მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » მე დამაბრალებ..
16:22
მე დამაბრალებ..

.გიღიმილდება სახე ნელ-ნელა , 
როცა უყურებ ჩემს ფართო თვალებს... 
მე, განშორება შენგან მეძნელა, 
და ვიცი, ამას, მე დამაბრალებ... 
გიღიმის სახის, ყველა ნაკვთი და 
შენი ღიმილი არ გავს დემონებს 
როცა ფიქრებში კაბას გაგხდი და 
თან შენს სიშიშვლეს დავაგემოვნებ... 
ვიცი, თვალებზე ხელს ამაფარებ, 
რომ არ შევნიშნო სავსე მტევნები... 
და როცა, მაინც, ხელს გავაპარებ... 
შენს ღიმილს ისევ ავედევნები... 
შენი თვალები შემომნათიან... 
და ტანს გახვია თეთრი მანტია, 
ამ გულში, შენი ცეცხლი ანთია... 
და ფიქრიც სადღაც შემომფანტია... 
ისევ იღიმი, როცა ხედავ... 
ჩემს ფართო თვალებს... 
და, ამ ღიმილსაც... 
ვიცი, ალბათ 
მე დამაბრალებ..
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 743 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]