მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » მხოლოდ ამ ერთხელ ჩამკიდე ხელი...
14:16
მხოლოდ ამ ერთხელ ჩამკიდე ხელი...
წამოვჯექი საწოლზე...ვერაფრით ვიძინებ. არაფერია ფიქრებზე ძლიერი..ვერ ვერევი,ვერ ვიშორებ. თავბრუს მახვევენ, არ მერიდებიან. ძილიც კი დამიფრთხეს...თავი გადავწიე და ერთ წერტილს მივაშტერდი. თხელი,აბრეშუმის საღამური თითქოს არ უნდა ეხებოდეს სხეულს,არ უნდა ვგრძნობდე. ეხლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მახრჩობს, მიჭერს და არ მიშვებს. რა საშინელი ღამეა...თვალი ავარიდე აჩემებულ წერტილს და ეხლა სარკმელს გავუსწორე თვალი. ნაცრისფერი ჩრდილი ადგას თეთრ ფარდებს...უკუნეთშიც კარგად ვარჩევ ამ ჩრდილს..
წამოვდექი და მაშინვე ფანჯარას მივუახლოვდი

-ნუთუ...შენ ხარ? ჩავიჩურჩულე ჩუმად..
ფარდა აშრიალდა,გადაიწია. უკვე ჩემ წინ გამოჩნდა მისი სილუეტი. გავიღიმე, სახე მივუახლოვე...აი თურმე რატომ ვერ ვიძინებ..
-მოხვედი..ვუთხარი და სიხარულის ნაპერწკალმა გამიარა თვალებში,სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა და ჩემი ბაგეც გაკვეთა ღიმილმა.
ის იდგა მაღალი,ცივი,უემოციო. არ შეეძლო ემოციების გამოხატვა...არაუშავს. მე ხომ ვიცი რომ ჩემთან მოვიდა.
-ჩამკიდე ხელი. გაისმა ექო...დავინახე რომ ხელი გამომიწოდა..
-მივდივართ? ვიკითხე შემკრთალმა...
-ხო.. მოდი მოდი..გამიმეორა. მეც ნელა წავიღე ხელი მისკენ,მის ძლიერ თითებსი მინდოდა მომექცია ჩემი გამხდარი სუსტი თითები..ჩემმა ხელმა გაუარა,მისი თითები კი უბრალოდ აირეკალა. შევკრთი და უკანვე წამვიღე..

-არ შემიძლია.
-ეს იმიტომ რომ არ მენდობი. დავიჯერო გეშინია..? შემიგრძენი,მომენდe...მხოლოდ ამ ერთხელ ჩამკიდე ხელი...გპირდები ეს ბოლო იქნება. მხოლოდ ამ ერთხელ.
სულ უფრო და უფრო მშორდებოდა ,ფერმკრთალდებოდა,ხმაც იკარგებოდა სადღაც. შემეშინდა, სწრაფად დავხუჭე თვალები და გავთიშე გარშემო ყველაფერი. მარტო მასზე დავიწყე ფიქრი,რომ გამეხსენებინა და შემეგრძნო,რომ დამეკავებიდა. მე ხომ ყოველთვის ვამაყობდი ნებისყოფითა და თავის მართვის უნარით...ხოდა სწორედ ეს მჭირდებოდა ეხლა. ნელნელა გამიქრა ყველა გრზნობა გარდა ნდობისა. ფანტაზიასა და გონების უსასრულო კარს კლიტე შევხსენი.თვალი გავაღე და უკვე მკვეთრად,სუფთად დავინახე. ახლოს იყო. მისი ხმაც მჭექრე გახდა.ისევ ხელი ჰქონდა გამოწვდილი. მეც ჩავკიდე..ჩავკიდე და მაგრა მოვუჭირე, მინდოდა მეგრძნო ძვლების ჭრიალი,ტკივილი. ვიცი ის ვერ იგრძნობდა მაგრამ მე შემეძლო მეგრძნო ეს ორივეს მაგივრად.

-სად მივდვართ?
-სადაც გინდა..ხომ იცი შენზეა დამოკიდებული..მითხრა და მაინც თვითონ გაუდგა გზას...
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი ვგრძნობდი.
-ეს ბოლოა..ბოლო...ამოიოხრა. შემომხედა ჩამქრალი თვალებით...-მეტჯერ არ მექნება შენთან მოსვლის უფლება.. უნდა გაგიშვა. მეტჯერ ვეღარ ავაფორიაქებ შენს სულს..არ მაქვს ამის უფლება.იქიდან ვეღარ გამოვბრუნდები...
-არ მაფორიაქებ!..შენ მე მინარჩუნებ. შენ მინარჩუნებ და არ მაძლევ სისუსტის და დანებების უფლებას..
-დანებება არ ნიშნავს ყოველთვის სისუსტეს, ზოგჯერ ეს იმის მანიშნებელია რომ შენ საკმარისად ძლიერი ხარ იმისთვის რომ გაუშვა.

