მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » მე მიყვარს...და შენ?
14:04
მე მიყვარს...და შენ?
სულელი ხარ!
-კი მაგრამ რა დაგიშავე..
-როგორ თუ რა ! შენ თავს დაუშავე!...შესაბამისად მეც დამიშავე..ნუთუ ვერ ხვდები
-ნუ..ნუ..
-ა...
-ჩუ... მითხრა და ხელი ყელში შემიცურა. ცივი ხელი ჰქონდა, ძარღვებსი ჩამეღვენთა სიცივე და შევკრთი. თუმცა სიამოვნებისგან გაბადრულმა ყელი გადავწიე და მისი ხელი მხრებსა და]კულულებს შორის მოვაქციე ..დავიჭირე გრძელი, თლილი თითები თმების საბყრობილეში.
-ის, რასაც შენთვის ვაკეტებ არასდროს მომიტანს ტკივილს. ჩაიჩურჩულა..
მის ძლიერ მკერდს შევახე სველი ნაჭერი, ჭრილობა მოუბანე, ვცდილობდი ფრთხილად დამემუშავებინა ნაიარევი..შიგადაშიგ მისი ყრუ კვნესა მესმოდა, მეწვოდა...მის მაგივრად მეწვოდა.
-უარესი რომ მომხდარიყო? მაინც ვერ მოვითმინე და ვკითხე საყვედურით. თვალებზე მომადგა ცრემლი. რამე უარესი რომ მომხდარიყო? ეხლა ჩემს თავს ვკითხე ჩუმად. მან გაიღიმა, როგორც ყოველთვის. მერე მომახლოვდა თავი ამიწია და თვალებში ჩამხედა. ვგრძნობდი ხშირ,, თბილ სუნთქვას, პირდაპი ტუჩებს რომ ეფინებოდა ცხელ ტალღებად...
-ხომ დაგპირდი ყოველთვის დაგიცავდი, ხომ დაგპირდი სიცოცხლეს გავწირავდი?...როგორ ფიქრობ ვინმეს ვაპატიებ შენთვის ტკივილის მოყენებას?
-მაგრამ მას რომ შენთვის რამე დაეშავებიდა, შენ იქნებოდი ერთადერთი ვინც ყველაზე დიდ ტკივილს მომაყენებდა. მე შენ მჭირდები! უვნებელი...ჯანმრთელი..
-მეკი ბედნიერი მჭირდები! ამიტომ გეყო საყვედურები...ეს ჭრილბა არაფერს ნიშნავს.ის შეხორცდება. შენი დაკარგვის იარა კი არასდროს, არასდროს მომიშუშდება. მთავარია ყველამ გაიგო რომ ჩემი ხარ! რომ მე გყავარ დამცველად, ! ეხლა კი უბრალოდ მომეკარი ისე თითქოს არაასდროს აპირებ ჩემს გაშვებას.
მივეწებე მის შიშველ მკერდის, მოვხვიე ხელები და ეხლა მე ჩავრგე თავ მის კისერში...ძლიერად მოვუჭირე ხელები..
-აუ...ამოიხვნეშა მან. მე შევკრთი, მივხვდი რომ ვატკინე...
ხელები მოვადუნე და უნდა გამეშვა რომ ამოიგმინა
-არა! არ გამიშვა...გთხოვ..
და მეც ვეკვროდი მას...ჩემს გულთან ვგრძნობდი სისხლის წვეთებს რომელიც ჭრილობიდან ღვენთავდა. მე ვგრძნობდი მათ.ი ის კი ვერარეფს გრძნობდა. ვერ აცნობიერებდა ვერაფერს გარდა იმისა რომ მთელი არსებით ეკუთვნოდა ერთ გოგონა, ის რომელიც ეხლა მისი ტკივილის მიზეზი იყო, მისი ჭრილობის მიზეზი იყო, ამავდროულად კი ცხოვრების არსი და დიდი სიყვარულის პატარა ხატება.

