მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » მედალიონი[6]
11:12
მედალიონი[6]

რამდენიმე დღეში სოფო საავადმყოფოდან გამოწერეს. მის მოსანახულებლად კახა და თაკო ავიდნენ.
- ლაშა ლაშა სად არის
- სოფო დამშვიდდი და მომისმინე!... ლაშა გაემგზავრა..
- სად როდის
- მოსკოვში... მამასთან...
- მალე ჩემოვა
- სოფო ლაშა იქ სასწავლებლად წავიდა და ალბათ დიდხანს არ ჩამოვა... ძლივს ამოთქვა კახამ…
- კი არ წავიდა, გაიქცა... შენი ძმაკაცი ნამდვილი ნაგავია!... თავი ვერ შეიკავა თაკომ.
- წავიდა... გაიქცა.. როგორ… აბა ის სიყვარული… ის ლამაზი სიყვარული, რაც ჩვენს შორის იყო!... ის მოფერება... ის სიტყვები... ატირდა სოფო... - არა არა... ვიცი მალე ჩამოვა, დიდი ხნით არ მიმატოვებს...
სოფოდან როგორც კი წამოვიდნენ თაკომ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა...
- სად წავიდა, სად, როცა ასე ძალიან სჭირდება სოფოს მისი თანადგომა!... ხომ უყვარდა
- არ ვიცი თაკო, თავიდან კი ატყუებდა, მაგრამ მერე მართლა შეიცვალა ყველაფერი... ლაშას სულ სოფოს სახელი ეკერა პირზე... სულ მასზე ფიქრობდა... მისმა უეცარმა გამგზავრებამ მეც ძალიან გამაკვირვა...

სოფო დღითიდღე უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა... სახეზე ფერი აღარ ედო... ჯერ ავადმყოფობისგან და შემდეგ კი ლაშას მოლოდინში მთლად დაილია...
- "ლაშა, ჩემო სიცოცხლევ, სამი კვირა გავიდა, შენ კი არ ჩანხარ... იქნებ პრობლემები გაქვს!... უზომოდ მომენატრე, ჩემო ცხოვრებავ!... მე დღითიდღე უფრო უარესად ვარ... ისეთი სიცარიელის შეგრძნება მაქვს... სულ თავბრუ მეხვევა და გულიც საშინლად მჩხვლეტს ხოლმე... ექიმები იმედს არ მაძლევენ… მეშინია... შეიძლება ვერც ჩამომისწრო... უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ მომავალი აღარ მექნება... ვერასდროს გავხდები ცოლი... დედა... ბებია.... მაგრამ სიკვდილის წინა დღეებში მინდა ჩემთან იყო... ჩემო სიცოცხლევ რა ბედნიერები ვიყავით... როგორ გვიხაროდა... ასე უეცრად რატომ წახვედიი ახლა ჩემი ერთადერთი ნუგეში ეს სიყვარული და მოგონებებია... ხომ მოხვალ ლაშ ხომ დაბრუნდებიი... წუთს წუთი ემატება... საათს – საათიი... უშენოდ წამიც საუკუნედ მექცა... დრო ისე მიიზლაზნება... ყოველ დღეს ფანჯარასთან ატუზული ვაღამებ... იქნებ მოხვიდე!... ყოველი დღე შენზე ფიქრით გადის... ყოველი წამი შენს მოლოდინში ილევა... ჩემო ცხოვრებავ მალე ჩემოდი რა... უსაშველოდ მომენატრე!!!!...” - დაწერა სოფომ და ფურცელი დახია… შემდეგ ისევ მიუჯდა ფანჯარას....

...ლაშამ სოფო მიატოვა, უსაშველოდ... უმწეოდ... უსასოოდ... თუმცა განშორება ვერას აკლებს სიყვარულს... როცა ვერ ხედავ უფრო გენატრება... და რამდენად დიდია მონატრება, იმდენადვე დიდია სიყვარულიც... მათ ერთმანეთი უყვარდათ, უყვარდათ ნაზი, მძლე სიყვარულით... თუმცა ლაშა გვიან მიხვდა ამას... მასაც არ ასვენებდა სოფოზე ფიქრი... თვალწინ სულ მისი თაფლისფერი თვალები ედგა, რომლებიც თხოვდნენ - არ მიმატოვოო... სიზმრებში, ფიქრებში ყველგან სოფოს ხედავდა... ზედმეტად თავისუფალი,ა ვარდნილი გოგოების შემდეგ სოფომ ათინათივით შეანათა ლაშას ცხოვრებაში... მთელი გული და სული სითბოთი და სიყვარულით ამოუვსო... რატომ დატოვა ლაშამ თავისი პატარა ფერია!... რატომ... ნუთუ სოფოს ახლოს მყოფმა სიკვდილმა შეაძრწუნა!... კი, მაგრამ მაშინ სოფოს რაღა ექნა ეს ხომ მისი სიცოცხლე ილეოდა... თანაც ლაშას გარეშე!!!.... ლაშას უამრავი კითხვა ეყარა გარს... არ უყვარდა სოფო და მაგიტომ მიატოვა... -რა სისულელეა!... ის უბრალოდ დაიბნა, გრძნობებში ვერ გაერკვა...