წყვდიადს შორის ბილიკი იყო დადგმული, ჩვენ მივყვებოდით ამ ბილიკს. გარშემო კი ნელნელა იქმნებოდა ჩვენი სამყარო,ყველა ადგილი ჩნდებოდა სადც კი ოდესმე ვყოფილვართ...მოგონებები გვიშენებდნენ ხედს, ყველა კაადრი რომელიც ჩემს გონებასი ტრიალებდა ეხლა ჩვენს გარშემო არსებულ გარემოს ქმნიდა..მე ვხედავდი ჩვენს თავს,თუ რა იყო ძველად რა იყო მაშინ.
-ანუ დამტოვებ საბოლოოდ? და ის სიყვარული? ხომ თქვი სანამ გეყავრები მუდამ იქნება ჯაჭვი ჩვენ შორისო? მანამ იქნები ჩემთან სანამ მეყვარები..

-მე უკვე დაგტოვე..დიდი ხანია მიგატოვე. სიყვარული კი ნელნელა წარსულს,მოგონებებს უნდა შეურიო. მათში ჩაბეჭდო...და..დამარხო..დამარხო ისევე როგორც მე. იგრძნო როგორ ამიჩქარდა გულისცემა,ცრემლი მომაწვა..ხელს ვუჭერდი რომ ეგრძნო,ტკენოდა..ის კი ვერაფერს გრზნობდა.ჩემივე ბრჩხილები მესობოდა ხელისგულში.
-შეხედე..შეხედე ამ ყველაფერს..გავახედე იგი წარსულის მიერ შექმნილი კადრებისაკენ. ორივენი ერთად ვართ..გაიგე? აი აი აქ მეუბნები რომ სამუდამოდ გეყვარები...
-შენ კი მპასუხობ რომ გაგაფრხილო როდესაც სამუდამოს ვადა ამოეწურება. თვითონ შეხედე ამ ყველაფერს. უკვე ეს არის რაც დარჩა. მაშინ ვიყავით ერთად მაშინ იყო სიყვრაული..სიყვარული არის თამაში რომელშიც ორი თამაშობს,შენ კი ერთი დარჩი. მე ვეღარ გავაგრძელებ ამ ტამაშს...ეხლა შენ სხვა გესაჭიროება..სათადარიგო მოთამაშე. სხვა რომელიც მე ჩამანაცვლებს.
-არასდროს. ვთქვი და ტუჩები მოვკუმე. -არასდროს...ცდასაც კი ნუ მთხოვ.მე უკვე დავნებდი

-სანამ იტყვი მოუსმინე, სანამ გააკეთებ იფიქრე,სანამ ილოცებ მიუტევე სანამ დანებდები სცადე...
ისევ ისეტი მკაცრი და მმთხოვნია...გავიფიქრე. ნელნელა ქრებოდა გარშემო გარემო,ბილიკი გამოქვაბულისკენ მიდიოდა...გამოქვაბულის ბოლოდან ოდნავ კრთებოდა შუქი..
-სანამ წახვალ...კარგად მოუსმინე ჩემი გულის ფეტქვას.. არ გემის შენი სახელი?ვკითხე უიმედოდ.
-არა..მე არაფერი მესმის..შენგან განსხვავებით ჩემი გული არ ფეთქავს..შეეგუე..შეეგუე..ეხლა კი გამიშვი. მოვედით. თვქა და გამოქვაბულის ბოლოსკენ გაიხედა. შუქმა თვალები მომჭრა...ვიცოდი სადაც ვიყავით..დრო იყო განშორების..
-მეც წამოყვანე..გთხოვ. გავიფიქრე..ვიგრძენი როგორ ფერმკრთალდებოდა.

-არა..სწორედ ამიტომ რომ ასეთი რამ არ იფიქრო მე აღარ შევეხები შენ სულს და გონებას..დაიმახსოვრე და გაიმეორე,მერე კი გაიქეცი უკანმოუხედავად. მე ჯერ ვიყავი ოცნება..მერე რეალობა.. ბოლოს მოგონებად დავრჩი...გაიმეორე..
გაისმა ექო..
-ჯერ იყავი ოცნება..მერე რეალობა.. ბოლოს მოგონება...
იქნებ უნდოდა რაღაც ითქვა კიდევ უნდოდა ამთთქმა მაგრამ ვერ გავიგე...
თეთრმა შუქმა შთანთქა ყველაფერი, შევკრთი და თვალები გავაღე...
დილა იყო. მზემ შემოაჭრა სარკმელში. თეთრ ფარდებს ოქროსფერი სხივები ეწვა ნაცრისფერი ჩრდილის ნაცვლად.

თავისუფლად ვიწექი ლოგინში..მზე მანათებდა თვალებში. *ნუტუ მეძინა საერთოდ* გავიფიქრე...
ერთ წერტილს მივაჩერდი. უცებ კარების ჭრაჭუნი გავიგე. დედაჩემმა შემოყო თავი,გამიღიმა და მითხრა
-ასე დიდხანს არასდროს გძინებია...დროა ადგე. მშვენიერი დილაა..ისე კი...მემგონი სიზმარს ხედავდი...მეტყვი?
არ შემიხედავს დედისთვის..."რა უნდა ეთქვა ნეტავ? მაშინ ვერ გავიგე ეხლა კი გამკრა რაღაცამ გონებასი..უბრალოდ გამეღიმა...შემდეგ შევანატე თვალები და ვუთხარი
-იცი დედი? არასდროს დაუკაკუნო სიკვდილს კარზე, უბრალოდ დარეკე ზარი და გაიქეცი..იგი ვერ იტანს როცა ასე შვრებიან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს მოგეწონათ..დიდი გრზნობა ჩავდე.
კატეგორია: ♥ სურათები ♥ | ნანახია: 1203 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]