მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » მედალიონი[3]
11:10
მედალიონი[3]
მეორე დღეს გოგოები ეზოში იდგნენ როცა მათ კახა მიუახლოვდა...
- ჩვენი სკოლის ულამაზესი გოგოები როგორ არიან
- არა მიშავს კახა, შენ
- მეც არამიშავს. სოფო შენ როგორ ხარ ეს გოგო ერთ ჩემს ძმაკაცს მოსწონს. ეშმაკურად შეათვალიერა კახამ სოფო.
- ვის
- აი მოდის.. ლაშა! ბიჭო მოდი აქ!..
- გამარჯობათ გოგოებო! გაუღიმა ლაშამ გოგოებს...
- აჰა ბიჭო გაიცანი ეს სოფოა, ეს კი თაკო!..
- სასიამოვნოა…
- გოგოებო დღეს რას აკეთებთი გაკვეთილების მერე ცოტა ხო არ გაგვესეირნა..
- რავიცი... მე ბევრი დრო არ მაქვს... - თქვა თაკომ.
- აქვე ვაკის პარკში შევიაროთ, ცოტა გავისეირნოთ და სახლში მიგაცილებთ!.. კარგიი
- კარგი... სოფო შენ რას იტყვიი
გაკვირვებულმა და თან დაბნეულმა სოფომ მხრები აიჩეჩა… ამ დროს ზარიც დაირეკა და გოგოები გაკვეთილზე შევიდნენ. მთელი გაკვეთილი ენა არ გაუჩერებიათ...
- თაკო გაოცებული ვარ… ვეღარ ვაზროვნებ,ნუთუ ლაშას მოვწონვარ!... არა, არა არ მჯერა!!!... რა სისულელეა!..
- რადგან კახამ თქვა, ე.?. მოსწონხარ!..
- ვაიმე თაკო ცუდად ვარ, გავაფრენ სიხარულისგან!..
- კარგი ეხლა, ეცადე არ შეიმჩნიო გაიგე 

გაკვეთილების შემდეგ გოგოები ახალგაზრდებმა ვაკის პარკში გაასეირნეს... წინ თაკო და კახა მიდიოდნენ... უკან კი ლაშა და სოფო ჩამოიტოვეს...
- სოფო რამდენი წლის ხარ
- 16-ის... შენ
- სკოლაში გვიან შევედი და ახლა 18-ის ვარ!
- და ან ძმა გყავს
- არა დედისერთა ვარ!
- ეგოისტიც იქნები... გაეცინა ლაშას
- არც ისე... უფრო ეჭვიანი ვარ!.
- ვიზე ეჭვიანობ შეყვარებულზე? გამომცდელი მზერა მიაპყრო ლაშამ გოგოს.
- შეყვარებული არ მყავს...
- არც გყოლია
- არა!
- სურვილიც არ გაქვს
- არ ვიცი, ნამდვილ სიყვარულს დიდი და საფუძვლიანი მოძებნა სჭირდება... (და მე ის უკვე ვიპოვე) გაიფიქრა სოფომ და უკვე კიბეების ბოლოდან თვალი შეავლო ვაკის პარკს...
საოცრად ლამაზი საღამო იყო... ან უბრალოდ სოფოს ეჩვენებოდა ასე, მას ხომ გვერდით საყვარელი ადამიანი ედგა... ყველაფერი განათებული იყო... იქვე კიბეზე შეყვარებული წყვილი იჯდა... -"ნეტავ ოდესმე მეც ვიქნები იმ გოგოსავით ბედნიერი?” გაიფიქრა სოფომ... ლაშამ ამ დროს სიგარეტს მოუკიდა, სოფოს რაღაცნაიად ქვემოდან ახედა, შემდეგ მზერა ისევ ანთებულ სიგარეტზე გადაიტანა.
- და შენ იცი სოფ რა არის ნამდვილი სიყვარული?
- ნამდვილი სიყვარული?... ალბათ ნიჭია, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია... იცი რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ შენ გაქვს ნიჭი… ნიჭი გენატრებოდეს... ნიჭი გიყვარდეს... აღმერთებდე... მისი არსებობაც კი, რომ ბედნიერებას განიჭებდეს, მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს... რამდენს ვბოდიალობ არა გაეცინა სოფოს. - შენ გყვარებია ვინმე
- კი ბევჯერ… - გაეცინა ლაშას...
- არ გყვარებია ლაშა!...
- რატომ - გაეცინა ლაშას.
- იმიტომ რომ სიყვარული ცხოვრებაში ბევრჯერ არ შეიძლება გეწვიოს... ”სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...” ეს გალაქტიონის სიტყვებია... როცა ეს გრძნობა იბადება გულში, მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება... მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს... ნამდვილი სიყვარული მარადიულია... ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში... დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგვიყვარდეს…
- სიყვარული ვნებაა პატარა...
- ცდები ლაშა!... სიყვარულში ვნებაც არის... მაგრამ ვნებას არ შეიძლება უწოდო სიყვარული... ნამდვილი სიყვარული წმინდაა… ხელშეუხებელი... ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება, თანაც უკვალოდ... ნამდვილი სიყვარული კი მარადიულია... ჩაუქრობელი... თუმცა ვოლტერის სიტყვებია: - "სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან ის ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს....”
- სოფო იცი მე არავისთვის არ მაქვს ნათქმანი სიტყვა – "მიყვარხარ!” და სანამ ჩემს გრძნობაში არ დავრწმუნდები არავის ვეტყვი ამ სიტყვას!...
- ძალიან კარგს იზამ ლაშა!...
- საიდან იცი სოფო ეს ყველაფერი, თუ არასდროს გყვარებია
სოფომ ნაღვლიანად გახედა ლაშას... რამდენის თქმა შეეძლოთ იმ წუთას მის თვალებს... სიყვარულითა და სითბო იყო სავსე მისი ყოველი ბგერა...
ამ დროს ქვემოდან მათ კახამ და თაკომაც დაუძახეს...ისე ჩაიარეს კიბეები, რომ არცერთს არ ამოუღია ხმა... ბიჭებმა თაკო და სოფო სახლამდე მიაცილეს...
ლაშა რა გჭირს ბიჭო რაღაც ჩაფიქრებული მეჩვენები...
- არაფერი...
- რაო მოგეწონა პატარა გოგო მხარზე ხელი დაარტყა კახამ ძმაკაცს.
- რა სისულელეა, უბრალოდ კაი ბავშვია, მისგან ბევრი ისეთი რაღაცეები გავიგე, რაც აქამდე წიგნებშიც კი არ წამიკითხავს...
- დაგაბა- ეშმაკურად ჩაიცინა კახამ.
- ნუ სულელობ ბიჭო!
- მე ვსულელობ სულ არ დაუბიხარ ხო -ახარხარდა კახა.
- შენ რას შვები თაკოსთან
- აუ რავიცი, ძმა… მემგონი სერიოზულად გავიჭედე... ცოტა ხნით კიდევ უნდა დამეხმარო...
- სიამოვნებით!...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 728 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]