მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 25 » მე შენ დაგკარგე
13:23
მე შენ დაგკარგე

ერთმანეთი პირველად აქ გავიცანით
-ხო.შენ მარტო იყავი და ტიროდი
-ახლაც მარტო ვარ
-არა,ახლა მე ვარ შენთან
-შენ ჩემთან დიდი ხანი აღარ ხარ
-მაპატიე გთხოვ
-არა!
-გემუდარები
-არა! არასოდეს! კარგად იყავუ
-მოიცადე გთხოვ
-არა შენთან არაფერი აღარ მაქვს სათქმელი
გოგო წავიდა.ბიჭი კი კუსტბაზე მარტო დარჩა.ყველაფერს ერჩია ის გოგო , მაგრამ ხვდებოდა რომ ნელნ-ნელა კარგავდა.გულმა ვეღარ გაუძლო და უკან გაჰყვა.ცოტა ხანი ჩუმად მიჰყვებოდა.ბოლოს იგრძნო რომ შეეშინდა და მასთან მივიდა
-დამშვიდდი მე ვარ
-შემაშინე
-მივხვდი.მიგაცილებ სახლამდე
-არაა საჭირო
-არ მინდა ღამით მარტო დადიოდე
-რომ არ გდომნოდა ახლა კუსტბაზე არ დამიბარებდი და ნახვას არ მთხოვდი
-შევცდი
-მარტო მაგასი არა,ძალიან ბევრ რამეში შცდი
-ხო ვიცი. იცი ყოველდღე შენზე ვოცნებობ
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს
-მახსენდება ჩვენი პირველი შეხვედრა.შენი ცრემლები. ჩვენი პირველი კოცნა და მაშინაც შენი ცრემლები.ჩვენი პირველი სერიოზული ჩხუბი და მაშინაც შენს ლამაზ სახეზე ისევ შენი ცრემლები
-ჩემი ცრემლები...
-როგორი გულჩვილი იყავი ... ყველას ენდობოდი...
-მათ შორის შენც
-და არ გავამართლე შენი ნდობა
-სამწუხაროდ არ გაამართლე
-ვნანობ...
-უკვე გვიანია
-ვიცი.არ დავაფასე ის რაც მქონდა.შენ არ დაგაფასე.როგორ გიყვარდი.ჩემთვის ცოცხლობდი
-ოდესღაც მართლა შენთვის ვცოცხლობდი
-შევიცვლები
-მერამდენედ მეუბნები უკვე მაგას იცი?
-თუ საჭირო გახდა სიცოცხლის ბოლომდე შენი სიყვარულის მათხოვარი ვიქნები.შენს მეტი არავინ არ მინდა
-მე უკვე აღარ მინდიხარ
-ოთხი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, ნუთუ ასე მალე დამთავრდა ყველაფერი? ასე მალე წაიშალა ის გრძნობა რაც ჩემს მიმართ გქონდა და ერთმანეთს გვაკავშირებდა?
-ნუთუ შეგეძლო ამდენჯერ გეტკინა ჩემთვის გული?
-მაპატიე
-მადლობთ რომ მომაცილე
კიბეზე აირბინა და სახლში შევიდა.კართან ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.გული მაინც სტკიოდა.მის მიმართ თითქმის აღარაფერს აღარ გრძნობდა, მაგრამ ენანებოდა მასთან გატარებული ოთხი წელი.ოთხი ბედნიერი წელიწადი.პატარა აღარ იყო და ხვდებოდა რომ ამ ყველაფრის გადატანა ძალიან გაუჭირდებოდა.ბევრჯერ ხელიც უთხოვია მისთვის, მაგრამ პასუხის თქმა რამდენჯერაც დააპირა, იმდენჯერ რაღაც სერიოზული მოხდა და უკან დაიხია.მთელი ღამე ტიროდა.დილით კარზე ზარმა გამოფხიზლა.იმდენად ცუდად იყო რომ სამსახურშიც კი არ წავიდა.მთელი ღამე მასზე ფიქრობდა.მისთვის ტიროდა და სიზმარშიც კი მას ხედავდა.კარის გასაღებად რომ მივიდა იქაც თითქოს მისი სახე მოელანდა.ისევ უყვარდა , მაგრამ ეშინოდა კიდევ გულისტკენის.მისი საყვარელი ყვავილები... მისმა საყვარელმა ადამიანმა წითელი გერბერების თაიგული მოუტანა და კარების წინ დაუტოვა როგორც ყოველთვის.შიგ კონვერტი იდო და პატიებას სთხოვდა.დაიბნა...
