მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » მედალიონი[7]დასასრული
11:14
მედალიონი[7]დასასრული

0 სექტემბერს სოფო უკვე საავადმყოფოში უნდა დაწოლილიყო...
- სოფო ხომ არაფერი გრჩება
- არა თაკო... ყველაზე მთავარი აქ მაქვს... სოფომ მედალიონზე დაიხედა....
სოფო ნელ-ნელა ჩამოდიოდა კიბეზე, თაკომ კი უცებ ჩაირბინა ეზოში და......
....ლაშა მიხვდა რომ უყვარდა სოფო... უყვარდა თავდავიწყებით… ბოდვამდე... ტკივილამდე....
მიხვდა რომ ვეღარ გაძლებდა მის გარეშე და დაბრუნდა...
- თაკო რა ხდება სოფო როგორ არის
- მეზიზღები არაკაცო! აქ რა გინდა წაეთრიე აქედან ეხლავე... რა გინდა ნაადრევად მოკლა სოფო
- თაკო გაგიჟდიი რას ამბობ!...
- არაკაცი ხარ!... გაიქეცი და მიატოვე სოფო!...
- მე მაშინ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი... დაბნეული ვიყავი... მაგრამ ახლა აქ ვარ და აღარ მივატოვებ სოფოს... მე ის…
- ლაშა! ლაშა!... შენ დაბრუნდი… მისკენ გაექნა სოფო...
ლაშა და სოფო დიდხანს იყვნენ ჩახუტებულები და ორივეს ცრემლები მოსდიოდა... მათ შორის ხომ მართალი, წრფელი გრძნობა იყო... გრძნობა რომელსაც ვერაფერი დააკლო ვერც დრომ... ვერც განშორებამ...
- მაპატიე სოფო!... მხოლოდ ეს ამოილუღლუღა ლაშამ...
- წადი ლაშა!...
- რას ამბობ, ჩემო ფერიავ აღარასდროს მიგატოვებ!...
- წადი ლაშა!.. შენ მე არსდროს გყვარებივარ, სულ მატყუებდი...
- ამას ნუ მეუბნები ჩემო ანგელოზო...
- შენ არასდროს გითქვამს ჩემთვის –"მიყვარხარ”... ვერც ახლა მეუბნები... მე კი როგორ ვერ ვხვდებოდი, რომ არ გიყვარდი... წადი გთხოვ წადი!!!!!..... ყვიროდა სოფო, რომელსაც თაკომ ხელი მოკიდა და მანაქნაში ჩასვა.

საავადმყოფოში მისული სოფო უკვე ძალიან ცუდად იყო… სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა...
- "თაკო... ლაშა დაბრუნდა... ვიცი... ვუყვარვარ... ეს მის... თვალებში ამოვიკითხე… ჩემი... ლაშა.... დაბრუნდა....” ესღა თქვა და სული უფალს მიაბარა....
პალატაში სამარისებრმა სიჩუმემ დაისადგურა... ანგელოზებმა შორს წაიყვანეს სოფოს წმინდა სული... ამ სიჩუმეში გაისმა ლაშას ღრიალი...
- შემიშვით, სიკვდილის წინ უნდა ვუთხრა, რომ მიყვარს!... შემიშვით!... ლაშამ შეანგრია პალატის კარი.....მისი პატარა ფერია საწოლზე იწვა… მუჭში მედალიონი ჰქონდა...
ლაშამ გულში ჩაიკრა სოფოს უსულო სხეული, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა სითბო...
- ჩემო ფერია… ლამაზო ფერია... როგორ ვერ მოვასწარი მეთქვა - მიყვარხარ!... გთხოვ, გევედრები არ დამტოვო!... ასე არ მომექცე!... ღმერთო ის აცოცხლე, მე მომკალი!... ღმერთო არ წამარტვა სიყვარული... სოფო!... სოფო!!!... რატომ აჩუქე ღმერთო ფრთები, ახლა გაფრინდა ჩემი ანგელოზი, აღარ დაბრუნდება!.... სოფო!... სოფო!.... სოფო!............... ყვიროდა ლაშა..
...სოფო გაფრინდა შორს... ანგელოზებთან გაჰყვა შორს... ძალიან შორს...
....მათი სიყვარული კი უკვდავი იქნება... სიკვდილი ვერას აკლებს სიყვარულს... მათი სულები სამუდამოდ ერთად იქნებიან, სამარადისოდ... ისევე როორც ის მედალიონზე, რომელსაც პატარა ასოებით ეწერა: "ლაშა+სოფო”


მე ვიტირე...მაგარი ისტორიაა...ასეთი სიყვარულისთვის მგონი ღირს სიკვდილიც კი...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 697 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]