მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 31 » მე მოვალ
11:47
მე მოვალ
capttct
ჩემი არსებობით შენ არასოდეს შეწუხდები, მაგრამ იმ გარსს ვერავინ გაარღვევს შენ რომ გარშემო მოგახვიე. არასოდეს მჩვევია ჩემი სულის პირველ თოვლს ვინმემ ტალახიანი ფეხი შეახოს. მე შენ მიყვარხარ და შენს თავს, სიყვარულს, არავის დავუთმობ.
ის ვინც მთელ სამყაროდ მიმაჩნია ვერავის გაუყოფ.
ასე იქნება მანამ სანამ მოგონების ყვითელი ფერები შენს ცხოვრებას უკითხავად არ ესტუმრება. როცა დიდი მონატრებით ჩაიკითხავ ძველ ბარათებს, როცა მარტოობას მთელი გულით შეიგრძნობ...
ნელი ნაბიჯებით შემოვალ შენს ცხრაკლიტულ ცხოვრებაში, უამრავ სიხარულის ყვავილებს გაგიშლი ფეხქვეშ და ჩუმად გეტყვი
"მე მოვედი"
golds1 
 gold50
starps3
gold50 
 gMm
captiontext
gMm 
 gold5

შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!
დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი;
როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,
როგორ ირხევა გაძარცვული ტყე!
შემოდგომის დღე შემოდგომის დღე.

სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი,
გაყვითლებული უდროოდ მჭკნარი;
დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი,
გაყვითლდა მდელო გაყვითლდა მოლი…
სვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი.

სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით,
გამოუთქმელი მიტაცებს შვება.
რა არის იგი _ ბედნიერებით
გამოწვეული უბედურება.

წავიდა გაქრა, ვერ შევეკითხე,
რისთვის გამშორდა, რისთვის წავიდა…
გაქრა სულის ოცნება წმინდა...
ილულება მზე, იძარცვება ტყე...
შემოდგომის დღე შემოდგომის დღე.

gold5 
 g50
serd1
g50 
 g50

cameticlisxar

g50 
 gold

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა – 
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 756 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
დაამატა : mariami
ALLLOVE.TK  


უპასუხე
kargia..cameti xlis xar leqsi momewona dzalian....

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]