-არ გენატრება?
-თავი დამანებე!
-მიპასუხე
-დამანებე თავი
-ჯერ მიპასუხე!
-ხომ გიპასუხე...არა
-ჰაჰა...რატო ფიქრობ რომ მომატყუებ?
-და რატომ ფიქრობ რომ გატყუებ?
-იმიტომ რომ შენ ფიქრობ ასე...
-ნუ მაბნევ...
-შენ საკუთარი თავის მოტყუებას ცდილობა და კიდევ მე გაბნევ?...
-არ მენატრება! დამაცადე...უნდა ვიმეცადინო...
-კარგი. მაშინ გამაჩუმე..
-რატომ ვერ ვუდებ ვერაფერს გულს? რატომ არ მანებეს ეს უაზრო ფიქრები თავს? მე ხომ დავივიწყე? აღარ მახსოვს...ყველა დავაჯერე ამაში..
-საკუთარი თავის გარდა.! გამოძვრა ისევ საიდანღაც..
-რომ ვაღიარო მომეშვები?
-აბა მე რავიცი...სცადე...
აშკარად რომ მიგებს ჩემი მეორე "მე"
-კარგი...შეიძლება...ცოტათი...
-რატომ?
-ოხ! ეხლა რატომ! რაც გიპასუხე ის არ გეყო!?
-გენატრება..კარგია. ეხლა რატომ ისიც მითხარი და ვსო...
-იმიტომ რომ...ალბათ იმიტომ რომ პირველია.
-და უკანასკნელი. წაიღიღინა "მე"-მ.
-მომეშვი...უკვე 2 საატია უაზროდ დავყურებ გადაშლილ წიგნებს, შენ კი რაზე მელაპარაკები?
-უფროსწორედ შენ მელაპარაკები
"აი ისევ!"
-მენატრება..იმიტომ რომ პირველია...იმიტომ რომ უკანასკნელი..იმიტომ რომ მიყვარს, და რატომ მიყვარს? არ ვიცი...იმიტომ რომ სულელი ვარ! მივახალე "მეს". დადუმდა. როგორც იქნა!...ჩავაშტერდი გადაშლილ ფურცლებს...
-მოვიგე...ჩამჩურჩულა ცოტა ხანში..
.გაბრაზებულმა დავახეთქე წიგნი მაგიდას..შეკრთა, დაპატარავდა...მერე გაქრა.და მთელი ღამე მისი ხმა აღარ გამიგია...

პირველი სიყვარული შეიძლება არ იყოს ის, ვისაც პირველად აკოცა ან ვინც პირველად დაგპატიჟა პაემანზე, პიველი სიყვარულია ის ვისაც ყველას ადარებ, ის ვისი დატოვებას ყველაზე მეტად გაგიჭირდა, ის ვისაც ვერ ელევი ბოლოდე, ვერ თმობ მიუხედავად იმისა რომ უკვე დაარწმუნე საკუთარი თავი იმასი ომ სიცოცხლე მის გარეშეც გრძელდება.რომელიც ზოგჯერ სიზმარში თუ გამოგეცხადება და ესაა ის სიზმარი რომელიც არასდროს გავიწყდება..თითქოს ისიც რეალობას ადევნებული.მას ბაძავს და მახსოვრობაში ილექება. პირველი სიყვარულია როდესაც არ იყო შენი და მაინც სამუდამოდ შენში დარჩება.

