მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 3 » მხოლოდ შენ მიყვარხარ
20:09
მხოლოდ შენ მიყვარხარ
სასიყვარულო სტატუსები
ყოველი დღე ერთნაირი, მუდამ ერთფეროვნება, არაფერი ახალი და განსხვავებული. ნიას ყოველი დღე ერთნაირად იწყებოდა, ყოველ დღე სკოლა, სწავლა, მცირე გართობა და შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან. ეს ნიას თავდაპირველად არ აწუხებდა და ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა მისი შეხედულებები, წარმოდგენები და მას თავისი ცხოვრება უაზროდ და უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა. მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათთან ერთად ყოველთვის ერთობოდა და კარგ დროს ატარებდა, მაგრამ ესეც დროთა განმავლობაში შეიცვალა, ნიას უკვე ის მეგობრები რომლებთანაც ადრე ყოფნა სიამოვნებდა და კარგ ხასიათზე აყენებდა ახლა უკვე აღიზიანებდა და მათთან ერთად ყოფნა აღარ სიამოვნებდა, რა თქმა უნდა მას ყავდა ერთი ძალიან ახლო მეგობარი რომელიც მისთვის დაზე მეტი იყო და რომელთენაც ყოფნა და საუბარი არასოდეს მობეზრდებოდა. ეს იყო ნათა, ნათა და ნია კლასელები იყნენ, პირველი კლასიდანვე დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ საუკეთესო მეგობრები არიან, ყველას შურს მათი მეგობრობის რა არ მოიფიქრეს მათ შორის ცუდი ურთიერთობის ჩამოსაგდებად, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი გამოუვიდათ.
ნია ლამაზი და საყვარელო გოგონა იყო, საშუალო სიმაღლის, გრძელი შავი თმით და მწვანე თვალებით.
როგორც ავღმიშნე ნიას შეხედულებები შეეცვალა და ახლა იგი არ იყო იმით კმაყოფილი რაც გააჩნდა, სურდა რაიმე ახალი და სასიამოვნო მომხდარიყო მის ცხოვრებაში და ყოველი დღე ამაზე ფიქრითა და უფალთან საუბრით იწყებოდა. ნია შესთხოვდა უფალს მის ცხოვრებაში მომხდარიყო რაიმე ახალი და კარგი რაც შეცვლიდა მის ერთფეროვან ცხოვრებას. ამაზე ფიქრმა ნია ძალიან შეცვალა, იგი თითქოს არ ეკონტაქტებოდა მეგობრებს ისე ხშირად როგორც ადრე, აღარ იყო ძველებურად მხიარული და ცხოვრებით სავსე. იგი თავის ფიქრებს და გულის ნადებს მხოლოდ ნათას უზიარებდა რომელიც რა თქმა უნდა მას რჩევებს აძლევდა.
ნია 17 წლის იყო და მას ჯერ შეყვარებული არ ყოლია. იგი აკვირდებოდა თავის თანატოლებს რომლებსაც შეყვარებულები ყავდათ და ბედნიერები იყვნენ მათთან ერთად, ნიასაც უნდოდა სწვეოდა ეს როგორც ამბობენ ლამაზი და ძლიერი გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია, იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს გრძნობა და შეყვარებული ყველაფერს შეცვლიდა მის ცხოვრებაში. ნია რომანტიკოსი იყო, იგი ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მისი შეყვარებული. რამდენიმე ბიჭი ეფიცებოდა სიყვარულს, მაგრამ ნია მათ ყურადღებას არ აქცევდა და თავიდან იშორებდა, რადგან არც ერთი არ იყო იმის მსგავსი რომელსაც ის წარმოსახვაში ხატავდა ხოლმე.
ერთ დღეს ნია ჩვეულებრივ სკოლიდან დაბრუნდა, გაკვეთილები დაამზადა. მეცადინეობას ადრე მორჩა და გადაწყვიტა სასეირნოდ წასულიყო, ოღონდ მარტო და დაფიქრებულიყო ყველაფერზე რაც მის თავს ხდებოდა. მან ბევრი იარა, ბევრი იფიქრა, მაგრამ თავში ყველაფერი აერია. იგი ჩაფიქრებული მიდიოდა და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. უეცრად ნია თვალისმომჭრელმა ნათებამ გამოიყვანა ფიქრებიდან და მაშინვე გონება დაკარგა
ნია გონს მოვიდა, თვალები გაახილა, ბუნდოვნად ხედავდა, მან შენიშნა უცხო სილუეტი რომელიც მას მისჩერებოდა.
