მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » მედალიონი[4]
11:11
მედალიონი[4]
ლაშა... ჩემო სიყვარულო უბედნიერესი ვარ... გაგიცანი, შენი ღიმილის ღირსი გავხდი… არც კი მჯერა... თავი სიზმარში მგონია და მეშინია გამოღვიძების... იქნებ არც ისე ლამაზია რეალობა!... ლაშა ძალიან მეშინია... რა უსაშველო ყოფილა ეს გრძნობა ახლა მივხვდი... მეშინია, ამ უეცრად მოფრენილი სიხარულის მერე უცებ არ მოღრუბლოს ჩემი ზეცა... შენი თვალებივით ლურჯ საზე უცებ არ გაავდარდეს... უცებ არ გამეღვიძოს ამ ლამაზი სიზმრიდან... ღმერთო! დაიფარე ჩემი სიყვარული....” წერდა სოფო.

მოკლედ დრო გადიოდა... ლაშა და სოფო ძალიან დაახლოვდნენ... სოფო ძალიან ბედნიერი იყო... ყოველი მათი შეხვედრით მათი ურთიერთობა სულ უფრო და უფრო თბებოდა... რაზეც ვერ ვიტყოდით კახასა და თაკოზე... ერთ დღესაც, უკვე ჩვეულებისამებრ, ბაღში სეირნობდნენ სოფო და ლაშა.
- სოფო!...
- რა
- სოფო... როგორ უნდა მიხვდე რომ შეყვარებული ხარ - სულ მასზე უნდა ფიქრობდე... ოცნებობდე… გენატრებოდეს...
- მაშინაც კი, თუ შენს გვერდითაა
- ...მაშინაც!... დაიბნა სოფო
- მე ამ ყველაფერს შენს მიმართ განვიცდი... ლაშამ გოგო შემოატრიალა სახით თავისკენ და ჩახედა დაბნეულ თვალებში.
- ლაშა!... როდის მოასწარი ჩემი შეყვარება
- სოფო! შენ არ იძახდი, სიყვარული სამ კითხვას ვერ პასუხობს: - როდის შეგიყვარდა რატომ შეგიყვარდა და როდემდე გეყვარება-ო...
- კარგად დაგიმახოვრებია ჩემი სიტყვები...
- სოფო... იქნები ჩემთან? გიყვარვარ?
- ?!....
- მიპასუხე სოფ!...
სოფოს გულში გრძნობები აბობოქრდნენ,ამდენი ხნის დაგროვილმა განცდებმა ერთიანად ამოხეთქეს...- მიყვარხარ ლაშა!...გასაქანი მიეცა ბობოქარ გრძნობას...
ლაშამ გულში ჩაიკრა გოგო...

ამ დღის შემდეგ ყველამ გაიგო მათი სიყვარულის შესახებ... ალბათ არ არსებობდა მთელ სამყაროში მათზე ლამაზი და ბედნიერი წყვილი...

- თაკო! შენთან სალაპარაკო მაქვს!... ძლივს... კახამ გრძნობების გამხელა გადაწყვიტა.
- რაო
- მისმინე თაკო მე....
- იტყვიი თუ გამოვიძახო პატრული? გაეცინა თაკოს.
- მიყვარხარ!..
- სიცხე ხომ არ გაქვს
- არა... მიყვარხარ!
- მართლა
- კი მართლა!.. მიყვარხარ თაკო!... შენ?
- შენ ჩემი მეგობარი ხარ კახა!@
- ვიცი… ვიცი... მაგრამ მომეცი შანსი, თავს შეგაყვარებ!.
- არა მგონია იმსახურებდეს შანსს ბიჭი, რომელიც ამდენი ხანი მატყუებდა და თავს ჩემს მეგობრად ასაღებდა... ნახვამდის!... ეს თქვა თაკომ და გაუჩინარდა.

