივსძლიობით ჩავიცვი, 10 წუთში ლექცია მეწყებოდა..ჩემი სახლიდან სულ თავქუდმოდლეჯილი რო გავქცეულიყავი ინსტიტუტამდე მაინც მინიმუმ 15 წუთი მჭირდებოდა. მაინც არ ჩავიქნიე ხელი და სწრაფად გავუდექი გზას. ავტობუსმაც რა თქმა უნდა გამასწრო! მეორეში ავედი, ხალხით იყო გადატენილი..როგორ ავაღწიე ჩემი მიკვირს! ვიღაცას ავეკარი და ისე მივაღწიე ამ უპატრონო უნივერსიტეტამდე.ქოშინით შევაღე(უფრო შევლეწე) შესასვლელი კარები და დარცხვენილმა დავიკავე ადგილი
რა თქმა უნდა ლიკას გვერდით. ლიკა ჩემი საუკეთესო, უსაყვარლესი, გიჟი და საოცრად ენაჭარტალა(და მაინც როგორ მიყვარსსს....:დ) დაქალია..



მაგრამ დღეს ეს გოგონა რომელიც მთელი ლექცია ენას არ აჩერებდა, გასუსული დამხვდა. წყნარად იჯდა და უსმენდა.
**არააა...დღეს რაღაც საოცარი დღეა.**
-ლიკ..მოვედი
-გხედავ. ჩუ ეხა მასმენინე..
-ოჰოოო..უკაცრავად!
- ი..ისე კარგა ადრე ხარ მოსული:დ
-მადლობა თუ შემამჩნიე..
-კარგი რა გოგო! მაგარ დროს მოხვედი..ამ ჩვენმა მოხუცმა ლექტორმა ვიღაც პრაქტიკანტი მოიყვანა..ახალგაზრდა მაგაააააააარრრრრრრი სიმპატიური ბიჭი..ხოდა დღეს ის ჩაგვიტარებს..ისე მაინტერესებს როგორიიაა..მაღალიაოო, ტანადიაოო..მოკლედ მე რო მომწონს ზუსტად ეგეთია:დ
-უიმეე..შენ მეტი რა გადარდებს..და მოიცა სანდრო?? გავახსენე ჩემს დაქალს მაგრამ მალევე ვინანე
-ვინ სანდრო? ააა ახვლედიანი? არ მიხსენო კრეტინი, დეგენერატი, უზრდელი, მოღალატე, საზიზღარი, იდიოტი, სატანა, გამოტვინებული ღორი!
პირდაღებული ვისმენი ლიკას ლანძრვას..საერთოდ სანდროს" ქება:" მხოლოდ 2-3სიტყვით შემოიფარგლებოდა ხოლმე, მაგრამ ეხლა რაღაც საოცარი ჩაიდინა..ალბათ.
-რა ჩაიდინა საწყალმა:დ
-ხო, საწყალი გამომრჩა. რა ჩაიდინა და დაავიწყდა!
-რა დაავიწყდა?
-გუშინდელი დღე! ვერ გაიხსენა 23მაისი რა დღეა!
-აა..ეს რა მოსვლიაა..შევიცხადე. თუმცა ცოტა მიკლდა არ გამცინებოდა. შემრცხვა მეკითხა თუ რას აღნიშნავდნენ 23 მაისს..მართალია აზრზე არ ვიყავი მაგრამ ლიკასთვის ნერვების მოშლა ნამდვილად არ მსურდა.
-შენ ხო მაინც იცი რა დღე იყო გუშინ?
-კი აბა რა! მაგას რა დამავიწყებს..ჩემებურად, უკბილოდ ვიცრუე და საკმაოდ სერიოზული გამომეტყველებაც დავაყოლე მეტი დამაჯერებლობისთვის.
-აჰა! ჩემმა საუკეთესო დაქალმაც კი იცის ჩვენი შეხვედრის დღე და რიცხვი..მაგ კრეტინმა, დეგენერატმა, უზრდელმა...
-ჰო,ჰო კაი გასაგებია.
-მოიცა ეხა, არ მაინტერესებს ეგ. მაყურებინე ამ უსიმპატიურესი ყმაწვილისთვის..
**რა ეშველება ამ გოგოს** სინანულით გავაქნიე თავი და აუდიტორიას გადავხედე, ჩემდა გასაკვირად ყველა გასუსული იჯდა, თითქოს რაღაცას ელოდა. გოგონები ხო განსაკუტრებით. მეც უფრო კონფორტულად მოვკალათდი და საკმაოდ უინტერესოდ მივაყურადე ახალგაზრდას.

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 960 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]