მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » – მომეცით წიგნები..... საკვები მჭირდება ! ))
21:25
– მომეცით წიგნები..... საკვები მჭირდება ! ))
მომეცით მოპასანი, ფლობერი, აკუგატავა! ფანტაზია მესაჭიროება!
საკვები მჭირდება - ჰემინგუეი, დიუმა, ო’ჰენრი.. რა მნიშვნელობა აქვს დროს, საუკუნეს, წამს.. მომეცით ბალზაკი, სტენდალი, მანი!.. მომეცით ყველა ერთად.. გესმით?! მე მესაჭიროება - დოსტოევსკი, შექსპირი, ჯეკ ლონდონი.. მომეცით პიუზო! რეალობა მინდა, წარსული მინდა, ბურჟუაზიული ცხოვრების გემო მინდა ვიპოვო წიგნის ძვენ სუნში! მინდა, მინდა, მინდა! მინდა მოვკვდე ჯულიეტასავეთ, ქეთრინივით, ჰანო ბუდენბროკისავეთ.. მინდა ფრანგი ვიყო.. ქალბატონ დე რენალივით მივენდო ჩემს ჟულიენს! მინდა, მინდა, მინდა! მინდა ჟორჟ დიურუას ერთერთი საყვარელი ვიყო!
მინდა კორლეონეების ოჯახის შვილი ვიყო! მინდა დორიან გრეის პორტრეტს შორიდან ვუცქირო! შაგრენის ტყავს მინდა ვფლობდე! მინდა, მინდა, მინდა!
საკვები მჭირდება.. მომეცით ბულგარკოვი.. მარგარიტა მინდა ვიყო..
უაილდი მესაჭიროება! მინდა ბედნიერი პრინცი ვიყო..
მინდა კონსტანციასავით დავლიო სიცოცხლე წითელი, ლალისფერი საწამლავით.. დევიდ კოპერფილდის ცხოვრების მოზიარე გავხდე.. მინდა!..
მინდა ტრიუმფალური თაღის სხივებით ვიარო ჟოანივით, თავზე ბერეტით..
99 ფრანკად მინდა ვიყიდო ჩემი სხეული, და თავი წავირყვნა ოქტავთან ერთად..
მინდა უთავო მხედრის კვალს ავედევნო.. ტომ სოიერთან, ჰეკლბერ ფინთან გავატარო ბავშვობა..
დონ კიხოტივით ვებრძოლო ქარის წისქვილებს სანჩო პანსასთან ერთად!..
მინდა მარიამ სტიუარტი მერქვას, და ჩემი ისტორია ცვაიგმა აღწეროს.. მადამ ბოვარივით უბედური ვიყო და ჩემს შვილს ბერტა ერქვას!..
დიკენსი მინდა, ბეგბედერი, პო.. რიდი, ცვაიგი, პიუზო.. თეკერეი, ალიგიერი.. მინდა!..
მომეცით წიგნები! საკვები მჭირდება.
კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 854 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]