მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » – რაზე ოცნებობ ?! ))
21:40
– რაზე ოცნებობ ?! ))
_რაზე ოცნებობ?__იკითხა ბიჭმა.
_ეეჰ!.. რამდენ რამეზე ვოცნებობ__ცას ახედა გოგომ.
_მაინც რაზე?__დაინტერესდა...
_ოცნება იმისთვისაა, ჩუმად, შენთვის იხალისო, რაღაც ინატრო...

ოცნება ჩუმი ნატვრაა__დასძინა ჩუმად.
__მითხარი შენი ჩუმი ნატვრა!..__გაიღიმა ბიჭმა
__ჩუმი-თქო, ჩუმი... შენთვის უნდა გინდოდეს, მალულად, უკვე გამხელილი__ოცნება კი არა ჩვეულებრივი სურვილია, ასრულებადი...
__ანუ აუსრულებელზე უნდა იოცნებო?__გაუკვირდა ბიჭს.
__გააჩნია
ოცნებას. აუსრულებელი, ასრულებადი__ბევრნაირია ძალიან, მაგალითად, ”პირადი
სერიოზული”, როცა ბავშვს ნაჩხუბარი დედ-მამის შერიგება უნდა; ”არაპირადი
სერიოზულია”, რომელიც ეხება მაგალითად, სამშობლოს.
”პირადი არასერიოზულია”, ფერადია ოცნება, რომელიც ეხება რაღაც მატერიალურს.
ეეჰ!.. რამდენნაირია კიდევ...
__კიდევ?
__ჰო, შურისძიების ოცნება, გაახალგზრდავების ოცნება.
__ჰოო...
არასდროს მიფიქრია ამდენნაირი ოცნება თუ არსებობდა.___ჩაფიქრდა და ცოტა
ხანში სთხოვა:__მითხარი ერთი ”არასერიოზული” ოცნება შენი, იქნებ არც ისეთი
აუსრულებელია...
_არა, არა!..__იუარა გოგომ.
ვერასდროს აასრულებ__დააყოლა ჩუმად.
__რატომ?
__არფ გეყტყვი და იმიტომ..
__კარგი... და ოცნებაზე ასე სერიოზულად როდოს დაფიქრდი?

რამდენნაირიაო, სხვადასხვა სირთულის, სიმძიმისო...
__როდის?__მაშინ, როცა პირველად ჩავხედე თვალებში წვიმას...
__წვიმას? თვალებში? ეე, რა უცნაური ხარ...
შესახედავადაც...
რაღაცნაირი მწვანე თვალები, სასაცილო წარბები__ხან მჭმუნვარედ შეკრული,
დასაქუხებლად მომზადებული ღრუბლებივით, ხანაც__გახსნილი, პირმცინარი
მზესავით ანათებს მაშინ ეგ ალუჩისფერი თვალები, და პაწაწინა,
ძლივსშესამჩნევი ხალები ლოყაზე, სულ სამი, საამი...

თხელი, ოდნავკეხიანი ცხვირი, სიფრიფანა ნესტოებით და მხრები... ლამაზი, გაშლილი, ამაყი. მაგრამ მაინც უმწეო, ფაქიზი...
__და შენი ოცნება რა არია?__შეაწყვეტინა გოგომ.
_მოიცა,
დამამთავრებინე, ახლა აღვწერ ჩემს ოცნებას!..__და გააგრძელა__ გრძელი,
თხელი თითები და გრილი ხელისგულები...__შეჩერდა და გადაწყვეტილებასავით
დასძინა, თან თვალები გაუსწორა__მეოცნებე გოგონავ, მე სულ შენთან
ვიქნები...
კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 727 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]