-სად ვარ? (იკითხა ნიამ)
-დამშვიდდით საავადმყოფოში ხართ, აქ კარგად მოგივლიან არაფერია სანერვიულო.
ამ პასუხის შემდეგ დააკვირდა ნია იმ პიროვნებას, რომელიც მას გვერდით ეჯდა და ესაუბრებოდა.
ეს იყო ცისფერთვალება, შავთმიანი სიმპათიური ბიჭი რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ ნერვიულობდა.
-რა დამემართა საავადმყოფოში რატომ ვარ?
-ეს უბედური შემთხვევა იყო მანქანა დაგეჯახათ.
- და თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე გიო... ის საგზაო შემთხვევა ჩემს თვალწინ მოხდა და გადავწყვიტე დაგხმარებოდით.
-ძალიან დიდი მადლობა რომ დამეხმარეთ და ქუჩაში არ დამტოვეთ: )
-ახლა როგორ გრძნობთ თავს?
-ცოტა თავი მტკივა, მაგრამ არაფერია ისეთი, გამივლის.
-თქვენი არანაირი მონაცემი არ ვიცოდი და თქვენს ოჯახს ვერ დავუკავშირდი.
-კარგია რომ ვერ დაუკავშირდით: ) ძალიან ინერვიულებდნენ მე კი ეს არ მინდა უკვე კარგად ვარ: ) ხო მართლა მე ნია მქვია.
-ძალიან ლამაზი სახელია, სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც: )
-ახლა უნდა დაგტოვოთ სამწუხაროდ და გპირდებით ისევ შეგეხმიანებით. კარგად იყავით: )
-ნახვამდის: )
გიოს ოთახიდან გასვლის შემდეგ ნია ჩაფიქრდა, ის თითქოს რაღაცით ბედნიერი იყო, რაღაც უხაროდა, მაგრამ რა?? ის ხომ ავარიაში მოხვდა. ნუთუ ეს ბედნიერება გიოს გაცნობამ მოუტანა? ფიქრი ოთახში შემოსულმა ექიმმა გააწყვეტინა:
-სალამი მშვენიერ პაციენტს, როგორ ხართ?
-მგონი კარგად: ) 
-ძალიან კარგი, შეგიძლიათ დღესვე წახვიდეთ სახლში, საშიში არაფერი გჭირთ, ღვთის მადლით გადარჩით: ) 
-დიდი მადლობა ექიმო: ) 
ნია სახლში მშობლებმა წაიყვანეს რომლებიც ამ შემთხვევის გამო ძალიან ანერვიულებულები იყვნე და ნიას კითხვებს „აყრიდნენ" მაგრამ ნიას ახლა საუბრის თავი არ ჰქონდა და თავის ოთახში ავიდა დასასვენებლად, მშობლებიც რა თქმა უნდა არ შეწინააღმდეგებიან.
ნიას ფიქრებში ისევ ის ბიჭი ტრიალებდა რომელმაც საავადმყოფოში მიიყვანა და ქუჩაში არ დატოვა.იგი ბევრს ფიქრობდა მასზე, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ. 
ნიას სანახავად ნათა მივიდა მასთან სახლში. ნიამ ყველაფერი მოუყვა იმაზე რაც შეემთხვა და რა თქმა უნდა მათი ძირითადი სასაუბრო თემა გიო იყო..: ) 
ნია ჩვეულებრივ სკოლაში დადიოდა და ხან რითი და ხან რითი ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაჰქონდა და იმდენად აღარ ფიქრობდა გიოზე. მაგრამ მას თავში უტრიალებდა მისი დანაპირები რომ ისევ შეხვდებოდა, ის კი არ ჩანდა. ნია ხვდებოდა რომ ამდენი ფიქრი გიოზე მას უფრო ტკენდა გულს რადგან ის არ ჩანდა, ამიტომ გადაწყვიტა აღარ ეფიქრა მასზე. ნიამ დაიწყო უფრო ხშირად სიარული სასეირნოდ და მეგობრებთან ერთად გართობა. 
