მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » როგორ შევაბათ ბიჭები?
18:55
როგორ შევაბათ ბიჭები?
გუშინ მეგობართან ვიყავი სტუმრად. 11 წლის და ჰყავს, ლამაზი გოგოა. ლიზა ჰქვია. მასაც, ისევე როგორც პატარა დების სრულ უმრავლესობას, მოსწონს, როცა უფროს დას მეგობრები სტუმრობენ. მას რომ ვაკვირდებოდი, ჩემი თავი მახსენდებოდა. ჩემი და იმხელა იყო, რამხელაც ახლა მე ვარ.. და მე აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი დის მეგობრებით, რომლებიც ხმარობდნენ მაკიაჟს, ბევრ უცხოურ სიტყვას და ჩუმ-ჩუმად სიგარეტსაც ეწეოდნენ ხოლმე. ლიზამ კეთილგანწყობა და გულახდილობა რომ შემამჩნია, არც მეტი, არც ნაკლები, მკითხა, ბიჭები როგორ უნდა შევაბაო.. ოდესმე გაგიციათ ასეთი შეკითხვისთვის პასუხი? მე _ კი, თუმცა 11 წლის გოგოსთან არა. მე ვუთხარი, რომ ბიჭების შებმა საერთოდაც არაა აუცილებელი და რომ ისინი თვითონვე შეებმებიან, როცა ლიზა დიდი და ჭკვიანი გოგო გახდება. მოტყუება აზრადაც არ მომსვლია, მგონი, უბრალოდ წავიოცნებე ისეთ სამყაროზე, სადაც ბიჭები ჭკუას კარგავენ ჭკვიან გოგოებზე. სინამდვილეში, ბიჭები ჭკუას შტერ გოგონებზე კარგავენ, ფულს კი ჭკვიანებს ახარჯავენ… (: )) 
             შებმის კონკრეტული რეცეპტები მე არ მაქვს. მგონი, არც სხვებს. ასეთი რამეები ყვითელი პრესის ჟურნალისტებს უნდა ჰკითხოთ. უამრავი სტატია მაქვს წაკითხული ასეთი სათაურებით: როგორ მოვიქცეთ პაემანზე; როგორ შევაყვაროთ ბიჭს თავი; როგორ გავიგოთ, ბიჭი, რომელიც მოგვწონს, მეგობრულად გვიყურებს თუ არა და ასე შემდეგ.. 
               სულ მინდება ხოლმე მათი ნახვა, ვინც ასეთ სტატიებს წერს. ვინ არიან ეს გოგოები თუ ქალები.. ცნობილი გულთამპყრობელები? ფსიქოლოგები? სოციალური მედიის ექსპერტები? (ლოლ) მგონი, არც მეტი, არც ნაკლები, ონანისტები არიან (თუმცა, ეს სოციალური მედიის ექსპერტობას ხელს სულაც არ უშლის). რეალური ურთიერთობები არასდროს ჰქონიათ, სამაგიეროდ, ზეპირად იციან არარსეული ურთიერთობების ყველა ეტაპი. მათ მტკიცედ სჯერათ, რომ გოგო რაც უფრო მაღლა დადგება და თავს არავის ,,გაუყადრებს”, მით უფრო მიმზიდველი ექნება. სჯერათ, რომ ,,კოცნა მხოლოდ დიდი და შეურყეველი სიყვარულის შედეგი უნდა იყოს, რომელსაც არ ინანებ და ეს ”პირველი კოცნა ” უნდა გაგყვეს ცხოვრების ბოლომდე იმავე ადამიანთან ერთად, ვინც გაკოცა”.. სჯერათ, რომ ბიჭებს გოგონებში ლოყაზე გაჩენილი ფოსოები მოსწონთ. 
       არადა, კითხვა, როგორი გოგონები მოსწონთ ბიჭებს, სრული უაზრობაა. გააჩნია ბიჭს, გააჩნია ქვეყანას, გააჩნია, დილაა თუ საღამოა, გააჩნია, როგორ ხასიათზეა და იმასაც გააჩნია, როგორ ეძინა წინა ღამეს. გააჩნია, როგორ გამოიყურებოდა მისი პირველი ქალი; გააჩნია, როგორ ზრდიდა დედა და როგორი საძმაკაცო ჰყავს.. ხოდა, კიდევ… გააჩნია, რამდენ საათს ატარებს პორნოს ყურებაში. ახლა კიდევ გჯერათ, რომ არსებობს რაიმე ზოგადი რეცეპტი ბიჭის შებმისათვის? აბა, ბიჭებს ჰკითხეთ, მიაჩნიათ თუ არა თავი ისე მარტივებად, რომ მათი შებმა ჟურნალებიდან ამოკითხული რჩევებით შეიძლებოდეს.. თუმცა, მათზე რას ვამბობ.. ქალების შესახებ ბიჭების ცოდნაც მხოლოდ სტერეოტიპებით შემოიფარგლება.. ამ სტერეოტიპების შესახებ შემდგომ.

ნანახია: 667 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]