მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 30 » ნაჩუქარი სიცოცხლე[7]
12:01
ნაჩუქარი სიცოცხლე[7]
იქედან წამოვედი და ბაღში გავედი დათვალიერება დავიწყე ჩემთვის ფიქრებში გავერთე უცებ უკნიდან ვიღაც მომეპარა ვერც შევამჩნიე და ხელში ამიყვანა ბნელოდა და ვერ ვიცანი ყვირილი დავიწყე თუმცა სახლიდან შორს ვიყავი და ვერავინ გაიგებდა ამიტომ მალევე გავჩუმდი 
მე:- რააგინდა დამსვვიი ვინ ჯანდაბაა ხარ
ხმას არ მცემდა მეც გამწარებული ვყვიროდი ახლოს ტყე იყო და იქ წამიყვანა ტყეში რაღაც შუქი შევნიშნე იქვე ქოხიც იყო გამიკვირდა არავინ ჩანდა იქაურობა კი ვარდებით იყო მორთული ახლოს რომ მივედით მის სახეს დავაკვირდი რათქმაუნდა საბა:@ როგორ ვერ მივხვდი
მე:- იდიოტი ხარ ვერ გიტან მეზიზღები მთელი არსებით აქ რა ჯანდაბა მინდა დროზე სახლში წამიყვანე!
საბა:- დღეს ვერსად ვერ წახვალ : ) ეს დღე ჩემია
მე:- ჰაჰ გამაცინე ! დღე შენთვის მიჩუქნია რაცგინდა ის გააკეთე მე აქ დარჩენას არ ვაპირებ!
თან მამაჩემი მომძებნის ელეც აქ ვინ გამაჩერებს: @
საბა:- აა უი დამავიწყდა მეთქვა გავაფრთხილე მამაშენი რომ დღეს ჩემთან ერთად მეგობრის დაბადების დღეზე წამოხვიდოდი და იქ დავრჩებოდით : )
მე:- რაა? რაგინდა გამაგებინე ან აქ რატომ უნდა დავრჩეეე:@ (მთელი ხმით ვყვიროდი)
საბა:- უბრალოდ 1 დღე მაჩუქე გთხოვ
საბა ისეთი სახით მიყურებდა არაფერი აღარ მითქვამს ჩუმად ვაკეთებდი რასაც მეტყოდა ქოხში შევედით იქაურობა ულამაზესი იყო... ჯერ ვარდების თაიგული მაჩუქა შემდეგ იქვე ჩამოვჯექით და ფილმს ვუყურეთ ნუ ვუყურე იმიტომ რომ საბა სულ მე მიყურებდა ... ცოტა ხანში ჩამეძინა რომ გავიღვიძე საბა ჩემს გვერდით აღარ იყო შემეშინდა და უცებ ავდექი საბას ვეძახდი 
საბა:- რა გაყვირებს აქვარ (სიცილით მიპასუხა) რა იყო ესე შეგეშინდა უჩემობა?
მე:- ხო ძალიან ( და მთელი ძალით ჩავეხუტე) მეც გამიკვირდა ჩემი საქციელი მაგრამ ამაზე არ ვფირობდი საბას ხელს არ ვუშვებდი ისიც მომეხვია მთელი ძალით და საკმაოდ დიდხანს ვიყავით ესე 
მე:- ისადა შეგიძლია გამიშვა...
საბა:- ესე ძალიან გინდა ჩემგან წასვლა?(მოწყენილი ხმით მითხრა და თავი დახარა)
მე:- შენგან არასდროს წავალ მე ჯერ კიდევ დიდხანს უნდა მოგიშალო ნერვები (თავი ხელით ავაწევინე და ლოყაზე ვაკოცე )
საბა:- რომც გინდოდეს....ჩემგან ვერასდროს ვერ წახვალ ამას მე არ დავუშვებ!
ისევ მაგრად ჩამეხუტა შემდეგ ხელი გამიშვა და სასეირნოდ წავედით ყველა მისი საყვარელი ადგილი მაჩვენა მასთან თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი არ მინდოდა მის გარეშე 1 დღეც ...არა რა სისულეებს ვამბობ მე ხომ ის მძულს ..თუმცა ...არც ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ
საბა:- რაზე ფიქრობ?