რაღაცნაირად ნიამ მოახერხა აღარ ეფიქრა გიოზე. გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ნია გავიდა მეგობრებს უნდა შეხვედროდა და შემდეგ სასეირნოდ წასულიყვნენ. სწორედ ამ მშვენიერ დღეს მოხდა რაღაც არაჩვეულებრივი. ნია თავისთვის მიაბიჯებდა და სიმღერებს უსმენდა. მას უეცრად ვუღაცამ ხელი დაადო მხარზე. ნია შებრუნდა და გაოცებისგან და მოულოდნელობისგან პირი დააღო. წინ ედგა თავისი ფიქრისა და ოცნების მთავარი გმირი- გიო.
-სალამი ნია: )
-გამარჯობა გიო: ) (ძლივს მოახერხა ეთქვა) 
-როგორა ხარ? 
-მადლობა კარგად, თავად როგორ ხარ?
-მე რა მიჭირს: ) რამდენი ხანია ნია შენი ნახვა მინდა მაგრამ არც ნომერი ვიცოდი, არც მისამართი და ვერ მოვახერხე.
- არაუშავს, ისიც კარგია რომ გახსოვდი: )
-ხუმრობ? როგორ უნდა დამვიწყებოდი: ) 
- .. რავიი...: ) 
-იქნებ ახლა მაინც მომცე ნომერი, რომ ისევ მოვახერხოთ შეხვედრა.
-სიამოვნებით: ) (ნიამ ნომერი ჩააწერინა)
-კარგი ნია ახლა ჩემი წასვლის დროა თან შენც სადღაც მიდიოდი: )
-ხო, კარგი კარგად: )
-დროებით: ) 
ნიაში ისევ გაიღვიძა მიძინებულმა ფიქრებმა. და ისევ დაბნეულმა და ჩაფიქრებულმა გააგრძელა გზა. ის დღე ძალიან კარგად გაატარა, იგი სხვებთან შედარებით ორმაგად მხიარული და ბედნიერი იყო, მან ხომ დღეს ის ნახა ვისი ნახვაც ასე ძალიან უნდოდა.
მეორე დღეს ნათამ გაუარა სახლში და ერთად წავიდნენ სკოლაში, გზაში ბევრი ისაუბრეს. სკოლის ეზოში შესულებს მათი კლასელი შეეგება, მათ იგი გულზე არ ეხატებოდათ მაგრამ ზრდილობიანად გაუღიმეს და მიესალმნენ.
-გოგოებო დღეს ქართულში წერა გვაქვს! (აღფრთოვანებული სახით უთხრა ნინომ გოგოებს)
-აუ ოღონდ ეს არა... ამოიოხრა ნიამ
-კარგი აბა წავედი კლასში შევხვდებით. უთხრა ნინომ
-აუ როგორ მიშლის ეს ბავშვი ნერვებს, თვითონ მომზადებული ექნება თემა და კარგადაც დაწერს. უთხრა ნათამ ნიას.
-ეჭვიც არ შეგეპაროს მაგაში. კარგი წამოდი შევიდეთ კლასში, მალე ზარიც დაირეკება.
გოგოები კლასში შევიდნენ. ქართულის წერაც კარგად დაწერეს მიუხედავად იმისა რომ მომზადებულნი არ იყვნენ.
ბოლო გაკვეთილზე ნიას "SMS” მოუვიდა უცხო ნომრისგან: „როგორა ხარ ნია?" ნიამ ვერ იცნო და ვინაობა კითხა. მაგრამ გული უგრძნობდა რომ ეს გიო იქნებოდა. მართლაც არ შემცდარა, ეს გიო იყო. 
