მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 19 » მიყვარხარ და რა ვქნა..
13:51
მიყვარხარ და რა ვქნა..
 
                     
თითქოს ვერ მამჩნევ თითქოს ვერ მხედავ
ისე გამივლი თითქოს არ ვიყო
მე კი უშენოდ სიცოცხლე არ მსურს
და აბა როგორ რით დაგივიწყო???
თუკი შეგხვდები უეცრად გზაზე
სახეს ამიწვავს ეგ მწველი მზერა
ხმას შენ არ გამცემ მაგრამ ვიცი რომ
ჩემზე იფიქრებ და ამის მჯერა...
იტყვი:პატარავ, ნუღარ მიყურებ
ნუღარ მომაპყრობ სევდიან თვალებს
ნუ გამახსენებ და ამ დაჭრილ გულს
თუ არვინ უყვარს ნურც შეაყვარებ
გაიფიქრენ და თვალს ამარიდებ
ეს თვალთმაქცობაც იცი?!გიხდება...
თუ შენ მოგიკლეს გული უდროოდ
მე რას გიშავებ, მეც ხომ მიკვდება...
ნუღარ იფიქრებ რამე მოგთხოვო
ჩემს ფიქრებს ნიავს გავანდობ მხოლოდ
გაივლის წლები დაგავიწყდები
შენც მოგონებად დარჩები ბოლოს..

           
გამოტყდი ბარემ რომ დაიღალე...
არ გინდა შეხვდე მტრედისფერ დაისს...
გამოტყდი ბარემ ,,ვერ შეგიყვარებ''
გამოტყდი! მე კი მიყვარხარ მაინც...
მე ხომ უშენოდ მივყვები ნაპირს...
მარტო შევხვდები მტრედისფერ დაისს...
უკვე დავწრმუნდი ვერ შემიყვარებ...
რა ვუყოთ...მე ხომ მიყვარხარ მაინც!!!...

კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 1842 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
დაამატა :
ALLLOVE.TK  


უპასუხე
au es ra kai (L):*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]