მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 26 » მეძავი
14:18
მეძავი

საღამო.. ქუჩაში ბნელა
ტროტუარს გაუყვა ქალი,
გზას სულ არ მიიკვლევს დზნელად
თუმცა ცოტათია მთვრალი..

მხრებზე ჩამოშლილი თმები
სახე ნერვიულად წყნარი...
არაქვს ანგელოზის ფრთები,
იქნებ სახლშიც კი ყავს ქმარი.

სხვის ნათქვამს უწოდებს ბოდვას
ნახევრად რომ უჩანს მკერდი.
ის სულაც არ მისდევს მოდას
ჩახსნია სულ კაბის გვერდი...

და წითლად შეღებილ ტუჩებს,
თითქოს ღამის სიო ტაცებს...
მთვარე სახლში წასვლას ურჩევს...
ქალი კი კვლავ ელის კაცებს...

აბიჯებს იგივე ადგილს,
თან იწყებს ნერვიულ ბოლთას.
თვალები გზისკენ აქვს დაღლილს,
ნიავი კვლავ შრიალს მორთავს,

მანქანა გამოჩნდა სწრაფად,
ფეხებთან ტორმუზსაც მიკრავს.
მთვარე აღარ მოჩანს მკაფად,
ნიავიც თითქოს თავს იკლავს.

ვაჭრობა აგრძელებს წუთებს,
ქალი მომატებას ითხოვს,
ბოლოს მანქანაში ჯდება,
საკუთარი იყოს თითქოს...

ხვალ დილით ბრუნდება სახლში,
სახე გადაღლილი მთვრალი,
კარებს მამაკაცი უღებს,
და ნავაჭრს დაითვლის ქმარი,,,

ჭუჭყიანს უძილო ბინძურს,
ასვენებს გადაღლით ჩვეულს,
საღამოს იმ ქუჩის გავლით
ქალი კვლავ გაყიდის სხეულს.....
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 677 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
დაამატა : WuRo
ALLLOVE.TK  
დაამატა : CqNaFa))
ALLLOVE.TK  


უპასუხე
smiley_lol es siaxle ra sachiro iyo:Xx

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]