-„ნია რაღაც მინდა გთხოვო"
-„გისმენ"
-„გაკვეთილების შემდეგ სკოლასთან დამელოდე თუ შეგიძლია"
-„რატო რა ხდება?" (ნიას ძალიან გაუხარდა გიოს ეს სიტყვები და რა თქმა უნდა დაელოდებოდა)
-„არაფერი, უბრალოდ შენი ნახვა მინდა და დამელოდე რა თქმა უნდა შენც თუ გაქვს სურვილი"
-„კარგი გიო დაგელოდები"
-„კარგი დროებით. :** „
- ვის წერ ნია? ჰკითხა ნათამ
-გიომ მომწერა და უნდა რომ გაკვეთილების შემდეგ სკოლასთან დაველოდო.
-რატომ რა ხდება?
- არ ვიცი მითხრა უბრალოდ შენი ნახვა მინდაო: )
-არც შეგეკითხები დალოდებას აპირებ თუ არა. თვალებზე გეტყობა ისედაც ყველაფერი: )
-მართლა?: ) კაი გვეყო ლაპარაკი თორე „გეოგრეფიამ" ისე შემოგვხედა გამოგვიძახებს: )
გაკვეთილების შემდეგ ნია სკოლის ეზოში სკამზე ჩამოჯდა და გიოს ელოდა. გიოც მალე გამოჩნდა.
-ნიაა..: ) როგორ ხარ?
-კარგად გიო შენ?
-ახლა უკვე ძალიან კარგად: )
ნიას გაეღიმა და არაფერი უთქვამს.
-წამო ნაყინები ვჭამოთ. დარწმუნებული ვარ გიყვარს: )
-კარგი წავიდეთ: )
გზაში არცერთი არ იღებდა ხმას. სიჩუმე გიომ დაარღვია და ნიას უთხრა:
-ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა: )
-იცი, იმ დღის შემდეგ სულ შენზე ვფიქრობ
-„მე კი შენზე" გაიფიქრა ნიამ,მაგრამ გიოსთვის არ უთქვამს.
-არაფერს მეტყვი?
-არ ვიცი რა გითხრა..
-ძალიან მომწონხარ ნია.
-მეც...
ამის შემდეგ ორივე გაჩუმდა და ერთმანეთს უყურებდნენ. იმ დღეს ამ თემაზე აღარ უსაუბრიათ.
სახლში დაბრუნებული ნია ძალიან ბედნიერი იყო, მაშინვე ნათას დაურეკა და ყველაფერი მოუყვა. 
ნია და გიო ერთმანეთს მეორე დღესაც შეხვდნენ და ასე გრძელდებოდა კარგა ხანი. დროთა განმავლობაში ნია ხვდებოდა რომ მას გიო კი არ მოსწონდა არამედ უყვარდა და თანაც ძალიან.
ერთ საღამოს ნიას ტელეფონზე მოვიდა "SMS” 
-ნია ხვალ შევხვდეთ, რაღაც მნიშვნელოვანზე უნდა გელაპარაკო.
-კარგი, ჩვენს ადგილას შევხვდეთ.
მათ ჰქონდათ შერჩეული ერთი ლამაზი ადგილი, სადაც ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს.
ნია ფიქრობდა თუ რა ჰქონდა გიოს ასეთი მნიშვნელოვანი სათქმელი, ბევრი იფიქრა და ბოლოს მივიდა იმ დასკვნამე რომ ალბათ გიოს სურდა შეეთავაზებინა შეყვარებულები ყოფილიყვნენ. ამ ფიქრებით ნიას კარგად დაეძინა.
მეორე დღეს შეხვდნენ ერთმანეთს, გიო ცოტა არ იყოს დაგრუზული ჩანდა, ნიას ასეთი არასოდეს ენახა იგი და ვერაფრის თქმა ვერ გაუბედა. ლაპარაკი ისევ გიომ დაიწყო:
-ნია არ ვიცი როგორ დავიწყო..
-მითხარი პირდაპირ რისი თქმაც გინდა...
-იცი,ეს არც ისე ადვილია... ნია როგორც მაშინ გითხარი ძალიან მომწონხარ.. არა უკვე მგონი შემიყვარდი კიდეც... უნდა გითხრა ის რაც გულში მაქვს და ამდენი ხანია გიმალავ, არ მინდა ჩვენს შორის საიდუმლო იყოს, მითუმეტეს ასეთი... 
-გიო ნუ მაწვალებ მითხარი..
