მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 5 » ნიკო გომელაური
17:43
ნიკო გომელაური
 
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ





კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.




მე, რომ წავალ, ალბათ იტყვის დედა:
"ეს, რა კარგი გამიზრდია შვილი!”
და ინატრებს, ის დღე მისცა ნეტავ,
პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ, გაიხსენებს მამა:
პირველად რომ მანახა, უკვე დიდი.
კარგია, რომ არ გამათამამა,
კარგია, რომ ასე კარგად მსჯიდი.

წავალ! მჯერა, მერე იტყვის ქალი:
(შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად)
ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი,
მთავარია ვიქნებოდით ერთად.

მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი?
- უფრო ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც…
თვითონ ვიცი, მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.

რას იტყვიან ძმები, წავალ როცა?
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას,
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა,
ჩემს გარეშე აჰყვებიან გრძნობას.

იქ, კი ვიცი, ვინც დამხვდება იტყვის:
"მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას…
კარგი არ უკეთებია თითქმის,
თუ არ ჩავთვლით, რაღაც ლექსის წერას”.

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას:
(ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას)
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
- არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას.
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 821 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]