არ იცოდა რა ექნა... გულმა ცუდად დაუწყო ცემა და დამამშვიდებელი დალია.ცოტა ხნით წამოწვა და ფიქრს მიეცა.ფიქრობდა როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე.უნდოდა დაბლა ჩასულიყო და ჩახუტებოდა.იღლებოდა ასე ყოფნით, მაგრამ თავის სიამაყეს ვერ აბიჯებდა.ვერ ივიწყებდა იმას რის გამოც დაშორდა, რის გამოც ნელ ნელა იციწყებდა და ვის გამოც იტანჯებოდა.უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დამთავრებულიყო.მისი ცხოვრებიდან სულ გამქრალიყო.ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.მესიჯი იყო მოსული.
მე შენ დაგკარგე... არასდროს აღარ შეგაწუხებ... და არც ჩემი მოძებნა აღარ სცადო.ვიცი ადრე თუ გვიან ჩემი ამბით დაინტერესდები, მოხვალ ისევ და მომძებნი.ვიცი ეს ასე იქნება.ბედნიერებას გისურვებ... მიყვარხარ და მეყვარები სიცოცხლის ბოლო წუთამდე... დამთავრდა. მიხვდა რომ ყველაფერი სამუდამოდ დამთავრდა. ფანჯარასთან მივიდა და დაინახა როგორ მიდიოდა. მიდიოდა და თან მიჰქონდა მისი სიყვარული.მორჩა! გაიფიქრა გულში და ისევ ფიქრს მიეცა.მას შემდეგ კიდევ 4 წელი გავიდა.გოგონას არავინ არ შეყვარებია. ისევ მას და მის სიყვარულს შენადროდა.ბიჭიც იგივეს გრძნობდა.განსხვავება მხოლოდ ის იყო რომ ის მისი სიყვარულით კვდებოდა.თვითმკვლელობა ხშირად უფიქრია , მაგრამ ვერ ბედავდა.ყველაფერი ერთფეროვანი იყო ორივესთვის.მხოლოდ იმისთვის ცოცხლობდნენ რომ ორივეს ჰქონდა ერთმანეთის ნახვის იმედი.ოთხი წლის გნამავლობაში ქუჩაშიც კი არ შეხვედირან ერთმანეთს.არადა რამდენჯერ უნატრიათ ორივეს რომ ერთხელ მაიცნ შეეხედათ ერთმაენთისთვის.დრო გადიოდა.ისინი იცვლებოდნენ.ბოლოს ისევ გოგომ გადადგა ეს ნაბიჯი და ისევ გოგომ გადაწყვიტა მისი ნახვა.მივიდა მასთან სახლში.აკაკუნებდა ცცოტა ხნის განმავლობასი და კარი რომ არავინ გაუღო წამოსვლა დააპირა. წამოვიდა .... გულმა ვერ მოუთმინა და უკან აბრუნდა.კარი ღია დაუხვდა და ამან უარესად აღაშფოთა.შევიდა სახლში და ძირს დაგდებული დაინახა. იქვე ცარიელი ჭიქა ეგდო. ეს ყველაფერი რომ დაინახა ადგილზე გაშეშდა.ვეღარ ინძრეოდა. ხელ-ფეხი მოეკვეთა და ნაბიჯს ვეღარ დგავდა. ბოლოს როგორც იქნა ძალა მოიკრიბა და მასთან მივიდა. დიდხანს უყურებდა სახეზე.მის საყვარელ სახეს თვალე ვერ აცილებდა.მიხვდა რომ ახლა მართლა ამუდამოდ დაკარგა მიდი სიყვარული.ცრემლები თავის და უნებურად მოსდიოდა. სახის მიმიკა არ ეცვლებოდა.მხოლოდ ცრემლი უსველებდა სახეს.მასთან გატარებულმა ყოველმა წუთმა და ყოველმა წამმა გადაურბინა თვალწინ.ყველაფერი გაახსენდა ... დულ ბოლოს მისი მოწერილი ემსიჯი გაახსენდა რომელიც დღემდე ჰქონდა ტელეფონში შენახული.წაიკითხა და წაშალა.უკანასკნელად აკოცა მის საყვარელ ადამიან და წავიდა.მეზობელს დაუკაკუნა რომ მიეხედათ მისთვის და სასწრაფო გამოეძახებინათ.თვითონ კი კუსტბაზე წავიდა.ისევ იმ ადგილას დაჯდა სადაც ერთმანეთი გაიცნეს.მთელი ღამე იქ გაატარა.მეორე დღესაც ფეხი არ მოუცვლია იქიდან.იმ ღამით ჩაიძინდა და სამუდამო ძილით დაიძინა...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 719 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]