მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » მედალიონი[5]
11:12
მედალიონი[5]
თაკო და სოფო იმ ღამეს სოფოსთან დარჩნენ... ლაშამ ძილის წინ გადმოურეკა სოფოს...
- რას შვრებით ფერიავ
- არაფერს... ვიძინებთ უკვე...
- ტკბილ ძილს და ლამაზ სიზმრებს გისურვებ ჩემო პატარავ!..
- შენც!.. მიყვარხარ
- მეც...
- დაკიდე!...
- არა შენ დაკიდე!@
- არა შენ!
- არა შენ!
- მაშინ ორივემ! ერთი..ორი...სამი...
ლაშამ ყურმილი დაკიდა და შეხედა კახას, რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდა..
- რაო, რა გაცინებს
- რეებს ბაზრობ ტო ეგეთები რომ თაკოს ვუთხრა... ახარხარდა კახა...
- სოფო იძახის, ყველა ადამიანს თავისებური სიყვარული შეუძლიაო!..
- სოფო... სოფო... შენს ცხოვრებაში ეს სახელი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა… ხომ არ გიყვარს
- არ ვიცი კახა... არ ვიცი! შენ რას შვები თაკოსთან
- ხვალ უკანასკნელად დაველაპარაკები და თუ კიდე უარს მეტყვის, თავს დავანებებ, დავიღალე რა!
- სიყვარულის დღეს უმიზნებ
- აბა რა!...
ხოდა გათენდა ნანატრი სიყვარულის დღეც-15 აპრილი... სოფომ თვალი გაახილა თუ არა თაკო გააღვიძა...
- თაკო გილოცავ! გილოცავ!
- რას მილოცავი თვალის გახელაც კი ეზარებოდა თაკოს.
- სიყვარულის დღეს სულელო!@...
- აუ ერთი შენ მოგცლია რა!... თაკო გადაბრუნდა და ძილი განაგრძო..
სოფოს კარზე კაკუნი გაისმა. გააღო კარი სოფომ და ულამაზესი შავი ვარდები დახვდა კართან...
@” სიყვარულის დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო ფერია!...” წერდა ლაშა.
დაახლოებით 12 საათისთვის თაკომაც აწია თავი... გოგონები მოწესრიგდნენ და ტელევიზორის საყურებლად დასხდნენ... უცებ ისევ გაისმა კარზე კაკუნი... ისევ ვარდების თაიგული...
" თაკო გილოცავ! ქვემოთ ჩამოდი, გელოდები!... კახა”
- იდიოტი!
- თაკო ჩადი დროზე, გელოდება!
- აუ მოვიკლავ თავს რა!... ამ ვარდებს უკან ჩავუტან!
- კარგი ჩადი!... მიდი და ჭკვიანად მოიქეცი სიხარულო!
თაკოც სულ ბუზღუნ-ბუზღუნით ჩავიდა...
- როგორ ხარ თაკო
- მშვენივრად ვიყავი, სანამ ამ ბალახს მომიტანდი!...
- ეს ბალახი შენი საყვარელი ყვავილებია!... რა არა
- არა მეზიზღება!
- ისევე, როგორც მე ხო თაკო დღეს მართლა უკანასკნელად გიმეორებ... მიყვახარ!... და თუ – შენც, მაშინ ერთად ვიყოთ!...
- არ მიყვარხარ!
- აბა გეზიზღებიი მიპასუხე თაკო.
- ?!
- გეზიზღები-თქო
- ?!
- მიპასუხე და ამწუთასვე წავალ...
- არა კახა არ მეზიზღები! ხმა მოულბა თაკოს.
- გიყვარვარ
- ?!
- თაკო გიყვარვარ
- ხო...
ძლივს ეს წყვილიც შედგა...
საღამოს 5 საათისთვის ეს ორი ლამაზი და ბედნიერი წყვილი სიყვარულის დღის აღსანიშნავად წავიდნენ. ლაშა და სოფო განმარტოვდნენ… ლაშამ ამოიღო ლამაზად შეფუთული ყუთი და შეყვარებულს გაუწოდა...
- ღმერთო!... ლაშა!... რა ლამაზია...
- ჩვენი ინიციალებია ამ მედალიონზე!.. .გთხოვ სულ თან ატარე, სანამ გეყვარები...
- გპირდები სიკვდილამდე თან ვატარებ... ჩვენ მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს... მხოლოდ სიკვდილი, ჩემო ცხოვრებავ!
- სუ! სუ, რას ამბობ სულელო ბავშვო!... ხმა არ ამოიღო!... ლაშა მოუახლოვდა სოფოს და....
ეს მათი პირველი კოცნა იყო... მათი სიყვარულივით უმანკო და წმინდა.
საღამოც მიიწურა... გოგოები სახლამდე მიაცილეს...

- თაკო სახლში ამომყევი რა!.. გთხოვ, რაღაც ცუდად ვარ!..
- კარგი,ავიდეთ... კარგი საღამო იყო ხო
- კი...
- იცი ძალიამ ბედნიერი ვარ მეც!...
- ?!
- შენ რას იტყვიი
- ?!
- სოფო ცუდად ხარ
- თაკო მე... მე...
სიტყვა ვეღარ დაამთავრა სოფომ და გული წაუვიდა...

გონს რომ მოვიდა, უკვე საავადმყოფოში იყო... ექიმს კი, დიაგნოზი დასმული ჰქონდა...
რამდენიმე საათში ლაშაც მოვიდა საავადმყოფოში...
- ჩემო სიცოცხლევ როგორ შემაშინე... როგორ ხარ რა გჭირს
- ლაშა... სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ... ცრემლები წამოუვიდა სოფოს.
- რა მოხდა ჩემო პატარა, რატომ ტირი?
- ლაშა... ექიმმა მითხრა,რომ სარკომა მაქვს...
- ეგ რას ნიშნავს
- ეგ სიმსივნეა... რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დამრჩა... ატირდა სოფო
ლაშა დიდხანს იდგა გაშტერებული, თითქოს ადგილზე გაქვავდაო...
ბოლოს ადგა და შეშლილივით გავარდა პალატიდან.

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 926 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]