ლაშა და სოფო ჩახუტებულები მიუყვებოდნენ ვაკის პარკს...
- ლაშა!.. იცი როგორ მიყვარხარ
- ვიცი პატარა ანგელოზო! აკოცა ლაშამ შეყვარებულს.
- არა… არ იცი!....
- ვიცი!...
- არ იცი! იცი როგორ მიყვარხარ
- როგორ
- ძალიან... ძალიან!... უზომოდ... უსაშველოდ... სიცოცხლეზე უფრო მეტად!
- მეც, ჩემო ფერია!
- ლაშა!
- ხო... რა იყო
- რატომ არასდროს მეუბნები რომ გიყვარვარ
- ეგ ხომ ისედაც იცი!..
- მაგრამ მე მინდა ყოველ წამს მესმოდეს ეგ... ლაშა იცი ჩემთვის რა ძვირფასი ხარ... ჩემი სიცოცხლე ხარ!@... ჩემი სიხარული...
- ჩემთვისაც ძალიან ძვირფასი ხარ ჩემი სიცოცხლევ!... უშენოდ ვერ ვიცოცხლებ!
- ვერც მე! ვერასდროს! უშენოდ სუნთქვაც არ მინდა!...
- ჩემი პატარა სულელი ბავშვი ხარ... არც კი ვიცი უშენოდ როგორ ვიქნები...
- რას ამბობ ლაშა! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით!
- ხო... ალბათ... ამოილუღლუღა ლაშამ და გოგონა გულზე მაგრად მიიკრა.
ლაშას ფერებაში გაბრუებულ სოფოს არც კი გაუგია სიტყვა – "ალბათ’”... ის ხომ უზომოდ, უზომოდ ბედნიერი იყო....

მეორე დღეს გაკვეთილების შემდეგ გოგოები ლაშას ელოდებოდბენ სკოლის ეზოში.
- გოგოებო დიდხანს ხომ არ გალოდინეთი ჩაეხუტა სოფოს ლაშა. – თაკო რატო ხარ მოწყენილი?
- არ ვარ, უბრალოდ დავიღალე... რაღას ველოდებით
- კახა მოვა და წაგვიყვანს მანქანით!
- კახა უსიამოვნება დაეტყო სახეზე თაკოს.
კახაც გამოჩნდა... სოფო და ლაშა უკანა სავარძელზე მოკალათდნენ...წინ კახას გვერდით თაკო დაჯდა...
მთელი გზა ლაშა და სოფო გართულები იყვნენ ერთმენეთის ალერსში…
- თაკო შემირიგდებიი
- ?!
- თაკო შემირგდები-მეთქი? ტონს აუწია კახამ
თაკომ მოიყრუა...
- არა, უთხარით ახლა რამე ამას, თორემ ვისროლე მანქანიდან...
- აუ როგორ მეშინია... ძლივს ხმა ამოიღო თაკომ...
- შემირიგდი რა! ისევ მოულბა კახას ტონი
თაკომ ისევ არ გასცა ხმა... ამ დროს იქვე ერთ ლამაზ ადგილას გააჩერეს... სოფო და ლაშა უცებ გაუჩინარდნენ ბუნებაში… თაკომ და კახამ კი ჩხუბით აიკლეს იქაურობა...
- როგორ ჩხუბობენ... მაინც ვერ გავიგე რა ვერ გაიყვეს...
- ვერც მე ჩემო პატარა... თაკოს არ უყვარს
- იძახის არაო!.. საკუთარ თავსაც არ უტყდება, რომ კახა შეუყვარდა...
- სოფო...
- იცი ამ ქვეყნად არასდროს არ მინახავს შენნაირი გოგო... თითქოს არაამქვეყნიური ხარ, ანგელოზი ხარ!....
- მიყვარხარ ლაშ!
- მე – უფრო!
ამ დროს კი თაკო და კახა გაუთავებლად ჩხუბობდნენ.
- თაკო შევრიგდეთ რა… ერთად ვიყოთ... ვერ დავიჯერებ რომ ამ ხნის მანძილზე, სულ ცოტათი მაინც არ შეგიყვარდი...
- მე მატყუერები არ მიყვარდება!
- თაკო სხვანაირად არ შემეძლო...
- არ მიყვარხარ კახა!... და არც არასდროს შემიყვარდები!..
- დავიჯერო
- როგორც გინდა!
- მაშინ არ მჯერა!
- თავს რომ იტყუებ, არა უშავს!
- აუ... თაკო ვიცი რომ მოგწონვარ და ვერ ვხვდები რატომ ვერ მპატიობ იმ პატარა ტყუილს ბოლოჯერ გეკითხები… გიყვარვარ
- არა!
- იცოდე საკუთარ თავს უშავებ მაგით... მიდი მიდი ეგრე გააგრძელე... მაგრამ არ ინანო!...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 779 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]