მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 19 » რა არის სიყვარული?
13:42
რა არის სიყვარული?
 ‘’არის სიყვარული მარადიული?’’
        სიყვარულზე ბევრი რამ მსმენია, ის   ძალიან ლამაზი, ტკბილი, მრავალფეროვანი,     ენით აღუწერელი გრძნობაა. ამქვეყნად არსებობს მრავალგვარი სიყვარული: დედა-შვილური, და-ძმური,ქალ-ვაჟის, სამშობლოს, სარწმუნოების და ა.შ. ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გააჩნია:’’თუ რა არის სიყვარული’’. ზოგს ჯერა ერთი ნახვით შეყვარების,ზოგს-არა. სიყვარულს თან ახლავს: როგორც სიტკბოება-ისე სიმწარე . ის ხომ მართლაც ‘’მარადიული გრძნობაა’’. არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ბოროტი, რომელსაც გულში სიყვარულის ერთი ნაპერწკალი არ ჰქონდეს. სიყვარული არ არის თამაში, როცა მოგესურვება რომ დაიწყო და დაამთავრო. იგი ადამიანის გულს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება , იმწამსვე დაიწყებს მბრძანებლობას. ‘’თუ ვინმე გიყვარს-ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ კი   ღმერთი-ო’’-ნათქვამია ბრძენი ადამიანების მიერ, რომელთა მოსაზრებების ჩვენ გვჯერა. სევდა,მწუხარება,სიხარული,ბედნიერება,თვალზე ცრემლი-სახეზე ღიმილი, ეს ყველაფერი სიყვარულის დმახასიათებელი ნიშან-თვისებებია. ‘’სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის... ეს გალაქტიონის სიტყვებია... როცა ეს გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრბას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება... მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს... ‘’ნამდვილი სიყვარული მარადიულია’’... ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში... დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდების და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგიყვარდეს.’’ სიყვარული ყოველდღე იზრდება, არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, არ ხუნდება... პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი, ის ყველასაგან და ყველაფრისაგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა-რა ასაკში. ყველაზე ლამაზი-სიყვარული ალბათ გარდატეხის ასაკშია. ამ დროს ყველაფერს განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხა, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია, თითქმის შეუძლებელი და სანამ ცოცხალი ხარ ის ბუდობს შენს გულში. ყველაფერი ახალია შენთვის:პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა... ის ყოველთვის შენში რჩება!
      ყველა დამიანის ფიქრებში ტივტივებს აზრი ‘’მარადიული სიყვარულისა’’ და ყველა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ის მარადიულია. გავიხსენოთ თუნდაც-ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის, ავთანდილისა და თინათინის, გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორიები. ასევე მშობლისა და შვილების სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ჩვენი სარწმუნოებისადმი სიყვარული. რამდენმა ადამიანმა გაწირა თავი სამშობლოს სიყვარულისათვის, რამდენმა-ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. საკმარისია დავასახელოთ-შუშანიკი, ჰაბო, გრიგოლ ხანძთელი, ქეთევან დედოფალი და მრავალი სხვა. გავიხსენოთ ასევე შექსპირის ‘’რომეო და ჯულიეტა’’, მათი უსაზღვრო სიყვარული, მართლაც ხომ მარადიული იყო. ის რომ ჩვენ ამის შესახებ დღეს 21 ს-ში ვსაუბრობთ, სწორედაც რომ ‘’მარადიული სიყვარულის’’ შედეგია.
      მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე იკვლევდნენ   თუ რა იყო ‘’სიყვარული’’, მაგრამ მაინც ვერ ახსნეს. ყველა ამ გრძნობას თავისებურად ხსნის.
                                    ‘’სიყვარული ეს ნიჭია, რომელიც
                                      ღმერთმა ადამიანს უბოძა და   
                                    უბედურია ის ვინც ამ ქვეყნიდან
                                    ამ ნიჭის გარეშე წავა.’’ - ეს ნოდარ დუმბაძის სიტყვებია; მართლაც ხომ ნიჭია ‘’სიყვარული-მარადისობის’’.


რა არის სიყვარული?! ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რა არის სიყვარული, როგორია ის,ამის პასუხი მეცნიერებმა წლების განმავლობაში ვერ დაადგინეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან... როცა ვიღაცა გიყვარს და თუ მასაც უყვარხარ,სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი შენ ხარ... ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ.                                                                                                                                           ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ   შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს.                                 გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ.   როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა... ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, ხუნდება....       პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა     10-ის 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის ასაკშია, ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია თითქმის შეუძლებელი.   ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა.......
კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 869 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]