როგორ ცივა...თოვლი... ერთი,ორი,სამი...დამეყარა ფიფქების კორიანტელი... ვიყინები, მცივა..
-თეთრი ციდან ფიფიქი ცვივააა...დავასრულე ფიქრები ხმამაღლა თან ღიღინით...ყველაფერი თეთრია ,მარტო ვარ ამ სამყაროში, თეთრ სამყაროში!!! სრულიად მარტოო...უკვე ვყვიროდი ხმამაღლა
-გოგონი!
ჰა? ერთ ადგილზე გავშეშდი და უკან მოვიხედე...ვიღაც აწოწილი მომსდევდა..კარგად შეფუთულიყო, ჩამოფხატული ქუდიდან მარტო კულულები მოუჩანდა ხოლო სახეზე აფარებული "კაშნი" მთლიანად უმალავდა სახეს.
არაფერი ვუპასუხე და გზა ხტუნვა-ხტუნვით განვაგრძე
-გოგონი! დაიძახა ისევ და გამომეკიდა
-ჰა? რა გინდა? შევუბრუნდი და ცხვირწინ ავეტუზე.-რა გინდა მეთქი? ვერ ხედავ მარტო ვარ!
-მოდი ერთად ვიყოთ მარტო!
გავიგე მისი ხმა "კაშნიედან"
-არ მაქვს შენთან კეკლუცის თავი...ვიყინები და თან "ვმარტოსულობ" ! ამიტომ...მოდი რა, სხვა "დაკერე"
-:დ..კარგი რა..შენ ეგეტი გგონივარ?...აი მე კი "არაოედინალური" მეგონე
-და ვითომდა რატომ?
-არაცვეულებრივარ მღერი! თან მარტოსულობაც კარგად გამოგდის..ხო..კიდევ ცოტას თუ ნახავ შუა ზამთარსი თავსიშველს, შარფის გარეშე...თოვლში დახტუნავდეს და თან სიფრიფანა სარაფანი ეცვას!
-:)გეთანხმები..ყველა ვერ ბედავს იყოს გადარეული! მე გაზაფხულის გოგო ვარ...არ მიყვარს ზამთარი..
-კი მაგრამ გაიყინები...
-ვიყინები უკვე.
-მერე?...გინდა მოგცემ? მითხრა და თბილი დუტი შეიხსნა. მკაცრად შევხედე და თავი გავაქნიე...
-არ მჭირდება. არ მცივა..
-ეგრე?
-ეგრე! ვთქვი და ავკანკალდი... მაინც არ დავნებდი და ენა გამოვუყავი მერე გავიქეცი...მივრბოდი, ვნახე რომ მომსდევდა...მერე უცებ წავიქეცი, წავიქეცი იმიტომ რომ მოშისვლებულ ზურგზე ცივი გუნდა მომხვდა, ყინვამ ფეხები მომკვეტა და ჩავიკეცე...კიდევ რამდენიმე გუნდა მომხვდა, მერე დამეწია და ჩემთან ერთდ შემოცურა თოვლში. მომეკრა, ჩემში აირია სითბოც და სიცივეც, სიმშრალეც და სისველეც, მეკვროდა...მატბობდა...მე მაინც ვკანკალებდი...არაფერი მითქვამს, არც წინაარმდეგობა გამიწევია. მან ხელში ამიტაცა და დამატრიალა. მერე ჩამომსვა...არაფერს ვამბობდით, ფანტელებიც გვამკობდა...ერთი..ორი...სამი...
ცოტა ხანში მის დუტში შეხვეული ცემინებით მივუყვებოდი თეთრ ბილიკს, მაინც ვხტუნავდი...არ ვჩერდებოდი. ის მიყურებდა. თან იღიმოდა..ვერ ვკედავდი მის ღიმილს იმიტომ რომ "კაშნი " უშლიდა ხელს...ვერ მოვითმინე, მინდოდა მენახა...მივვარდი და ჩამოვხსენი, მე მოვიხვიე და თვალებსი ჩავაშტერდი.
ზამთრისფერი თვალები ჰქონდა, ცისფერი..გამჭირვალე...
იცინოდა...კბილებიც ზამთრისფერი...თეთრი,კრიალა...
მე მისი კაშნის სურნელი ვიგრძენი...გრილი..სასიამოვნო..იზიც ზამთრისფერი...ჩემს გაზაფხულის "იასამნის" სუნს რომ შეერწყა..
ეხლა ორნი მივდიოდით. ზამთრის ბიჭი და გაზაფხულის გოგო...
ეხლა ორივენი ვბედავდით გაგიჟებას...და ორივენი ვმარტოსულობდით! სწორედ ეს მარტოსულობა გახდა დასაწყისი "ერთიანობისა"