მე:- იმაზე როგორ გაგიმწარო დარჩენილი სიცოცხლე
საბა:- გინდა მე გეტყვი
მე:- გისმენ აბა
საბამ ხელი მომკიდა დაიჩოქა და მითხრა
საბა:- ცოლად გამომყევი 
მე გულიანად გავიცინე ეს უბრალო ხუმრობად ჩავთვალე და ვუთხარი
მე:- კარგი
საბა:- მართლა თანახმა ხარ?
მე:- ჰო აბა (თან ვიცინოდი)
საბამ ხელი მომკიდა მანქანაში ჩამსვა და სადღაც მივყავდი მეგონა კიდევ რამეს მაჩვენებდა თუმცა ამჯერად გამიკვირდა სახლში მიმიყვანა ...მეც ვიფიქრე ცოტა ცუდად გამომივიდა ნათქვამითქო სახლში შევედით საბა მამაჩემთან ერთად რაღაცაზე ლაპარაკობდა მე შორიდან ვუყურებდი შემდეგ ჩემს ოთახში ავედი შხაპი მივიღე გამოვიცვალე და საწოლზე ისე დავეშვი როგორც ღრუბელზე <3 ...ცოტა ხანში ელე ამოვიდა და გაკვირვებული მიყურებდა თან მათვალიერებდა მერე მოვარდა და სახე ხელებით დამიკავა თან თვალებში მიყურებდა
ელე:- ანიტა რა გაგიკეთა ? მიცანი? გახსოვარ? იცი ვინვარ? რა დააგალევინა შეეცადე გაიხსენო
მე:- შენ სულ გააფრინე ხო? გამისკდა გული 
გაიცინა და იქვე საწოლზე ჩამოჯდა 
ელე:- გილოცავ დაიკო ძალიიან მიხარია :*
მე:- მადლობა , და რას მილოცავ ხომ ვერ მეტყვი?
ელე:- გათხოვებას :* 
მე:- რა გათხოვებას გოგო გააგიჟდი?
ელე:- შენ არ დათანხმდი საბას ცოლობაზე? ეხლა თემო ბიძიას ელაპარაკება და დაითანხმა როგორც შევატყვე ჩემიი პატარა ჩიტი გამიფრინდააა:*
მე:- რაა გოგო გააგიჟდით თქვეენ? მე ხუმრობით დავთანხმდი სულ გადაირიეთ ხო? 
ელე:- კაი სულელო გეხუმრე ჰაჰ როგორ დამიჯერა შენ ცოლად ვინ მოგიყვანს სულელო 6(გულიანად გაიცინა და გააგრძელა) საბა ეხლა ელაპარაკება თემო ბიძიას უნდა რამდენიმე დღე ბათუმში წავიდეთ მე შენ საბუკა და ლიზი 
მე:- აუ ელენე მოგკლავ რა გული გამიხეთქე აუ რა კაია დავიღალე სახლში ყოფნით
ელე:- ყველაზე მაგარი ის არის რომ 2 დღეში გიოს გამოწერენ და ისიც ჩამოვაააა
მე:- ვაიმეეე რა მაგარიიიაააა
სიხარულით დავხტოდი ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიქნებოდი და ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს <3 დაბლა ჩავედით და საბა სერიოზული სახით დაგვხვდა ჩვენც მოწყენილი სახეები მივიღეთ და ვუთხარი
მე:- აჰა ესეიგი არაო ხო?
საბა:- ვწუხვარ გოგონებო მე ყველაანაირად ვეცადე რომ თქვენთვის ეს ზაფხული არ გამემწარებინა 6 თუმცა არ გამომივიდა ეხლა დროზე მაღლა ადით ბარგი ჩაალაგეთ საღამოს ბათუმში მივდივაართ 
მე და ელე კივილით მივვარდით საბასთან მაგრად ჩავეხუტეთ და გიჟებივით გავიქეცით თან ელეს კივილის ხმა ყველგან ისმოდა :D
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 796 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]