ერთ დღეს თაკო სოფოსთან ავიდა...
- როგორ ხარ, სოფ!.. აკოცა თაკომ დაქალს.
- რა ვიცი აბა... სიზმარში ლაშა ვნახე... ხოდა არამიშავს!...
- რამე გტკივა
- თავი… ძვლები... მუცელი... და... გული!....
- გულიც
- ყველაფრის ტკივილს გავუძლებ, მაგრამ გულის ტკვილი ყველაზე საშინელი ყოფილა...
- სოფო ძალიან გახდი ჩემო პატარა...
- ხო… ლაშას ხომ არ დაურეკავს
- არა!..
- აქაც არ რეკავს... ალბათ იქიდან არ ირეკება...
- ალბათ... ცრემლებს ვეღარ იკავებდა თაკო.
- თაკო იცი ლაშას ნაჩუქარი მედალიონი სულ გულთან მაქვს მიხუტებული... თითქოს ძალას მმატებს... ნეტავ როდის ჩამოვა მალე
- სოფო! ლაშამ მიგატოვა, აღარ ჩამოვა!.. წავიდა… ლაშა ნაგავია!... დაივიწყე გევედრები!... ვეღარ ვუყურებ შენს წამებას, ნუღარ ელოდები... ლაშა აღარ ჩამოვა!... ყვიროდა თაკო.
- არა! არა!.. ლაშას ვუყვარვარ!..
- რომ ყვარებოდი არ მიგატოვებდა!... თავს ნუ იტანჯავ!..
- არა არა!... ტიროდა სოფო....
უეცრად ორივე გაჩუმდა... თაკო მივიდა და ჩაეხუტა დაქალს...
- მაპატიე ჩემო სიხარულო, უბრალოდ არ მინდა იტანჯებოდე… ძალიან მიყვარხარ... ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება შენს გარეშე... შენი კისკისის გარეშე ერთო წამითაც არ მინდა სიცოცხლე... მაპატიე, ხომ იცი ძალიან მიყვარხარ..
- ვიცი… ვიცი… მეც ძალაინ მიყვარხარ...
ორივე ტიროდა… ბავსვობის მეგობრებს, რომლებსაც ერთი საათიც კი უჭირდათ უერთმანეთოდ, ახლა სიკვდილი აშორებდა...

13 ივლისი.15:05სთ.
"...ლაშა უკვე თვენახევარი გავიდა... შენ კი არ ჩანხარ... სად ხარ, ჩემო სიხარულო, სად... ისე მომენატრე, შენზე ფიქრებს უკვე ტირილამდე მივყავარ... კალენდარს უკვე მერამდენე დღე მოსწყდა... რამდენი ლოდინით სავსე წამი გაილია… შენგან კი არაფერი ისმის… ერთადერთი ახლა რაც მაცოცხლებს მოგონებებია... თვალს დავხუჭავ-ხოლმე და იმ ლამაზ დღეებს ვიხსენებ... მთელი ჩემი არსება სიყვარულითა და ტკივილითაა გაჭღენთილი… ლამის გამისკდეს გული... მაგრამ იმედი არ დამიკარგავს... მითხარი ხომ მოხვალ... მე მჯერა შენი!...”

14 ივლისი.11:00სთ.
"...ჩემო ცხოვრებავ, დღეს ექიმთან ვიყავი... მდგომარეობა გამიუარესდა... ძლივს დავდივარ და სუნთქვის დროსაც საშინელ ჩხვლეტას ვგრძობ გულში... ზოგჯერ კი თვალებზე რაღაც ნისლივით გადამეკვრება ხოლმე და მერე უცებ ყველაფერი ბნელდება... როგორ მინდა ჩემთან იყო... ძველებურად გულში გყავდე ჩახუტებული და შენი სუნთქვა მესმოდეს... სად ხარ... სად!.....”

დღეები კი გადიოდა... სოფოს მდგომარეობა მართლაც დღითიდღე გაუსაძლისი ხდებოდა... მთელი დღეები იჯდა და წერდა… თაკო გვერდიდან არ შორდებოდა დაქალს, კახაც ხშირად ადიოდა მის სანახავად და ანუგეშებდა სოფოს...
- თაკო იცი ახლა მახსენდება ერთი მოთხრობა რომელიც, ორი წლის წინ წავიკითხე... ეს მოთხრობა ერთ კაცზეა, რომლისთვისაც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს და რამდენმე საათში უნდა დახვრიტონ... კაცი ზის და აკვირდება ყველაფერს და ფიქრობს რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხედავდა ამ ყველაფერს, თუმცა ყურედღებას არ აქცევდა... მაინცდამანც ადამიანი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს უნდა ითვლიდეს, რომ იგრძნოს სიცოცხლის ფასი?!... იცი ეხლა ვიხსენებ ყველაფერს და ცხოვრებაში უქმად დახარჯული ყოველი წამი... ამიტომ გთხოვ გაუფრთხილდი ყოველ წუთს... მერე სანანებელი არ გაგიხდეს...

კიდევ ერთი საშინელი თვე გავიდა ლოდინითა და ტკივილით... დადგა შემოდგომა… გრილი სექტემბერი...

11 სექტემბერი.18:00სთ.
"...ლაშა, ჩემო ცხოვრებავ უკვე ფოთოლცვენა დაიწყო... შენ კი არ მოხვედი... როგორ გავუძლო უშემოდ ფოთოლცვენის ნისლიან დღეებს... ვიცი ვეღარ გავძლებ... ვეღარასდროს ვიხილავ თაკარა მზეს… ვერც პირველ თოვლს... ვეღარც გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმას... დღეს ექიმმა ლოგინიდან ადგომა ამიკრძალა. ძალაინ ცუდად ვარ... წერის თავიც კი აღარ მაქვს....”

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 708 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]