თვალებს ვახელ...აი, რეალობაში დავბრუნდი, რომელიც დიდად არც განსხვავდება სიზმრისგან...რა მშვენიერი დილაა, თეთრ,ქათქათა ზეწარში გახვეული,მშვიდად და ღიმილიტ ვესალმები აისს..ეხლა ვიგრძენი რომ ბალიშს ვიყავი მიხუტებული.-სადაა?პირველად ეს გავიფიქრე და ოთახს მოვავლე თვალი.
ყველაფერი მოწესრიგებული იყო, ჩემი საპატარძლო კაბა იქვე გადაკიდებული იწონებდა თავს. თითებზე დავიხედე,კეკლუცად მიბრწყინავდა დიდთვლიანი ბეჭედი.
-სადაა ?...ჩემი მეუღლე! სიცილით დავაყოლე და ლოგინზე "გავკორტიალდი. "მისი" მხარე დავიკავავე, დავიპყარი.
-სამაგიეროდ ამ მხარეს აღარ დავუთმობ! ვთქვი მუქარით, ხმამაღლა..ზედმეტად დიდი მომეცვენა ცარიელი ლოგინი, უკვე "უ"იმისობა მაწუხებდა, სად წავიდა დილაადრიან? გავიფიქრე და გავიბუტე. მეწყინება და ნახოს! ვტქვი და ისევ ჩემს ადგილს დავიბრუნდი, სახე ბალიშში ჩავრგე და "გასაბუტად" მოვემზადე.
უცებ კარის ჭრაჭუნი გავიგე, თან ოთახში ახლადგამომცხვარი პურის სუნი და ცხელი ყავის არაჩვეულებრივი არომატი დატრიალდა. სწრაფად წამოვიწიე, მოდიაოდა. ორივე ხელში ლანგარი ეჭირა და ფეხით ცხილობდა კარის გაღებას. როგორც იქნა მოახერხა, ფრთხილად მომახლოვდა და ლანგარი მუხლებზე დამიწყო. ნეტარებით მოვავლე თვალი ფუნთუშებს, წვენს, ხილს...ყავას...კვერცხითა და ბეკონით გაკეთებულ "ღიმილს".
-დილა მშვიდობისა პრინცესავ! გადამიჩურცულა და წელზე ხელი მომხვია...
მერე შავი თვალები პირდაპირ ჩემს თაფლისფერ მზერას გაუსწორა, ცხელი ტუჩები მომახლობვა და... ცხვირზე მაკოცა.
-უკვე პრინცესა აღარ!
-აბა..?:)
-დედოფალი!მე ხომ უკვე მეფის მეუღლე ვარ!
გაეცინა, ეხლა ცხვირი არ იკმარა და ტუჩებს დაეწაფა...
-მიირთვი...გამახსენა საუზმე,..მემგონი ზედმეტად ტკბილი გამომივიდა. დააყოლა უხერხულად და ყავაზე მიმანიშნა.
-ამაზე ტკბილს მემგონი ვერაფერს გავსინჯავ. ვუთხარი და ეხლა მე დავეწაფე მის ბაგეს...
ყავაც გავსინჯე...ზისტად ისეტი იყო როგორიც მიყვარდა..ეს თვითონაც კარგად იცოდა.
მშვენიერი დილა იყო, ყველაფერი მოწესრიგებული...თეთრი საპატარძლო კაბა ჯერ კიდევ იწონებდა თავს, ჩემს ხელზეც ბრწყინავდა დიდთვლიანი ბეჭედი..ხო..ეს ის რეალობაა რომელიც დიდად არ განსხვავდება სიზმრისგან...

მინდა რომ ერთხელაც, შუა ღამე, ბავშვის ტირილმა გამომაღვიძოს, ჩემს წინ კი შენ იდგე, არწევდე მას მკლავებში, უსმენოდ უმღეროდე იავნანას და ყოველი ცრემლის გადმოვარდნაზე ჩუმად თხოვდე..
-ჩუმად..ჩუმად პატარავ..მოდი დედიკო არ გავაღვიძოთ!

შეყვარებული არ მყავდეს იმიტომ რომ არავინ მიყვარს...და უბრალოდ "მოდას არ ვარ აყოლილი"- გოიმობაა..
რაც მეტი შეყვარებული მყოლია-მით მეტი მაქვს საამაყო
ველოდებოდე იმ ერთადერთს რომელიც დამაფასებს-უაზრობა
წითელი ვარდები-ბანალური
ცეცხლის გული-ბანალური
რომანტიკა-ბანალიზმი
აიყვარულზე საუბარი-დროის კარგვა
თემა სიყვარული-უაზრო თემა...
პირველი კოცნა-ნებისმიერთან "მოსულა"
სიყვარულის ცრემლი-სისუსტე.
გაყვრა-ქორწინების ერთერთი პერსპექტივა
ღალატი-ჩვეულებრივი ამბავი
გოგო ბიჭს დასდევდეს,სიყვარულს უხსნიედს-ჩვეულებრივი ამბავი.
საერთოდ რა არის სიყვარული?-ჰმ..არც არაფერი. არაფერი მნიშვნელოვანი, ერთერთი იმ უაზრო გრძნობატაგანი რომელიც უნდა დაიკიდო!

ჰმმ....და ამის მერე როგორ მიხარია, თანამედროეობას ჩამორცენილი,უაზრო, "გოიმი", ბანალური, "ბანალიზმით" სავსე, რომ ვარ, თან დროს უაზროდ ვკარგავ, უაზრო თემებზე, ვაჩენ ჩემს სისუსტეს და " ამ დაკიდებულ" გრძნობაზე სიახლეს ვაკეთებ...

იმედი მაქვს მოგეწონათ
კატეგორია: ♥ სურათები ♥ | ნანახია: 862 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]