მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 6 » მე დავიჩემე, რომ ცა ჩემია.
13:21
მე დავიჩემე, რომ ცა ჩემია.
ჩვენ გვიყვარს…  გვიყვარს სამშობლო, ბუნება, ადამიანები, სიცოცხლედა მე… მე მიყვარს ცა… მიყვარს, იმიტომ, რომ ის მამშვიდებს, მათბობს როცა მცივა და მაგრილებს როცა მცხელა. როცა ოცნებამინდება ცას ავხედავ და ვფიქრობ… პატარა მძივებივით მიმოფანტული ღრუბლები მიყვარს, ხან გულს, ხან ვარსკვლავს და ხანაც პატარა ბაჭიასაც რომ წარმოგვიდგენენ ცისფერ სამყაროში. მიყვარს ცა, რადგან მისით ვცოცხლობ, უკიდეგანო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მიყვარს, მთვარის შუქზე რომანტიულ განწყობაზე რომ მაყენებს. მე აისის ცაც მიყვარს, მშვიდი, ნაზი, წყნარი, სუფთა და უმანკო ცა, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანიც ასეთივე უნდა იყოს, მე ხომ მიყვარს ადამიანები…
  დავუბრუნდეთ ისევ ცას. ცა ცხოვრებას გვილამაზებს. ცის ფერი, ღია და კამკამა. მე დაისის ცაც მიყვარს, აი, ისეთი, ფერები რომ გადადის ერთმანეთში – წითელი, ვარდიფერი, იასამნისფერი, ცისფერი და ასე, უსაზღვრო ფერთა გამა.ნეტავ ვიცოდე რა ხდება იქ, მაღლა. ადამიანის უსაზღვრო ცნობისმოყვარეობასაც ხომ დაესმებოდა წერტილი.

მაგრამ, რატომღაც, ხანდახან ეს მშვიდი და უმანკო ცა, თავის მეორე სახესაც აჩენს, უცებ ცისფრიდან ნაცრისფერში გადავა და მზეს, ასე რომ მათბობდა, შავი ღრუბელი ცვლის, შხაპუნა წვიმას კი – სეტყვა და ჭექა – ქუხილი. ცა იქუფრება, იწყენს, თითქოს რაღაცაზე ბრაზობს. ალბათ ადამიანებმა შეაწუხეს თავიანთი წინდაუხედავი საქციელით და დაამძიმეს. დამძიმდა დედამიწაც… დამძიმდა ამდენი უსარგებლო საგნით. წარმოიდგინეთ რა უსარგებლოა იარაღი. მას სიკეთე არავისთვის მოუტანია, მხოლოდ სიკვდილი, ტანჯვა… ცას ტკივა, დიახ, ტკივა, როცა ჩვენ ვისვრით მაღლა, ცაში, ცას ტკივა. არაა აუცილებელი ტყვია ესროლო, შეიძლება სიტყვით ატკინო, ადვილია მისი წყენა. ცას წყლისგან და ჰაერისგან განსხვავებით ბევრი რამ უნახავს. მან იცის ყველა ისტორია: ჩემიც, შენიც, მისიც და საერთოდ ყველასი.

ცამდე მისასვლელი გზა სიკვდილზე გადის. გაიხსენეთ, რა მოხდა, როცა ადამიანებმა ცაში ასვლა მოინდომეს. ყველას პირველობა სურდა და…ბოლოს ერთმანეთს ვეღარ გაუგეს. მე არ მინდა, რომ ცა ვიყო, მინდა მე – პატარა გოგონა, მისი პატარა ნაწილი ვიყო. თავიდან მე ვიყავი ცასთან და მე ვიყავი ცა, ცა დარჩა, მე კი აქ ვარ, დედამიწაზე ჩამოვედი თქვენ გასათბობად – ესეც ჩემი „მისია". შენ – მე, მე– ცა და ბოლოს რა? მე აქ ვარ… და ცა?..


მე დავიჩემე ,რომ ცა ჩემია,ჩუმი მზე ზამთრის, მამაჩემია. სწორედ აქედან 

გამომდინარე მოედინება ჩემი მდინარე . . . ნისლში გამოჩნდა მთვარე მძინარე, ეს 

დედაჩმი ათბობს მყინვარებს,... თოვს... ვარსკულავები ჩუმად ქრებიან, ღამეს 

უყვება ზღაპარს ბებია, მთებზე ლამაზი ოქროს თოვლია, ეს ბრწყინვალება ჩემი 

მგონია, წვიმს ვარსკვლავები ლოცვით ქმნილები, აქ თამაშობენ ჩვენი შვილები,ეს 

ყოველივე მოჩანს ზემოდან, ჩუმად მფარველობს ციდან ჩემი ძმა, მე დავიჩემე, რომ 

ცა ჩემია . . . მე ვჩუქნი ამ ცას ყველა ჩემიანს !
კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 1303 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]