მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 12 » ♥ ლექსები
13:42
♥ ლექსები
-დახუჭე თვალები დახუჭე
სინათლე ყველაფერს აფუჭბს.
სიბნელე მათბობს და მაჩუმებს.
არ გინდა?
სიცოცხლეს გაჩუქებ...
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს,
გთხოვ შენი სინაზე მაჩუქე,
და შენი სიზმრები მაჩუქე,
და მე ამ ყველაფერის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..

ისევ, მომენატრე რატომღაც…
ბოლოს მიყვარხარო, მითხარი…
თურმე, ეს ყოფილა გართობა…
მაშინ ვერაფერი გითხარი…

ისევ, მომენატრე რატომღაც…
სევდას უშენობა ათოვდა,
სევდა უშენობით დაქროდა…
თურმე, იმედები არ ქონდა…

ისევ, მომენატრე რატომღაც.
ისევ, ამეშალნენ ფიქრები…
ისევ, უიმედოდ გათოვდა.
ისევ, გამებუტნენ ფიფქები…

ისევ, მომენატე რატომღაც…
ფიქრი იმედებზე გათხოვდა…
ხედავ? ისევ, მე ვარ მარტოკა…
ისევ, უშენობა მაფრთხობდა…

თურმე, არ ყოფილა გართობა…
როცა ვერაფერი გითხარი…
თავი მომანატრე რატომღაც…
მაინც მიყვარხარო მითხარი…

კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 671 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]