-ნია გახსოვს ის დღე... საავადმყოფოში... გითხარი რომ ვიღაც მანქანით დაგეჯახა მე იქვე ვიყავი და დაგეხმარე..
-მაგ დღეს რა დამავიწყებს. მერე?
-მოგატყუე... ის ვინც მანქანით დაგეჯახა მე ვიყავი.. მე ვიყავი ის ნაძირალა... და რაც მთავარია ეს არ იყო შემთხვევითობა... ეს სპეციალურად გავაკეთე, რამდენიომე დღით ადრე მეგობრები დამენიძლავნენ რომ ნებისმიერ გოგოს თავს ვერ შევაყვარებდი. მე კი ვუთხარი ნებისმიერი გოგო ეჩვენებინათ და მას თაავს შევაყვარებდი, ამ დროს კი შენ ჩამოიარე და მათაც შენზე მიმანიშნეს, მეც დავთანხმდი. რამდენიმე დღე დაგყვებოდი ჩუმად. იმ დღეს კი შემთხვევით შეგამჩნიე, რომ ჩაფიქრებული მიდიოდი, არ ვიცი რა დამემერთა და ეს რამ მაფიქრებინა, მაგრამ გადავწყვიტე მანქანით დაგჯახებოდი, ასეც მოვიქეცი მერე კი საავადმყოფოში წაგიყვანე და ასე გაგიცანი. მერე შენთან ურთიერთობა დავიწყე...
ნია თვალცრემლიანი იდგა და გაოცებული უსმენდა გიოს, ბოლოს კი კითხა:
-ასე რატომ მოიქეცი? არ შეგეძლო სხვანაირად გაგეცანნი? მაინცდა მაინც მე რატომ? ან ახლა რატომ მიყვები ამ ყველაფერს? და ცრემლები ჩამოცვინდა..
-არ ვიცი რატომ მოვიქეცი ასე და მაინც და მაინც ასეთი ხერხით რატომ გაგიცანი. ახლა კი იმიტომ გიყვები ამ ყველაფერს რომ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია არ მინდა მეტი ტყუილი, არ ვიცი ამის შემდეგ დამიჯერებ თუ არა, მაგრამ მე მართლა შემიყვარდი, არ ვიცი მოვახერხე და თავი შეგაყვარე თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მე თვითონ შემიყვარდი თავდავიწყებით... აღარ მაინტერესებს არც ნიძლავი და არც სხვა რამ... მინდა ყველაფრის გამო ბოდიში მოგიხადო და მაპატიო თუ რა თქმა უნდა ამის პატიება შეიძლება. თუ თავიდან მომიშორებ ამასაც გაგიგებ და აღარ შეგაწუხებ...
-თავი დამანებე და აღარასოდეს აღარ დამიკავშირდე, დამივიწყე და ჩემი სახელიც არ ახსენო,დღეიდან ჩემთვის მკვდარი ხარ. ცრემლებს ვერ იკავებდა...
ეს თქვა ნიამ, გაბრუნდა და უკან მოუხედავად დატოვა იქაურობა...
დაენგრა ნიას ოცნების კოშკები, ცხოვრებამ თითქოს აზრი დაკარგა, ჩაიკეტა ოთახში და მთელ დღეს ტირილში ატარებდა, ნათასთაც არ უნდოდა საუბარი. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე... ნია სულ გიოზე ფიქრობდა მართალია მისმა ნათქვამმა გული ატკინა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდა მის დავიწყებას, თითქოს ეს არც უნდოდა... ნია ძლიერი გოგო იყო და გადაწყვიტა არ დატანჯულიყო ვიღაც ნაძირალას გამო, დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს...
ნიამ ცოტა ხანში გაიგო რომ მის ერთ-ერთ კლასელს ჰყვარებია. ეს იყო სანდრო. იგი ძალიან კარგი ბიჭ იყო გარეგნულადაც და ხასიათის თვისებებითაც. სანდრომ შესთავაზა ნიას მისი შეყვარებული ყოფილიყო და ნიაც დასთანხმდა, რა თქმა უნდა მას სანდრო არ უყვარდა, მაგრამ ეს გიოს დავიწყების გზად მიიჩნია.
