მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 9 » ლამაზი გრძნობა[2]
13:03
ლამაზი გრძნობა[2]

თათიამ,ისიც ვერ მოასწრო,რომ ლუკასთვის დაერეკა და ეთქვა ყველაფერი.
-თათია,მე და მამაშენს,შენთან სალაპარაკო გვაქვს.(დედა)
-აჰა,აქ ვარ და თქვით რა გინდათ?(თათია)
-ვინ იყო ის ბიჭი?(დედა)
-ვინ და ჩემი შეყვარებული და არ გეგონოთ მასთან ურთიერთობას,მხოლოდ იმიტომ შევწყვეტ,რომ თქვენ გინდათ ასე.(თათია)
-შეხედე გიორგი,შენი შვილის ურჩობას,გოგოს მოუნდა შეყვარებული თან მასზე 5 წლით უფროსი.(დედა)
-თათია,მართლა გიყვართ ერთმანეთი?-შეეკითხა მამამისი.
-კი მამი, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი,ვერ ხვდები რატომ გგონიათ,რომ ამ ასაკში ნამდვილი სიყვარული არ არსებობს.-თათიამ ეს თქვა და ატირდა.
-იქნებ ის ბიჭი გატყუებს და არ უყვარხარ,ამაზე არ გიფიქრია?(მამა)
-არა რა სისულელეა რა მატყუებს.ლუკას უნდოდა თქვენთან მოსვლა და ყველაფრის ახსნა და მე დავუშალე,დედაჩემის ხასიათი,რომ ვიცი.რა მნიშვნელობა ქონდა ის გეტყოდათ,თუ შემთხვევით გაიგებდით,მაინც დაშორებას მოინდომებდით.(თათია)
-დედაშენი ხასიათი ხო?მე მართალი ვარ,ჯერ შენ მომავალზე უნდა იფიქრო,რა დროს შენი შეყვარებულობაა.გიორგი იქნებ გინდა,შენი ერთადერთი ქალიშვილი,რომლის სწავლას ამდენი ფული შევალიეთ.15 წლის ასაკში გაგითხოვდეს.რა გინდა თათია ყველაფერი გაქვს,არაფერს გაკლებთ უმადური ხარ.(დედა)
-რატომ უნდა გავთხოვდე?რაებს ლაპარაკობთ. ჩვენ მხოლოდ შეყვარებულები ვართ.
-თათია ბევრს ლაპარაკობ,რადგან არაფერს ვამბობ იმას არ ნიშნავს,რომ მომწონს შეყვარებული,რომ გყავს.მოვითხოვ იმ ბიჭს დაშორდე.(მამა)
-არა და არა.თქვენ შეგიძლიათ მასთან კონტაქტი გამაწყვეტინოთ,მაგარამ სიყვარულს ვერ წამართმევთ.ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით.(თათია)
-ხო ვნახავთ.შენ მობილური ჩამორთმეული გაქვს,ინტერნეტს გაგითიშავთ და მხოლოდ სკოლაში ივლი,ისიც მძღოლი წაგიყვანს.შენ დაქალ სოფოს შეუძლია,რომ გინახულოს.
საცოდავი თათაი ოთახში შევიდა.მთელი ღამე ტირილში და დარდში გაატარა,დილით იძულებული გახდა სკოლაში წასულიყო.
-როგორ ხარ თათი?რა ფერი გაქვს გოგო სახეზე და თვალები რას გაგიგავს?რა გჭირს?(სოფო)
თათიამ,სოფოს ყველაფერი მოუყვა და გოგოები შეთანხმდნენ,რომ სოფო ყოველდღე ივლიდა თათიასთან.გაკვეთილები დამთავრდა,თათია გარეთ გამოვიდა,ლუკა ელოდებოდა როგორც ყოველთვის.თათია დაიბნა,აღრ იცოდა მისულიყო თუ არა.ბოლოს ადგა და მივიდა ლუკასთან და მაგრად ჩაეხუტა,ტირილიც დაიწყო.
-რა გჭირს თათია?ეე რა გატირებს?(ლუკა)
-იცი ლუკა, ბევრი დრო არ მაქვს სალაპარაკოთ მოკლედ გეტყვი.მშობლებმა, შენთან ურთიერთობა ამიგრძალეს და კიდევ ბევრი რამე,მობილურიც აღარ მაქვს.კაი ეხლა წავედი მძღოლი მელოდება.
ლუკა გაკვირვებული იდგა,ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო.ერთი თვე გავიდა და ერთმანეთს ლუკა და თათია მხოლოდ სოფოს საშვალებით უკავშირდებოდნენ,ამისგარდა ლუკა მაინც მოდიოდა სკოლაში და თათიას შორიდან უყურებდა.
ბოლოს ლუკამ, ვეღარ მოითმინა ეს სიტუაცია და თათიას სკოლაში,სპეციალურად შუა გაკვეთილზე მიადგა,რათა არავის გაგეგო,რომ ნახეს ერთმანეთი.
-თუ შეიძლება ერთი წუთით თათია გამოუშვათ,ნათესავივი ვარ.(ლუკა)
-კარგი გადი თათია.(მასწავლებელი)
თათიაც გავიდა და მაგრად ჩაეხუტა ლუკას.
-მოკლედ თათია ბევრი დრო არ გვაქვს.ხვალ მოგაკითხავ ამ დროს და წაგიყვან ჩემთან.უნდა გავიპაროთ სხვა გზა არა,აბა ესე რამდენი ხანი ვიყოთ.
-კი მაგრამ ლუკა.აუ მერე მაინც გვიპოვიან და რა აზრი აქვს?(თათია)
-აბა მეტი გზა არა.მოკლედ წავედი მე და ვიცი,რომ თანახმა ხარ.ლუკამ აკოცა თათია და წავიდა.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 656 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]