მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 31 » მედალიონი[1]
11:04
მედალიონი[1]
თაკო! თაკო!.... გაიქცა საკლასო ოთახისკენ სახეგაბრწყინებული სოფო.
- რა მოხდაი
- ვნახე!... ვნახე!... და პირდაპირ თვალებში შევხედე!... სიხარულით ხტუნაობდა სოფო.
- თვითონაც შემოგხედაი
- ხო... აბა რა!...
- აუ... შენ რა კარგად ხარ! - გადაიხარხარა თაკომ
- თაკო...
- რა
- ლაშას ძმაკაცს ხომ იცნობ
- კახას.. კი ვიცნობ! რა იყო
- მერე გამიგე რა მასზე რაღაცეები...
- ხო კაი კაი... ვკითხავ კახას...
გაკვეთილების შემდეგ გოგოები სკოლის ეზოში იდგნენ... სოფოს პრინცი რომ გამოჩნდა.
- სოფო! ნახე შენი გულის ბომბი... გადაიხარხარა თაკომ
- სად აბა სად
- აი იქ, ხესთან!
- ჩემი ანგელოზი...
- ცოტა აკლია...
- რა არ არის ლამაზიი
- გემოვნებაზე არ დაობენ!..
- რა თვალები აქვს... რა ღიმილი… სოფო თვალს არ აშორებდა იქვე ხესთან მდგომ ლაშას რომელიც სიგარეტს ეწოედა და თან ვიღაცას ესაუბრებოდა.
- თაკო!...
- რაო პატარა
- იცი… მიყვარს... ისე ღრმად ამოისუნთქა სოფომ, თითქოს მთელი გული ამ ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა.
- გიყვარს არა, ის!..
- თაკო სულ მასზე ვფიქრობ, სულ ვოცნებობ, სულ მინდა რომ სადმე დავინახო, ყველგან მას ვეძებ... შენი აზრით რას ნიშნავს ეს
-იმას რომ უტვინო ლაწირაკი ხარ! გაიგე სოფო ეხლა წამოდი სახლში თორე მშია საშინლად!
რა თქმა უნდა ისინი მთელი გზა ლაშაზე საუბრობდნენ.
სოფოს მე-3 კლასიდან უყვარდა ლაშა, რა თქმა უნდა ყველა დასცინოდა მის ბავშვურ გრძნობას, მაგრამ სოფო ვერადავერ ეშვებოდა ლაშაზე ფიქრს, სულ მის ლამაზ, ნაღვილიან, ლურჯ თვალებზე ფიქრობდა... თუმცა რა ჰქონდა ლაშას ნაღველის მიზეზიი!.. ყოველ მეორე გოგოს უყვარდა სკოლაში… თუმცა ვერავინ ახერხებდა მისი გულის მოგებას… ლაშა სერიოზული, გულჩათხრობილი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა... ისე დადიოდა სკოლის დერეფნებში, თითქოს ვერავის და ვერაფერს ამჩნევსო... შეიძლება ამჩნევდა კიდეც მისდამი მოპყრობილ გოგოების კეკლუც მზერას, მაგრამ არ იმჩნევდა... ლაშა მართლა ძალიან, ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო: მაღალი, სპორტული აღნაგობის, ოდნავ მოგრძო ჩალისფერი თმებით, დიდი, ლამაზი ტუჩებითა და ულამაზესი ლურჯი თვალებით.
----------------------- * ------------------------ * ---------------------------
სოფო შევიდა სახლში, ისადილა, გამოიცვალა და სამეცადინოდ დაჯდა. მისი გონება კი ისე შორს იყო ახლა ალგებრაზე ფიქრისაგან. წიგნში იყურებოდა და ლაშას ლურჯ თვალებს ხედავდა. აიღო ფურცელი და წერა დაიწყო: - < ლაშა! იცი როგორ მიყვარხარ.. სულ შენზე ვფიქრობ და ვოცნებობ, ისევე როგორც ახლა... ვზივარ და ამ ფურცლებს ვუმხელ ჩემს განცდებს... ვერავის ვეღარ ვუზიარებ ამ გრძნობას, დამცინიან... ასე მგონოა, ვერასდროს შემამჩნევ!... მაგრამ... მე მხოლოდ შენით ვსულდგმულობ... იმაზე ოცნებით, რომ ერთხელ მაინც გავხდები შენი შემოხედვის, გაღიმების ღირსი... შენს სიყვარულზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავ... რა სისულელეა!!!... უსამართლობაა, შენნაირს რომ მე შევუყვარდე... უბრალოდ მეტისმეტად კარგი ხარ ჩემნაირი უბრალო გოგოსთვის... სად-შენ და სად_მე... მაგრამ გულს რომ ვერაფერს ვუხერხები!.. სულ შენზე რომ მეფიქრებაი!.. რა ვქნა ლაშა!...
...დაამთავრა წერა სოფომ და ფურცელი დახია… ის ყოველთვის ასე იქცეოდა, წერდა თავის განცდენს, შემდეგ კი ხევდა ნაწერებს.
------------------------------ * ----------------------------- * --------------------------------
მეორე დილით სოფო მიუახლოვდა სკოლის კარს, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, იქნებ შორიდან მაინც დაენახა ლაშა. ამ ფიქრებში იყო გართული, როცა
უკნიდან ძაახილი მოესმა.
- სოფო!.. დამელოდე!... - დაუძაახა დაქალს თაკომ.
- როგორ ხარი
- სოფო აღიერე, რომ მსოფლიოში საუკეთესო დაქალი ვარ!!!
- რა იყოი
- აღიარე მეთქი!
- კარგი.... თაკო შენ მსოფლიოში საუკეთესო დაქალი ხარ! მერე
- ის შენი ლაშიკო 18 წლის არის, 24-ე კორპუსში ცხოვრობს მე-3 სართულზე.. .შეყვარებული არ ყავს... მაგრამ ერთდროს ყოველ კვირა იცვლიდა "ლოვე”-ებს...
- აუ... ჯიგარი ხარ თაკო! ვაფრენ შენზე!... აკოცა დაქალს გახარებულმა სოფომ.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 684 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]