სანდროს მართლაც ძალიან უყვარდა ნია და მას ყოველთვის კარგად ექცეოდა, მაგრამ ნია ვერ უყურებდა მას როგორც შეყვარებულს. მისი გული მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა და ეს ყველამ კარგად ვიცით ვინც იყო... 
მაისის მშვენიერი დღე იყო, ნია და სანდრო სეირნობდნენ და ნაყინებს ჭამდნენ, საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე და კარგადაც ერთობოდნენ, სწორედ ამ დროს ჩაუარეს იმ ადგილს, რომელიც გიოსა და ნიას საყვარელი ადგილი იყო, ნიამ ძალაუნებურად იქითკენ გაიხედა და... 
-გიო... (თქვა ნიამ)
- რა? ვინა არის გიო? ჰკითხა სამდრომ
-არა, არა არაფერი, წავიდეთ სანდრო აქედან.
-კარგი..
საქმე ის იყო რომ როდესაც ნიამ იმ ადგილს გახედა დაინახა გიო, რომელიც სრულიად არ გავდა საკუთარ თავს, რომელიც იქვე ჩამომჯდარიყო, გიომაც შეამჩნია ნია...
იმ დღეს ნია გამუდმებით გიოზე და ნანახზე ფიქრობდა. არ იცოდა რა ეფიქრა და რა აზრი არ უტრიალებდა თავში. საკუთარ ოთახში ჩაიკეტა და ტირილი დაიწყო, ტირილში ჩაეძინა.
მეორე დღეს ადრე ადგა, სკოლაში უნდა წასულიყო... მას გული რაღაც ცუდს უგრძნობდა მაგრამ ნია ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა. უეცრად ტელევიზორში მოჰკრა ახალ ამბავს ყური, აცხადებდნენ რომ ახალგაზრდა ბიჭი იქნა ნაპოვნი, რომელმაც სკვერში თვითმკვლელობა სცადა, საბედნიეროდ დროზე მიუსწრეს და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.ამ დროს აჩვენეს ამ ბიჭის სურათი. ნია მოწყვეტით დავარდა სკამზე... ეს ხომ გიო იყო... მან დედას უთხრა რომ სკოლაში მიდიოდა და გიჟივით გავარდა გარეთ.

-სად ვარ?
-საავადმყოფოში ხარ დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება. 
-ნია??
-ხო გიო მე ვარ..
-აქ რატომ მოხვედი?
-ამ დილით ტელევიზიით შევიტყვე შენი ამბავი და მაშინვე წამოვედი. ეს რატომ გააკეთე?
-იმიტომ რომ უშენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა, თან როდესაც გუშინ სხვა ბიჭთან დაგინახე რაღაც შინაგანი, საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ერთადერთ გამოსავალს თვითმკვლელობაში ვხედავდი.
-გიო, მართალია გული მატკინე, მაგრამ სიყვარულმა დაჩრდილა ეს გულის ტკენა. მთელი ეს დრო შენზე და შენთან გატარებულ დღეებზე ვფიქრობდი. შენ მოახერხე თავი შეგეყვარებინა, თან ძალიან.. მხოლოდ შენ... მხოლოდ შენ მიყვარხარ გიო...
-ნიაა კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს და ამას კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ რადგან...
-არა გიო არაა საჭირო, მოდი ეს ამბავი დავივიწყოთ არ მინდა ამის გახსენება და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
-მიყავრხარ ნია...
-მიყვარხარ გიო..
ნია მაგრად ჩაეხუტა გიოს
-ცოტა ფრთხილად: ) 
-უიი ბოდიში: )
-არასოდეს გაწყენინებ და მუდამ მეყვარები:*
ნია სანდროს ელაპარაკა და ყველაფერი აუხსნა, სადროს მართალია ძალიან ეტკინა გული მაგრამ ბედნიერება უსურვა. 
ნია და გიო კი ბედნიერები იყვნენ. მათ უყვარდათ ერთმანეთი. 
ნიას ცხოვრება აღარ იყო ისეთი ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი როგორც ადრე. ერთმა უბედურმა შემთხვევამ, რომელასც შეიძლება უბედური არც ვუწოდოთ მთლიანად შეცვალა ნიას ცხოვრება.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 675 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]