მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 6 » მიყვარს შემოდგომა
12:16
მიყვარს შემოდგომა
მიყვარს შემოდგომა-ჯვარცმის მისტერია

წარმავლობის სევდა არაფრისმთქმელია.

სულში დარდი ხარობს,მკლავს მელანქოლია

ისე არ მოხდება კვლავ, მე რომ მგონია.

მიყვარს შემოდგომა,ოქროსკაბიანი.

ვაზის გვირგვინები სხივბარაქიანი.

სამოსელგაძარცვული შიშველი ხეები

ბუნების ეროტიკა,მგზნებარე დღეები.

მიყვარს შემოდგომა-იმედი მომავლის.

აწმყოს შეძულება წააგავს რომანტიზმს.

ოქროს ბორკილს ისევ ასწყვეტს ხეებს ქარი..

მოდის შემოდგომა-მზიანი ზამთარი!
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 734 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]