მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 22 » – მეგობარი ♥♥♥ ))
20:07
– მეგობარი ♥♥♥ ))
არ ვიცი მეთვითონ რამდენად კარგი მეგობარი ვარ , მეგობრებზე კი უკვე მერამდენე პოსტია… მაგრამ რა ვქნა, ხშირად მიცრუვდება იმედები და მეც იძულებული ვარ, ვწერო.
ჩემთვის კარგი მეგობარი ნიშნავს ადამიანს, რომელიც მხარში გიდგას, უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ და სადარაჯოზე არ დგას კარგი გუშაგივით, რაში გამოგიჭიროს და როგორ გიკბინოს. არადა ირგვლივ იმდენი ასეთი ფსევდო მეგობარი მყოლია, გაკვირვებული ვარ . საიდან ამდენი ბოღმა , არ ვიცი..
მე პირადად, როცა ადამიანს ვერ ვეგუები და მისი ესა თუ ის ქცევა მაღიზიანებს, მასთან შეძლებისდაგვარად არ ვურთიერთობ და მით უმეტეს არ ვმეგობრობ. და თუ ჩემგან განსხვავებულ ადამიანთან ვურთიერთობ, ხაზს არ ვუსვამ იმას, რომ მე ვარ ყველაფერში მართალი და ის არასწორად იქცევა. ჯერ ერთი, ვინ ადგენს ადამიანების ქცევის კრიტერიუმებს? მერე მეორე, მე ვინ მიკონტროლებს იმას, თუ როგორ უნდა მოვიქცე და მესამეც, რაც ყველაზე უფრო მაოცებს, თვალსაწიერშეზღუდული და შებოჭილი არსებები რამდენის უფლებას აძლევენ თავს?
ადამიანს , რომელსაც ამ ცხოვრებაში საკუთარი სახლის კედლების და უბნის გარდა ბევრი არაფერი უნახავს, არ აქვს უფლება, დაადგინოს წესები, როგორ უნდა მოქმედებდეს კაცობრიობა, ხაზი გადაუსვას ყველაფერ აქამდე მიღწეულს და ერთი მიმართულებით იცქირებოდეს.
ჯანდაბას, სადაც უნდა იქ გაიხედოს, მაგრამ თუ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრები თავს მომახვიოს და მოგვახვიოს, რატომ არ უნდა გავაკეთო მეც იგივე? მით უმეტეს, არც გონება მიჭრის სხვებზე ნაკლებად და არც ენამახვილობის დეფიციტს განვიცდი.
განსხვავება ჩემსა და მათ შორის ერთია:
მე მეგობარს ისეთს ვიღებ, როგორიც არის. ზოგადად, ადამიანების მრავალფეროვნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მეც მაქვს კარგად ჩამოყალიბებული კრიტერიუმები. თუმცა ურთიერთობაში არასდროს ვმოქმედებ რაღაც დოგმებით. როცა ადამიანში რაღაც არ მომწონს, მის აზრებს პატივს მაინც ვცემ, და არ ვიგესლები რატომ უნდა ვიგესლებოდე და ვიკბინებოდე არც ეს მესმის.
იმ ადამიანების ცხოვრების წესს, რომლებსაც ე.წ”გოიმებად” მივიჩნევ, და სამწუხაროდ ასეთები ჩემს აწ უკვე ყოფილ მეგობრებში არიან, თუ არ ვიზიარებ, არც ვუარყოფ. სამყაროს მრავალფეროვნება სჭირდება და საზოგადოება ყველანაირი ადამიანისგან უნდა შედგებოდეს. აქედან გამომდინარე, სულ არ მადარდებს ვინ როგორია, როგორ ფიქრობს და როგორ აზროვნებს.
სამწუხაროდ ასე მხოლოდ მე და კიდევ ერთი ორი ადამიანი ფიქრობს ჩემს გარშემო. დანარჩენების მოწოდებაა, ენაალესილები დასხდნენ და გაკიცხონ ყველა და ყველაფერი, რაც მათ გარშემო არსებობს. ამასობაში, ავიწყდებათ ის, რომ მათ გარდა, არსებობენ სხვებიც, რომლებსაც თავად ისინი მიაჩნიათ სასაცილოდ, საბრალოებად და უფრო მეტიც: უბედურებად .
ეს ბოლო სიტყვა შესაძლოა ზოგს მეტისმეტად მოეჩვენოს და აქეთ დამწამოს ცილი, აქაოდა მე ვინ მეკითხება სხვის ბედნიერება-უბედურებას . მეც მივეცი ბოლოსდაბოლოს თავს უფლება, სხვების ცხოვრება ჩემეულად შევაფასო და სწორედაც , გადავუწყვიტო, თუ როგორ იმოქმედონ. ჰოდა, ვიდრე ჩემთან მეგობრობას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, გეყოფათ თუ არა ტაქტი და გონიერება იმისთვის, რომ ადამიანურად მოიქცეთ.
სამწუხაროდ ეს ყველაფერი არაა , რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ არაუშავს, კიდევ ერთ პოსტს მივუძღვნი ამჯერად სხვა ტიპის “მედროვე” ადამიანებს სულ მალე....
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 626 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]