მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 30 » ნაჩუქარი სიცოცხლე[5]
11:59
ნაჩუქარი სიცოცხლე[5]
გაკვეთილები მალე დამთავრდა მე და ელენე სკოლიდან გამოვდიოდით როცა დავინახეთ საბა და ნიკა რაღაცაზე ლაპარაკობდნენ როცა ჩვენ დაგვინახეს ჩვენსკენ წამოვიდნენ 
საბა:- ელე რაშვები ? წავედით?
ელე:- კი მაგრამ რაღაც მოვიფიქრე 
საბა:- ჰოო და მაინც რა?
ელე:- ნიკა და ანიტაც სასეირნოდ აპირებენ წასვლას და მოდი ერთად წავიდეთ
(ჩემთვის ელენეს არაფერი არ ქონდა ნათქვამი და ძალიან გავბრაზდი როცა ეს თქვა)
მე:- არაა მადლობთ მარტო გვირჩევნია
ნიკა:- არა რატო ერთად წავიდეთ კარგი აზრია
მე:- რა კარგია და კიდე ხო არ დავიმატოთ ვინმე?(გაბრაზებული ხმით ვთქვი)
ნიკა:- კი თუ წინააღმდეგი არ იქნები ჩემ დას დავურეკავ და წამოვა
ელე:- ძალიან კარგი ესეიგი ყველა ერთად მივდივართ გადაწყდა
საბა:- ნუ რასვიზამ ეხლა როგორმე ერთ სწერვა არსებას ავიტან
მე:- სამაგიეროდ ის სწერვა არსება ვერ აგიტანს შეგიძლიათ უჩემოდ წახვიდეთ რაღაც ხასიათზე არვარ!( საბასთან ერთად წასვლა არ მინდოდა ამიტომ მიზეზს ვეძებდი)
საბა:- ჰოო? ძალიან კარგი არც მე მომიწევს შენი ატანა!
მე:- ვერგიტან!
საბა:- მე ხო რასამბობ ვგიჟდები შენზე რა!
მე:- მოგკლაავ (გამწარებული ხმით დავიყვირე და საბასკენ წავედი ის გაიქცა მე კიდე სულელი ბავშვივით მივსდევდი .... სკოლისგან უკვე შორს ვიყავით არც ელეს და არც ნიკას ხმა აღარ გვესმოდა საბა თითქოს სადღაც ცდილობდა ჩემს წაყვანას შეეტყო რომ დაიღალა მეც უცებ გავიქეცი და ზურგზე შევახტი მთელი ძალით დავუწყე მუჭების დარტყმა თუმცა რას დავაკლებდი ჩემი პატარა ხელებით...საბა გაიქცა მეც ვეღარ ჩამოვედი ვყვიროდი გამწარებული გაჩერდითქო ხელს მაგრად მიჭერდა თითქოს ჩემს თავს ვინმე წაართმევდა სადღაც მდინარესთან გაჩერდა და ფრთხილად ჩამომსვა მეც გაშტერებული ვუყურებდი იქაურობას ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი თავი სიზმარში მეგონა საბასთანაც კი ეს ყველაფერი ისეთი ლამაზი ჩანდა თუმცა ამ ყველაფერმა სულ დამავიწყა მისი გალანძღვა)
მე:- იდიოტო
საბა:- მადლობა
მე:- კრეტინო
საბა:- სწერვა!
მე:- ვერგიტან
საბა:- მეზიზღები!
მე:- მეორედ აღარ გაბედო და არ შემეხო!
საბა:- ეს რა მომივიდა როგორ შეგეხე! 
მე:- მოგკლავ!
საბასკენ გავიქეცი მეგონა ისევ გაიქცეოდა თუმცა ამჯერად როცა მასთან ახლოს მივედი ხელი მომკიდა ცოტა ხნით თვალებში მიყურებდა მეც ვერ ვინძრეოდი მერე მაგრად ჩამეხუტა და ყურში ჩამჩურჩულა
საბა:- ესე არავინ არასდროს არ მძულდა...რაღა მაინც და მაინც შენ მეზიზღები ყველაზე მეტად!
ხელებს არ მაშორებდა არც მე არ ვიხევდი უკან რამდენიმე წუთი ესე ვიყავით ცოტა ხანში ხელი გავაშვებინე და მეც ჩუმად ვუთხარი
მე:- მთელი არსებით მძულხარ..
მაგრად ჩამეხუტა და უხმოდ წამოვედით იქედან ხელს არ მიშვებდა სახლამდე ისე მივედით არაფერი არ უთქვამს მასთან განშორება აღარ მინდოდა თითქოს ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წამები იყო..
საბა:- აბა სწერვა ხვალამდე
მე:- ჰო ხვალამდე...
საბა:- რაღაც ხომ არ დაგავიწყდა?
მე:- რა? (გაკვირვებული ხმით ვუთხარი)
საბა ჩემსკენ წამოვიდა მეგონა ჩახუტება უნდოდა და დამშვიდობება თუმცა შევცდი
საბა:- იდიოტო,დეგნერატო, კრეტინო, ვერგიტან ეს სიტყვები))
მე:- იდიოტო, დეგნერატო, კრეტინო, ვერგიტან აჰა დაწყნარდი!
საბა:- ეხლა კი ....
გაბრაზებული წავედი სახლისკენ მაგრამ საბამ ხელი მომკიდა და მთელი ძალით გულში ჩამიკრა მინდოდა ეს წამები მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო თუმცა ამის უფლებას ჩემ თავს ვერ მივცემდი საბას ხელი ვკარი და თითქმის ყვირილით ვუთხარი
მე:- ვერგიტაან!!!
საბა:- ვერც მე სწერვა ....ხვალამდე:*
სახლისკენ გავიქეცი სიხარულით არ ვიცოდი რა მექნა მეგონა საბა წასული იყო და ვერ ხედავდა ჩემ გიჟურ ქცევებს თუმცა უკან მივიხედე იღიმოდა და მიყურებდა მეც გავუღიმე და სახლისკენ გავიქეცი...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 825 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]